მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
IBM იძულებულია Lenovo-ს აკუმულატორები შეცვალოს

კომაპნია SONY-ს სკანდალი გრძელდება, მგონი ამ კომპანიამ მოასწრო ყველა ნოუთბუქის მწარმოებლისთვის მიეყიდა თავისი წუნიანი აკუმულატორები, რის გამოც სკანდალი სულ უფრო იზრდება და თითქოსდა ბოლო არარ უჩანს. როგორც ვიცით კომპანიებს არ უხარიათ დეტალების შეცვლა, ეს საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული და თუ თავის დაძვრენა რაიმე მეთოდით შეიძლება მაშინ მაქსიმალურად ცდილობენ აპარატურა არ შეცვალონ, მაგრამ აკუმულატორების თემა იმდენად დაღეჭილია რომ მისი გვერდის ავლა არავის აღარ გამოსდის.

მაშ ასე ამჯერად კომპანია IBM-ი იუწყება რომ მისი ნოუთბუქები აღჭურვილია წუნიანი აკუმულატორებით და იწყებს მათ მასიურ შეცვლას, ბოლო მონაცემებით 170 ათასი ნოუთბუქი გაყიდულია აშშ-ს ტერიტორიაზე ხოლო 350 ათასი აშშ-ს საზღვრებს გარეთ (ამ ფირმის ნოუთბუქები თბილისშიც იყიდება).  წუნიანი აკუმულატორებით აღჭურვილია პრაქტიკულად ყველა IBM Lenovo -ს ნოუთბუქი რომელიც გამოსულია 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის სექტემბრის ჩათვლით.

ასევე წუნის კატეგორიაში ხვდება ყველა ის აკუმულატორი რომელიც დამოუკიდებლად მომხმარებლებმა ამ პერიოდში შეიძინეს.  საერთო ჯამში დეფექტური აკუმულატორებით აღჭურვილია შემდეგი ნოუთბუქების სერიები: ThinkPad T4x, ThinkPad R5x, ThinkPad R6x, ThinkPad X60 და ThinkPad X60s ბოლო ორი მოდელი ითვლებოდა IBM-ის ხაზში ყველაზე მსუბუქად და პატარად, როგროც ჩანს მათაც არ გაუმართლა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-10-2006, 09:14:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.