მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
პრიზი - მოგზაურობა intel-ის ქარხანაში - ეს რეალობაა!!!

კომპანია intel-ი ყველა მწარმოებელს შორის გამორჩევა, მას უყვარს მომხმარებლების გართობა, გათამამება და რაც მთავარია დასაჩუქრება. ყოველ ახალ ტექნოლოგიასთან ერთად რაღაც ახალი გათამაშება არ გაიმართოს არ შეიძლება ასე ხდება ამჯერადაც. ახალი ტექნოლოგია intel VPro-ს გაცნობასთან ერთად კომპანია გვთავაზობს პატარა გასართობს სერიოზული პრიზით.

მაშ ასე პრიზი სულ ორია, მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მსურველი, პირველ ადგილზე გასული მიიღებს საფირმო მაისურს (ალბათ გაიფიქრეთ რა ჭირად მინდა), მეორე ადგილზე გასული კი კომპანიის ხარჯზე გაემგზავრება დუბლინში რათა საკუთარი თვალით იხილოს როგორ ცხვება სანატრელი და სათუთი intel-ის პროცესორები. თუმცა პრიზების მიმდევრობას მგონი ხვდებით რაღაც უაზრობა სჭირს :-) ასე ხუმრობს კომპანია, უფრო სწორედ ხუმრობს როდესაც პრიზების მიმდევრობას უკუღმა აწესებს (თუმცა შეიძლება რეალურად წაღმაც აღმოჩნდეს :-) კაცმა არ იცის როგორ იქნება) თორემ პრიზები რომ იქნება ეს გარანტირებულია.

მაშ ასე რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის. დიდი და რთული არაფერი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა თამაშში სახელად IT Manager Pro Chalange. თამაშის შინაარსი შემდეგია, 3 წუთში უნდა გასცეთ სწორი პასუხი მინიმუმ 5 კითხვას  წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებულები ხარ. კითხვები ძალიან ბევრია, ეხება ძალიან ბევრ ნიუანსს, მაგრამ ძირითადი თემა პროცესორებია. მოკლედ თუ 5 კითხვაზე სწორ პასუხს გასცემთ, მაშინ გეძლევათ დარეგისტრირების საშუალება, შესაბამისად მეორე ეტაპში გადადიხართ და როდესაც მეორე ეტაპის კითხვები მზად იქნება შეტყობინებას ელ-ფოსტაზე მიიღებთ. აბა რას იტყვი ღიირს მონაწილეობა? ვიტყოდი რომ ღირს. მოკლედ გაემზადე, სკამზე კარგად დასკუპდი და თუ დეტალები გაინტერესებს ქე იცი რომელ ღილაკს უნდა დააჭირო.



მოკლედ თამაშში მონაწილეობისთვის მოგიწევს აი ამ ბმულზე გადასვლა. სპეციალურად რუსულენოვანი ვერსია ამოვარჩია რომ კითხვები უფრო გასაგები იყოს, სამწუხაროდ intel-ის ქართული წარმომადგენლობა ონლაინ რესურსის გაქართულებას ჯერჯერობით არ გეგმავს გარკვეული  მიზეზების გამო.

ასე თუ ისე ამ მისამართზე მიიღებთ ძირითად განმარტებებს და წესებს, შემდეგ როდესაც მზად იქნებით მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს დააჭირეთ და დაიწყება კონკურსი. თავიდან პატარა შესავალი Flash  ანიმაცია, ფსიქოლოგიური მომზადება და ბოლოს თვითონ კითხვები.

არ შეგეშინდეს კითხვების, თუ ვერ გაეცი 5 სწორი პასუხი გააგრძელე თამაში სანამ 3 წუთი გავა. თუ ამ 3 წუთის განმავლობაშიც 5 სწორი პასუხი ვერ დააგროვე, უბრალოდ შემოთავაზებული იქნება ხელახლა ტესტირება. მაგრამ კითხვები იგივე აღარ იქნება :-). მოკლედ ეს არის საკმაოდ კარგი მეთოდი იმისათვის რომ გაეცნო ისტორიას და ახალ ტექნოლოგიებს, თან ერთობი თან სწავლობ.

მოკლედ გისურვებთ წარმატებებს და წმინდა პროცესორის ტრანზისტორი ყოფილიყოს თქვენი მფარველი ამ კონკურსში მონაწილეობისას. ჰო მართლა  თუ კონკურსის პირველი ეტაპი გაიარეთ წმინდა დიოდის დანთება არ დაგავიწყდეთ ზეციური კრისტალის მემორიალთან. აბა ჰე წინ და არ შეგვარცხვინოთ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-10-2006, 14:24:00 |
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

და ეს თამაში სად ვნახო გთხოვთ მითხრათ
17-12-2006, 23:16:29 | SaRaFaN

ვაა, კაი რამეა, პირველი ეტაპი გავიარე.
09-10-2006, 20:51:13 | beka_sh

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.