მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Bannerdots-ის საბანერო სისტემა ფასიანი ხდება

საქართველოში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს კომაპნია Bannerdots-ის საბანერო სისტემა, მას პრაქტიკულად შეიძლება ყველა ქართულ საიტზე წააწყდეთ. მაგრამ 20 ოქტომბრიდან შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. კომანიამ გადაწყვიტა უფასო მომსახურება და არსებული ბონუსების სისტემა შეწყვიტოს. მოკლედ სერვისი ფასიანი ხდება. სავარაუდოდ დასახელებულია ფასი, 5000 ჩვენება 15 ლარი. რაც ნიშნავს 1000 ჩვენება 3 ლარად. ჯერჯერობით უცნობია როგორ იქნება გადახდის სისტემა ორგანიზებულია, მაგრამ უკვე ახლაა ცნობილი რომ ბონუსიების სისტემა აღარ იქნება.

ანუ ადრე გამოთვლა შემდეგნაირად მიმდინარეობდა, თქვენს საიტზე სხვისი ბანერი გამოჩნდა 100-ჯერ, შესაბამისად თქვენი სარეკლამო ბანერი სხვადასხვა საიტებზე რომლებიც იგივე ქსელში არიან გაწევრიანებულები გამოჩნდებოდა 75-ჯერ. 25 ჩვენება მიდიოდა კომაპნიის სარგებელში, შემდეგ კომაპნია ასეთი სახით დაგროვებულ ჩვენებებს მსურველებზე ყიდიდა 1000 ჩვენებას 5 ლარად (რაღაც თავისი შემოსავალი ხომ უნდა ჰქონდეს კომპანიას). როგორც სჩანს კომპანიას ამიერიდან ასეთი სიტუაცია აღარ აწყობს. ამიტომ პრაქტიკულად ყველა მონაწილებს დაეგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნულია რომ 20 ოქტომბრიდან უფასო ბანერების ჩვენება აღარ იარსებობს და სხვისი ბანერების თქვენს საიტზე გამოჩენით თქვენს ანგარიშს თუნდაც ის 75%-იანი ბონუსი აღარ დაერიცხება. უხეშად რომ ვთქვათ არ გადაიხდი არ გამოჩნდება შენი ბანერი.

ამასობაში არ ზუსტდება რა ელის იმ მომხმარებლებს რომელბიც 20 ადგისტოსთვის თანხას არ გადაიხდიან, თავიან საიტზე კი სარეკლამო ბლოკს დატოვებენ. როგორც სჩანს გამოვა თქვენს საიტზე სხვისი ტყუილი რეკლამა, ანუ თქვენ სხვას უკეთებს რეკლამას მაგრამ თქვენ ამაში ფულს არავინ გიხდით და თქვენი რესურსის რეკლამირება ამ დროს არ ხდება. ჯერჯერობით ყველა ნიუანსი უცნობია, მაგრამ სასურველი იქნებოდა თუ Bannerdots-ის ადმინისტარცია სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაითვალისწინებდა და ყველა სარეკლამო ადგილის მფლობელს (ანუ მონაწილე საიტის მფლობელს) თანხის რაღაც ნაწილს მაინც გადაუხდიდა. თუმცა ეს ყველას პირადი საქმეა და მასში ჩარევა შეუძლებელია. უბრალოდ სასიამოვნო იქნებოდა და ალბათ ქართულ ინერნეტ სივრცეში ელექტრონულ კომერციას საგრძნობ დადებით ბიძგს მისცემდა. ვნახოთ რა მოხდება 20 ოქტომბრის შემდეგ, სავარაუდოდ ქართული ინტერნეტ სივრცე დარჩება უფასო საბანერო ქსელის გარეშე. ადრინდელი ბევრი საბანერო სისტემა დაიხურა, დარჩენილი ერთი საბანერო სისტემა აშკარად ხარისხით მოიკოჭლებს თუნდაც იმიტომ რომ ბოროტმოქმედები სარგებლობენ Odishi-ს საბანერო ქსელის ადმინისტრაციის ზანტი მოქმედებით და თავიანთ საიტებზე აშკარად ვიზიტორებისთვის დამაზიანებელ კოდებს დებენ, ბანერები კი მხოლოდ მომხმარებლის შეტყუებაზეა აგებული.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-10-2006, 10:20:00 |
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.