გამოკითხვა |
იყენებთ CompinfoPack-ს?
ვიყენებ რეგულარულად
57 გამოკითხულთა (33%)
ვიყენებ ხანდახან
19 გამოკითხულთა (11%)
არ ვიყენებ
44 გამოკითხულთა (25%)
რა არის CompinfoPack?
51 გამოკითხულთა (29%)
|
|
ადგილმდებარეობა მთავარი » სიახლეები
სიახლეები
სიახლეები 2011
Microsoft Internet Explorer 9-ს ფინალური ვერსია
კომპანია Microsoft-მა გამოუშვა თავისი ბრაუზერის Internet Explorer-ის მე-9 დასრულებული ვერსია, ამ ვერსიაში ბევრი ცვლილებაა როგორც ფუნქციონალობის, ისე სისწრაფის და უსაფრთხოების მხრივ.
15:35,
Gio_kiborg
|
248399 ნახვა
| 2 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
სიახლეები 2010
იყო დრო, როცა სიტყვა სმარტფონის ხსენებაზე ყველას გონებაში ამოტივტივდებოდა Symbian-ი, Windows Mobile-ი ან იშვიათ შემთხვევებში Palm OS-ი. თუმცა ეს ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, სმარტფონების ბაზრის ამომავალ ვარსკვლავად Google-ის Android-ი ითვლება. ასევე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ Apple-ის iOS (iPhone) და RIM-ის BlackberryOS. გასაგები მიზეზების გამო Microsoft-ის Windows Mobile 6.5 ბაზარზე პოზიციებს თმობდა, ამიტომაც დიდმა MS-მა გადაწყვიტა გამოეშვა ახალი ოპ. სისტემა - Windows Phone 7.
ახალი სისტემა და მასზე დაფუძნებული აპარატები ბაზარს სულ მალე, 8 ნოემბერს მოევლინება ოფიციალურად.
ამ მცირე ზომის სტატიის მიზანია ზოგადად მიმოვიხილოთ ახალი პლატფორმა და გავეცნოთ ახალ აპარატურულ და პროგრამულ გადაწყვეტებს.
პლატფორმის ზოგადი მიმოხილვა
აღსანიშნავია, რომ Windows Phone 7 არაა Windows Mobile 6.5-ის აპგრეიდი, იგი სრულიად ახალი სისტემაა, რომელიც, ასე ვთქვათ, 0-დან შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პლატფორმა საკმაოდ ახალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი პტაფორმის შექმნა Microsoft-ისგან სწორი გადაწყვეტილება იყო.
რაც შეეხება ზოგადად ოპ. სისტემას, შეიძლება ითქვას, რომ ის ბიზნეს ასპექტში ბრწყინავს (როგორც ყოველთვის Windows Mobile-ი ამ სფეროში ლიდერი იყო). შესაბამისად, ამ სფეროში Windows Phone 7 საკმაოდ მძლავრ კონკურენციას გაუწევს როგორც თავის უფროს ძმას, Windows Mobile 6.X-ს, ასევე RIM-ს. მეორეს მხრივ, WP7-ს გააჩნია მშვენიერი მულტიმედია და გეიმინგ შესაძლებლობები, ასევე სოციალურ ქსელებთან მჭიდრო ინტეგრაციის ფუნქციები და ამ მხრივაც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს iOS-სსა და Android-თან.
იხილეთ სტატია სრულად
15:09,
Power_VANO
|
247051 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
მეშვიდეს განახლების დროც დადგა
უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ Windows 7-ის შემთხვევაში მაიკროსოფტი განრიგს არ ღალატობს. პირველი სერვის პაკეტიც უკვე კარგა ხანია დახურულ წრეში იტესტებოდა, ახლა კი ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვის, გადმოსაწერად.
მაიკროსოფტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Windows 7 SP1 არ შეიცავს რაიმე რადიკალურ ცვლილებას. რეალურად ესაა განახლებების ნაკრები, რომლებიც ხელმისაწვდომია WIndows Update-დან. ამას ემატება დამატებითი ე.წ. ჰოტფიქსები, რომლებიც დაფუძნებულია მომხმარებლების, პარტნიორებისა და ტესტერების გამოხმარებებზე. მიუხედავად ამისა, არსებობს უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ Windows 7 SP1-ში გაუმჯობესებულია Bluetooth/Wi-Fi-სა და USB 3.0-ის მხარდაჭერა.
Windows 7 SP1 Public Beta-ს გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.
18:34,
Power_VANO
|
268460 ნახვა
| 2 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
ცნობილმა თამაშების მწარმოებელმა კორპორაცია Valve-მ დღეს ოფიციალურად გამოუშვა თავისი სათამაშო პლატფორმის, Steam-ის MAC ვერსია. MAC-ის მომხმარებლები თითქმის ორი წელია უკვე რაც ამ სიახლეს ელოდებოდნენ.
Steam ეს არის სათამაშო პლადფორმა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ითამაშონ თავიანთი საყვარელი თამაშები კორპორაცია Valve-სგან. ამ თამაშების რაოდენობა კი ძალიან ბევრია და ამასთანავე ძალიან პოპულარული. მაგალითად Counter strike, Half-Life, Left 4 Dead, Day of Defeat და ა.შ.
(სურათზეა Steam Mac-ზე)
მაგრამ ამ სტატიაში ყურადღება მინდა გავამახვილო Linux-ზე. Steam-ის MAC ვერსიის გამოსვლისთანავე, Linux-ის მომხმარებლება დაიწყეს ამ პლატფორმის თავიანთ სისტემაზე პორტირება. ეს შედარებით ადვილია, რადგან, MAC ეს არის Unix-ის ერთერთი სახეობა, Linux კი Unix-ზე დაფუძნებული სისტემაა. ინტერნეტში გამოჩნდა პირველი კადრები Steam-ის მუშაობისა ლინუქსზე, თუმცა ამ ვერსიას კიდევ ბევრი დრო დაჭირდებოდა სრულყოფილებამდე მისაღწევად. მაგრამ ლინუქსის მომხმარებლების სასიხარულოდ, ცნობილი გახდა, რომ Valve ოფიციალურად აპირებს გამოუშვას Steam კლიენტი Linux-ზე.
ეს ფაქტი დაამსხვრევს კიდევ ერთ მითს ლინუქსის შესახებ, რომ აქ თურმე თამაშები არ არის :) მართალია, ამ სისტემისთვის საკმაოდ ბევრი თამაშია გამოშვებული და windows-ის თამაშების უმრავლესობის გაშვებაც უპრობლემოდ ხდება, მაგრამ Steam-ის პორტირება უკვე ბევრ რამეს შეცვლის. ამას თან დაერთო ერთ-ერთი პოპულარული საიტის მიერ ჩატარებული ტესტები, სადაც Linux-ს უფრო მეტი წარმადობა აქვს თამაშების გაშვებისას, ვიდრე MAC-ს.
წყარო: Phoronix
18:30,
EMOziko
|
228307 ნახვა
| 11 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
X-Setup Pro
თუ ისეთი ტიპის მომხმარებელი ბრძანდებით, ვისაც უყვარს Windows-ის პარამეტრებში ძრომიალი, შეიძლება უკვე კარგად იცნობდეთ პროგრამას X-Setup Pro. ის გაძლევთ საშუალებას ცენტრალიზებულად შეცვალოთ 1900-ზე მეტი პარამეტრი, დაკავშირებული ოფის პროგრამებთან, სისტემის ჩატვირთვასთან, ინტერნეტთან და ასობით სხვა საკითხთან.
სამწუხაროდ XQDC, კომპანია რომელიც აწარმოებდა პროგრამას X-Setup Pro, ფინანსური პრობლემების გამო გაკოტრდა. სასიხარულო მხოლოდ ის არის, რომ თვით პროგრამა (X-Setup Pro, $20) უკვე უფასოდ გახდა მისაწვდომი. მის ჩამოსატვირთად და უფასო ლიცენზიის გასაღების მოსაპოვებლად წაიკითხეთ ეს სიახლე >> სრულად
20:22,
gearge
|
169283 ნახვა
| ბეჭდვითი ვერსია
ჟურნალის PDF ვერსია
ბეჭდვითი კომპინფოს მე-4 ნომერი მზადაა გადასაწერად! ამ ნომერში იხილავთ შემდეგ სტატიებს:
- პლასტიკური ფული
- აპგრეიდი - მომავალი წინაა
- ჩვენი ძველი საყვარელი PCI სალტე
- DVD სპეციფიკაცია
- Intel-ის პროცესორების ნომრები
- MS ოფისი ჩვენებურად
- ვენაცვალე შენსა თვალსა ჩინსა
- პროცესორების მომავალი
- ჩვენი უცნობი ბლოკნოტი
- თავდაცვა
- როგორ დავმალოთ ფაილი სხვისი თვალისგან
- ქართული ჰოსტინგის წყალქვეშა ნაკადები
- Serial ATA შენი ინფორმაციის გულისცემა
- საკრედიტო ბარათების მოპარვის მექანიზმი საქართველოში
- მე შენ გეძებ
- კომპიუტერის შეძენის ხელოვნება
- მკითხველის წერილები
- მას ერქვა სიდნი
- მკვლელად დაბადებული - Hitman Contracts
გარდა ამისა, ჟურნალში ნახავთ იმდროინდელ აპარატურულ-პროგრამულ სიახლეებსაც.
ჟურნალის გადასაწერი ბმულისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
12:40,
Power_VANO
|
145433 ნახვა
| 8 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
ვიდეო დაფების წარმატებული მარკეტინგის შემდეგ, AMD-მ გადაწყვიტა გზა კინოინდუსტრიაში გაეგრძელებინა. კონკეტულად კი იგი აპირებს ხელი შეუწყოს თავის AMD Vision ტექნოლოგიას. პირველ ჯერზე კომპანიამ წარადგინა ტრეილერი, რომელშიც ევროპული ფილმების ვარსკვლავმა მიკი მანოლოვიჩმა (Miki Manojlovic) მიიღო მონაწილეობა. აქვე ვიტყვი, რომ ამ მსახიობს Palme d'Or-ის ჯილდო ორჯერ აქვს აღებული.
AMD-მ წარადგინა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი, რომელსაც იგი ამა წლის კანის კინოფესტივალზე, საფრანგეთში 12 მაისს წარადგენს. ტრეილერი საკმაოდ კარგი ჩანს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ AMD სწორ გზაზე დგას და წარმატებებს მიაღწევს ამ სფეროში.
ტრეილერის სანახავად დააჭირეთ სრულად-ს.
22:10,
Power_VANO
|
295518 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
ჟურნალის PDF ვერსია
ესეც ასე, ბეჭდვითი კომპინფოს მე-3 ნომერი მზადაა გადასაწერად! ამ ნომერში იხილავთ შემდეგ სტატიებს:
- აჩქარებული პროცესორი, წარმატების საწინდარი
- ინტერნეტის მომხმარებლები
- საბოლოო SP2-ის პირველი ხედი
- 2 ყველაზე დიდი ტექნოლოგიური შეცდომა
- როგორ შევქმნათ და ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკი Windows XP SP2-ით
- 2 სუპერ-გაქაჩული ბრენდი
- მოდემი, როგორაა მოწყობილი
- უპაროლო შესვლა Windows 2003-ში
- გესროლო თუ ჩავწერო?
- Pentium 4 280 დოლარად
- ვირუსების ავტომატური აღდგენა ანუ რეინკარნაცია
- უფასო ფოსტა და მისი მოცულობა
- Acrobat Reader 6.0
- CD-დისკების ეროვნული ბაზარი: მითი და რეალობა
- IIS 6.0-ის სერვერი ლოკალურად + PHP მოდული
- იქ, სადაც მივყავართ ოცნებას
გარდა ამისა, ჟურნალში ნახავთ იმდროინდელ აპარატურულ-პროგრამულ სიახლეებსაც.
ჟურნალის გადასაწერი ბმულისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
13:05,
Power_VANO
|
141720 ნახვა
| 9 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
Windows MultiPoint Server 2010
რამოდენიმე წუთია Windows MultiPoint Server 2010-ის შესახებ სიახლეს წავაწყდი Microsoft-ის საიტზე და შვალები შუბლზე ამივიდა :-) წარმოიდგინეთ, რომ გსურთ კომპიუტერის სასწავლო კაბინეტის მოწყობა, რა დაგჭირდებათ ამისათვის? დაგჭირდებათ ვთქვათ 5 კომპიუტერი თავისი კლავიატურით, თაგვით და მონიტორით მეთანხმებით? ახლა კი ვნახოთ რა შეუძლია Windows MultiPoint Server 2010-ს.
აი თუ რა საოცრებებს გვთავაზობს Windows MultiPoint Server 2010, ამისთვის დააჭირეთ სრულად-ს.
06:58,
Giena
|
148410 ნახვა
| 5 კომენტარები
| ბეჭდვითი ვერსია
Right-Click Extender v2
Right Click Context Menu Extender for Windows 7 არის პატარა მოსახერხებელი უტილიტა Windows 7-ისთვის კონტექტური მენიუს ფუნქციონალობის გასაუმჯობესებლად. მას შეუძლია დაამატოს ან ამოიღოს კონტექსტური მენიუს პუნქტები, სია საკმაოდ მრავალფეროვანია: Desktop-ის კონტექსტურ მენიუში შეიძლება:
Administrtator Command Promt (CMD-ს გახსნა ადმინისტრატორის უფლებებით)
Take Ownership -მომხმარებლის მიერ ფაილებზე (მათ შორის სისტემურზე)სრული უფლებების აღება
open with notepad
show/hide folder/file და მრავალი სხვა... მოკლედ, გამოსადეგი განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ამ ოპერაციების "ტრადიციული" მეთოდით გაკეთება.
ვისაც დაგაინტერესათ, გადმოწერეთ აქედან:www.thewindowsclub.com/downloads/Right-Click%20Extender.zip (460კბ)
მთავარი გვერდი www.thewindowsclub.com/right-click-context-menu-extender-for-windows-7-released
16:52,
Gio_kiborg
|
168857 ნახვა
| 1 კომენტარი
| ბეჭდვითი ვერსია
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი
|
ჩემი ჩანართები |
თუ გსურთ რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით, თქვენ ამ საიტზე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემდგომ ავტორიზაცია...
|
ამჯერად საიტზეა |
მომხმარებელი: 0
სტუმარი: 227
|
სტატისტიკა |
სულ ვიზიტები: |
219704222 |
ვიზიტები დღეს: |
105240 |
ვიზიტები თვეში: |
1060071 |
ვიზიტების პიკი: |
430763 |
ვიზიტები გუშინ: |
184927 |
დაწვრილებით
|
|
ჰიტები |
სულ ნახვა: |
278680761 |
ნახვები დღეს: |
406848 |
ჰიტები თვეში: |
4107502 |
ჰიტების პიკი: |
749651 |
ჰიტები გუშინდელი: |
749651 |
|
საიტი |
მომხმარებლები: |
14639 |
შეტყობინებები: |
0 |
თემები: |
0 |
ფაილები: |
62 |
მწარმოებლები: |
1 |
პროდუქცია: |
15 |
სიახლეები: |
2280 |
სტატიები: |
93 |
გალერეა: |
11 |
სულ გამოსახულებები: |
397 |
|
კომენტარები |
სიახლეები: |
2988 |
სტატიები: |
699 |
გალერეა: |
0 |
გამოკითხვა: |
137 |
ფაილები: |
373 |
|
|
|