2006 წლის 19 ივნისიდან სავაჭრო ქსელში გამოვიდა ჩვენი ბეჭდვითი ჟურნალი #25. რა თქამა უნდა კონკურსიც არის, მაგრამ არა ისეთი მაშტაბური როგორიც საიუბილეო ნომერზე იყო. თვითონ ჟურნალში ჟურნალში ნახავთ შემდეგ საინტერესო თემებს:
Hi Teck სიახლეები ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.
HDTV: ხარისხიანი გადაცემა თუ ხარისხიანი ტელევიზორი? ახალი ხარისხის ტელევიზორები და ტელევიზია, როგორი გარჩევადობა აქვს და რას გვთავაზობს, იქნება თუ არა საქართველოში შესაბამისი მაუწყებლობა და საერთოდ როდის გაჩნდა პირველად მაღალი ხარისხის ტელევიზია.
გაქართულებული სისტემა პირველად ამ პლანეტაზე გამოჩნდა გაქართულებული Windows XP. ჩვენ ვაკვირდებოდით რამდენიმე ათეულ მომხმარებელს რომელსაც აღნიშნული ქართული ინტერფეისი დავუყენეთ ყველა გახარებულია, მაგრამ არიან მომხმარებლებიც, რომლებიც იწუნებენ გაქართულებულ სისტემას. ისმის კითხვა ამართლებს თუ არა სისტემის გაქართულება და რამდენად კორექტულად არის ყველაფერი გადათარგმნილი.
SATA/RAID დრაივერების ინტეგრირება საინსტალაციო პაკეტში ახალი ტიპის დედა დაფებში გვხვდება ახალი ტიპის კონტროლერები, სტანდარტული Windows-ის საინსტალაციოი ინტეგრირებული SP2-ითაც კი, ვერ ხედავს ამ კონტროლერებს, შესაბამისად ვერ ხედავს დისკებს, როგორ ავუაროთ ამ პრობლემას გვერდი და როგორ გავამზადოთ შესაბამისი საინსტალაციო პაკეტი.
GPRS – კავშირი რომელმაც სამყარო გააგიჟა მობილური ინტერნეტი სულ უფრო აქტუალური ხდება, სამწუხაროდ საქართველოში Wi-Fi-მ დიდი გავრცელება ვერ ნახა, დაგეგმილი Wi-MAX-ის გეგმებიანად ჩაიძირა, არა და ნოუთბუქის მომხმარებლებს ინტერნეტი საკუთარი ოფისის გარეთაც სჭირდება, აქ ერთადერთი გამოსავალი მობილური ტელეფონი და GPRS სტანდარტია, მაგრამ რამდენად ამართლებს ეს ტექნოლოგია და რა გვიჯდება მისი მოხმარება...
Windows Vista-იზმი, ანუ ახალი შესაძლებლობები ახალ ოპერაციულ სისტემა სულ უფრო ახალ-ახალი შესაძლებლობები ემატება, საინტერესოა წინასწარ იცოდე რა შესაძლებლობები გექნება ახალ სისტემაში, ღირს თუ არა მისი გამოყენება, იქნებ ძველი ოპერაციული ჯობია და სულაც არ გჭირდება ახალ სისტემაზე გადასვლა.
პლეერთაშორისი ომი ამ ბოლო დროს თბილისის ბაზარზე სულ უფრო ახალ ახალი პლეერები ჩნდება, ზოგი იაფი, ზოგი ძვირი, ზოგი ლამაზი და ზოგიც მახინჯი. რაც მთავარია ზოგი ძალიან შეზღუდულია, ამ ფონზე კარგია იცოდე რომელი პლეერი რის შესაძლებლობას გაძლევს თან რაც მთავარია ყველანაირი სარეკლამო ტრიუკების გარეშე.
საიდუმლო RSS კოდი შედარებით ახალი, მაგრამ როგორც წესი კარგახნის დავიწყებული სტანდარტი, რომელიც გვაძლებს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიგოთ ახალი ამბები საიტზე შესვლის გარეშე, როგრო კეთდება ეს და რაში გამოიყენება საიდუმლო RSS კოდი.
პატარა თუ დიდი, ან იქნებ მოხერხებული? დიდი ინტერნეტი უზომოა, მისი ჩამოქაჩვა შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს მიერ განთავსებული სურათები იმდენად უზომოა, რომ მომხმარებელი ჩვენი საიტებიდან გარბის, რომელი ტიპის სურათი ჯობია, რომელს ვიყენებთ და როგორ. ოპტიმიზაცია და ვებ-დიზაინის პატარა საიდუმლოებები.
კომპიუტერო - გამიხსენი ფანჯარა ფანტასტიკის რომანებში ცენტრალური პროცესორი, იგივე კომპიუტერი კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის სიტყვიერ ბრძანებებს ასრულებს, მართალია ბევრს ჰქონია, რომ ეს მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებშია შესაძლებელი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათმა საყვარელმა Windows XP_მაც იცის როგორ შეასრულოს სიტყვიერი ბრძანებები, მთავარია მონდომება, კომპიუტერის მერხთან ჩამოსმა, მისთვის ალფავიტის ახსნა და...
Wi-Fi - უმავთულო კავშირი როგორ შეიქმნა, რა სიჩქარეებს გვაძლევს და საერთოდ რამდენად ღირს ეს ტექნოლოგია, არის თუ არა ჩვენი ქსელები ისეთი დაცული როგორც გვპირდებიან თუ ეს ყველაფერი მითია.
ციფრული გზავნილი სიავე და სიკეთე ერთ ფლაკონში ქართველ ვებ-დიზაინერებს ხშირად სიტყვა გზავნილი საშინელებად მიაჩნიათ, უნდა დაჯდე და სათითაოდ დაუგზავნო ყოველ ხელმომწერს წერილები, ან ერთიანად უგზავნი ყველას წერილს, ამასობაში შეუძლებელია ახალი ხელმომწერების აგროვება, ან მათი ავტომატური ბაზიდან ამოშლა, როგორ კეთდება ყველაფერი ეს მარტივად და უფასოდ.
Windows Vista-capable მზად არის თქვენი კომპიუტერი? იმისათვის, რომ გაიგო მზად არის თუ არა შენი კომპიუტერი ახალი სისტემისთვის შენი კომპიუტერი სპეციალური უტილიტათი უნდა გატესტო, მაგრამ წინასწარ ჯობია ვიცოდეთ რომელი კლასის კომპიუტერი უნდა გვქონდეს და რომელი კლასის Windows Vista-ზე შეიძლება გვქონდეს იმედი.
მართვა ელ-ფოსტით კომპიუტერების მართვა მრავალნაირად შეიძლება, შეიძლება Remote Desktop-ის გამოყენება, პოპულარული Remote Admin-ის გამოყენება, ან შეიძლება უბრალო საფოსტო ყუთით კომპიუტერის დისტანციაზე მართვა, როგორ შეიძლება ეს, რა შესაძლებლობები გვაქვს და რამდენად ამართლებს ასეთი სახის მართვა. |