მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » პროდუქცია » ინფორმაცია პროდუქტზე
ბეჭდვითი ჟურნალი კომპინფო # 27 (სექტემბერი 2006)
2006 წლის სექტემბრის ნომერი

2006 წლის 14 სექტემბრიდან სავაჭრო ქსელში გამოვიდა ჩვენი ბეჭდვითი  ჟურნალი #27. ჟურნალი როგროც წესი სავსეა საინტერესო სტატიებით და თემებით, ასევე არის კონკური წამახალისებელი პრიზებით. თვითონ ჟურნალში ნახავთ შემდეგ საინტერესო თემებს:

Hi Teck სიახლეები
ახალი აბბები კომპიუტერული სამყაროდან, რა გამოიგონეს ახალი რას ველოდებით და ასე შედმეგ.

გრძელ-ცივთვალა
დგება შენს ცხოვრებაში დრო როდესაც მუდმივი გართობიდან და უსასრულო თამაშებიდან გიწევს სამუშაოზე გადასვლა, პირველი და ყველაზე ხშირი არის ტექსტების დამუშავება, მათი ბეჭდვა და სურათების სკანირება. იმედის ტექსტების აკრეფა ისედაც იცი, ბეჭდვაც რთული არ უნდა იყოს, მაგრამ სკანირება, აი სკანირება და სკანერები ზოგიერთისთვის ჯოჯოხეთის მანქანაა.

Windows-ის დაბრუნება
ადრე თუ გვიან ჩვენი Windows-ი ნელა იწყებს მუშაობას, არა და როდესაც სისტემა ახალი დაინსტალირებულია, იგი ბრწყინავს და გულს გვიხარებს, პირდაპირ გინდა დაიძახო, დარჩი მუდმივად ახალგაზრდა და იმუშავე მარდად, მაგრამ სადაა ეს სიამოვნება... სადაა და აქვე, სულ ახლოს.

მკვდრეთით აღმდგარი  და ცოცხლად გადაწერილი
ყველა კომპიუტერს განურჩევლად მისი სტატუსისა აქვს ერთი გამაერთიანებელი დეტალი მას BIOS-ს ვეძახით, ეს დეტალი აქვს სამაგიდო კომპიუტერებს, ნოუთბუქებს და სერვერებს, მაგრამ თუ დაზიანდა, მაშინ არცერთი კომპიუტერი არ იმუშავებს.

საკუთარი კომპიუტერი, საიტი და სერვერი
ვებ-სტუდიები ყოველთვის ლოკალურ კომპიუეტერზე ამზადებენ თავიანთ საიტებს და მხოლოდ მზა პროდუქტს ანთავსებენ ინტერნეტში, საინტერესოა ჩვენ რით ვართ ჩამორჩენილი რომ პირდაპირ ინტერნეტში უნდა ვიმუშაოთ? მოკლედ დადგა დრო საკუთარი პატარა ვებ სტუდია მოვიწყოთ, მაგრამ თავიდან საკუთარი პატარა სერვერი გვჭირდება.

ჰოსტ ინტერვენცია
ინტერნეტი და საიტები დღითიდღე ვითარდება, სხვათაშორის ვიტყოდი ეს ერთადერთი დარგია რომელიც საქართველოში საუცხოო ტემპებით ვითარდება. სულ რაღაც ერთი წლის წინ შედარებით სიწყნარე იყო ქართულ ვებ სივრცეში, ძვირი ჰოსტინგი, დამწყები საიტები, პატარა მოცულობა, მაგრამ მოვიდა Service.net.ge და ყველას საიტზე დიდი კაშკაშა 20 გიგაბაიტიანი მზე ამოვა.

ბაიტი ბაიტს მიყვება
კომპიუტერული ტექნოლოგია საკმაოდ საინტერესო მოვლენაა, დღეს რაც მიღწევად ითვლება ხვალ შეიძლება გუშინდელ ხედვად ჩაითვალოს, ასე დაემართა სტანდარტულ პერიფერიულ პორტებს, ოდესღაც პარალელური მიერთება მიღწევა იყო, მაგრამ დრომ დაამტკიცა მიმდევრობით მიყოლებული ბაიტები უფრო კარგია.

თხევადი კრისტალები მოდიან
დღეს აშკარად შეიმჩნევა თხევად კრისტალური მონიტორების ბუმი. მაღაზიებიდან სტანდარტული CIR მონიტორები ნელნელა ქრება, სამაგიეროდ სულ უფრო მეტი ჩნდება სანატრელი LCD მონიტორები. ახალი მონიტორები ყველას მოგვწონს ყველას გვინდა მაგრამ...

Google AdSense - დიდი ფული თუ...
ალბათ ბევრს გეცნობათ ეს სახელი, იცით რომ AdSense-ის საშუალებით საკუთარი საიტებით ხალხი ფულს შოულობს. ვინც არ იცით, AdSense არის გუგლის სარეკლამო სერვისი, რომლის საშუალებითაც საიტების მფლობელებს საიტებზე შეუძლიათ რეკლამები განათავსონ, რომლებიც საიტის კონტენტის რელევანტური, ანუ თავსებადი იქნება (რეკლამების კონტენტთან თავსებადობას გუგლი თავისივე საძიებო სისტემის დახმარებით უზრუნველყოფს). რაც მთავარია, თითოეულ რეკლამაზე დაწკაპუნებისას (ან რეკლამის 1000 ჩვენებაში) გუგლი გიხდით გარკვეულ თანხას.

მოდემების ევოლუცია
კომპიუტერების შექმნის დღიდან აქტუალური თემა იყო ინფორმაციის გადაცემა. ამ საკითხზე არა ერთი მეცნიერი მუშაობდა და არა ერთი წელი დაიხარჯა, ოდესღაც 100 ბიტი წამში მიღწევა იყო, დღეს კი 24 მეგაბიტი გვეცოტავება. რას იზამ ცხოვრება წინ მიდის, მაგრამ როგორ დაიწყო ეს ცხოვრება?

CORE 2 DUO რატომ?
ახალი ბირთვის გამოჩენის შემდეგ არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, იყო არა ერთი მეგა და გიგა ჰერცის რეკორდი მოხსნილი, ყველამ AMD-ს სიკვდილი უწინასწარმეტყველა, მაგრამ ცხოვრება მთლად ასეთი მარტივი არ არის.

სულით მებრძოლი, ანუ ჩგინგაჩგუკის დაბრუნება
ოდესღაც ვიღაცამ ჩვენი პლანეტა პლანტაციად გამოიყენა, შემდეგ გავჩნდით ჩვენ, ინდიელები და ბოლოს მოფრინდნენ უცხოპლანეტელები. დაჩაგრეს ყველა, მაგრამ მებრძოლი ინდიელის სული ყოველთვის თავისუფლებისკენ მიისწრაფის. დრო დადგა  და ჩგინგაჩგუკის შთამომავლობა პლანეტის დასახმარად მიიწევს.

კომპიუტერული ნიუანსები
სიტუაციები, ტექნოლოგიური ფაქტები, ისტორიული ამბები და სხვა, ყველაფერი ეს მოკლე, სახალისო, ამასობაში ინფორმაციული სახით 2-3 გვერდზე. როგროც საერთაშორისო ექსპერტები ამტკიცებენ,  ასეთი სახით ინფორმაციის შთათქმა მომხმარებლისთვის იოლია, ჩვენც ვცდილობთ გაგიმარტოვოთ საქმე :-).

    
ინფორმაცია
მწარმოებლები  
გამომცემელი  
გამოშვების თარიღი  
14,09,2006
ფასი  
1,00 ლარი