მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » ავტორებს
ავტორებს
თუ გაქვთ სურვილი გამოაქვეყნოთ თქვენი სტატიები

ვერსია 01,08,2003წ.


გახდეთ ავტორი სულაც არ არის რთული... თუ თქვენ წერთ სტატიებს, თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი სტატიები საინტერესოა და დაწერილია გამართულად მაშინ ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვითანამშრომლოთ. ჩვენ გვაინტერესებ ყველა სახის სტატია რაც კომპიუტერებთანაა დაკავშირებული, პროგრამებია აღწერა, კრიტიკა, ახსნა, შემეცნება.....

        თემატიკა:

  • კომპიუტერები, ინტერნეტი, პროგრამები
  • დამხმარე უტილიტების აღწერა და რჩევები
  • აპარატურის მიმოხილვა, პერიფერია, პროგრამების მიმოხილვა
  • რაიმე სახის კომპიუტერული პრობლემების გადაჭრის გზები და ა.შ.
  • მოკლედ, რომ ვთქვათ გვაინტერესებს ყველაფერი რაც შეეხება კომპიუტერებს და ინტერნეტს

        მოთხოვნები:

  1. სტატიები მიიღება მხოლოდ ავტორებისაგან ან იმ პიროვნებებისაგან ვისაც ავტორმა გადასცა შესაბამისი უფლებები. სხვისი, "პლაგიატი" საიდანღაც მოპარული და უბრალოდ გადათარგმნილი (გაანალიზების გარეშე და საკუთარი აზრის ჩაქსოვების გარეშე) არ მიიღება ჩვენს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.
  2. აქტუალურობა, სიმარტივე და საღი გადმოცემა იმ ამბისა რის აღწერასაც თქვენ ცდილობთ, სტატია უნდა იყოს მიმდევრობით შედგენილი და უნდა ექვემდებარებოდეს ლოგიკას, მიკიდულ მოკიდული და ისე რა ვარიანტით დაწერილი ასევე არ მიიღება. უნდა იყოს ასევე გათვალისწინებული ყველა მოცემული ტერმინის სწორი დასახელება, უნდა იყოს დაცული მეცნიერული და ტექნიკური სიზუსტე შესაბამის თემატიკაში.
  3. სტატიაში შეიძლება იყოს მითითებული ავტორის რეკვიზიტები: ელ-ფოსტა, ბმული ვებ რესურსზე, სახელი და ა.შ.
    დამატებით: ორი სამი წინადადებით შეუძლია ავტორს დაწეროს თავის შესახებ. ასევე შეუძლია გამოხატოს მადლობა ამა თუ იმ პიროვნების ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მასალის მომზადებაში. შესაბამისად შეიძლება დამხმარე პიროვნებების და ორგანიზაციის რეკვიზიტების მითითება, რომლებმაც მოგაწოდათ პროგრამები ან ტექნიკა მიმოხილვისათვის.
  4. გამოგზავნილი მასალების ფორმატი: DOC (Microsoft Word), RTF, HTML (HTM).
    HTML (HTM) ფორმატთან დაკავშირებით: მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ვებ გვერდი არ იყოს გაკეთებული ან შენახული Microsoft Word-ის მიერ. საქმე იმაშია, რომ Word-ი გამოაცხობს საკმაოდ დიდი მოცულობის ფაილს და HTML-ფაილის კოდში ჩაყრის ზედმეტ ინფორმაციას. მაგალითად, Microsoft Word 2000 - ვებ გვერდის გაკეთებისას იყენებს XML-ენის მაგვარს აღწერას, რის გამოც ფაილი მოცულობით საკმაოდ დიდი გამოდის. ამიტომაც გვაქვს თხოვნა, თუ შეიძლება მოამზადეთ HTML გვერდები შესაბამის HTML-რედაქტორებში მაგალითად Microsoft FrontPage ან Macromedia Dreamweaver ან რაიმე სხვა.
  5. გრაფიკა: თუ თქვენ სტატიაში იყენებთ გრაფიკას (ლოგოტიპები, სკრინშოტები და ასე შემდეგ), შესაბამისი ფაილები შესაბამის ადგილზე ჩასვით HTML-ფაილის გაკეთებისას. გრაფიკული ობიექტები არ უნდა იყოს დიდი მოცულობის და უმჯობესია თუ გრაფიკის საერთო მოცულობა არ გადასცდება 20 კილო ბაიტს. ამასთან ჩასმული გრაფიკის ზომა არ უნდა აღმატებოდეს 370 პიქსელს ჰორიზონტალურად.
  6. შეამოწმეთ ბმულების სისწორე. დიდი ვებერთელა სტატია უკეთესი იქნება თუ დაყოფილი იქნება რამოდენიმე გვერდად (რამოდენიმე ნომრისთვის). თუ თქვენი სტატია შედგება მხოლოდ ტექსტისგან მაშინ შეგიძლიათ მატრო ტექსტი გამოაგზავნოთ უნიკოდ ფორმატში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეამოწმეთ თქვენს სტატიაში მოყვანილი ბმულების სიზუსტე, ერთი ასოს განსხვავება და ან ჩვენ დავბრაკავთ თქვენს სტატიას, იმიტომ, რომ გვერდი არ იარსებებს, ან დაბრაკავს მკითხველი თუ აღმოაჩენს, რომ მითითებული ბმულით სულ სხვაგან აღმოჩნდა.
  7. შეამოწმეთ შეცდომები: გრამატიკული და ორთოგრაფიული (დაწერილი ტექსტები გადაიკითხეთ და თან შეამოწმეთ, ასევე გირჩევდით შეგეძინათ ქართული მართლწერის შესამოწმებელი პროგრამები და მათი დახმარებისთვის მიგემართათ)
    მიაქციეთ ყურადღება: აუცილებლად შეამოწმეთ ტექსტები შეცდომებზე ჩვენთან გამოგზავნამდე
    სტატიები, რომლებიც შეიცავენ ბევრ შეცდომებს არ იქნება გამოქვეყნებული!
  8. სტატიები სპონსორებზე და ფულის შოვნაზე - მართებულად შედგენილი სტატია, აღწერით და განმარტებით გამოქვეყნდება უფასოდ, ხოლო სარეკლამო ხასიათის სტატიები, რეფერალ ბმულებით გამოქვეყნდება როგორც სარეკლამო სტატია.
  9. ნებისმიერი შემცველობის სარეკლამო სტატიები (სტატიები რომლებშიც პირდაპირ რეკლამა უკეთდება კომპანიას, ფირმას, ან რაიმე ფასიან პროდუქტს) გამოქვეყნდება როგორც სარეკლამო სტატია შესაბამისი წესებით.


ურთიერთობა ავტორებთან:

ფულს სტატიებში ჩვენ არ ვიხდით, ამასობაში ჩვენ ავტორებს ვთავაზობთ სხვა წამახალისებელ ვარიანტებს.
თავიდანვე ვიტყვით, რომ ავტორს სტატიაში შეუძლია მიუთითოს თავისი რეკვიზიტები, სახელი, ზედმეტსახელი, ელ-ფოსტა, თავისი ვებ-რესურსი (ვებ-გვერდი) და ასე შემდეგ.
ამდაგვარად თქვენ მიიღებთ დამატებით ხალხის ვიზიტის რაოდენობას თქვენს ვებ გვერდზე, უკვე ცნობილია, რომ მართებულად შედგენილი სტატია ამა თუ იმ თემატიკაზე იწვევს ხალხის ინტერესს და შესაბამისად მითითებული მისამართების ნახვის სურვილსაც - ამას ავტომატურად მოყვება თქვენი თაყვანისმცემლების შემოსვლა თქვენს ვებ გვერდზე.
თუ თქვენ საკმაოდ ხშირად გამოაქვეყნებთ თქვენს სტატიებს, თქვენ შესაბამისად გექნებათ ექსპერტის იმიჯი ამა თუ იმ სფეროში.
ახლა კი წახალისებები ჩვენთან სტატიის გამოქვეყნებისას:
ყოველი სტატიის გამოქვეყნებისას, თქვენ იღებთ უფლებას უფასოდ განათავსოთ თქვენი სარეკლამო ბლოკი ჩვენს Compinfo-ს გზავნილებში.
სარეკლამო ბლოკები მოგეცემათ შემდეგნაირი შეფარდებით.

  • სტატია 5000 ნიშნამდე - სარეკლამო ტექსტური ბლოკი 200 ნიშნამდე
  • სტატია 7000 ნიშნამდე - სარეკლამო ტექსტური ბლოკი 300 ნიშნამდე
  • სტატია 10 000 ნიშნამდე - სარეკლამო ტექსტური ბლოკი 500 ნიშნამდე

სარეკლამო ბლოკები უფასოდ განთავსდება ელექტრონული Compinfo-ს გზავნილების. სხვათაშორის სარეკლამო ბლოკი შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვანაირად: თქვენი ვებ-რესურსის რეკლამისთვის, შეგიძლიათ დააგროვოთ, გაყიდოთ თუ მსურველს ნახავთ და ასე შემდეგ...
ყოველი თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი სარეკლამო ბლოკი, რათა განვათავსოთ ჩვენს გზავნილებში. შეიძლება გამოაქვეყნოთ რამოდენიმე სტატია ჩვენთან და შემდგომ მოითხოვოთ სარეკლამო ბლოკების განთავსება.

თუ თქვენ შემოიტანთ განაცხადს ჩვენთან სარეკლამო ბლოკის განთავსებაზე, ყოველი თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მაშინ განაცხადის მიმდევრობა შემდეგია:

გამოგვიგზავნეთ წერილი, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული:

  1. თქვენი სტატიის დასახელება, ასო ნიშნების რაოდენობა ჰარის გარეშე და კომპინფოს გამოშვების ნომერი, რომელშიც განთავსდა თქვენი სტატია.
  2. თქვენი სარეკლამო ტექსტი (განცხადება)
  3. სარეკლამო ბლოკზე განცხადება მიიღება მხოლოდ იმ ელ-ფოსტიდან, რომლიდანაც მიღებული იყო თვით სტატია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დამტკიცება, რომ სტატია თქვენ გეკუთვნით.

თქვენი სარეკლამო ბლოკი მოთავსებული იქნება შემდეგ გზავნილში (მაქსიმუმ 1 კვირაში).

თუ თქვენ შემოიტანთ განაცხადს ჩვენთან რამოდენიმე სარეკლამო ბლოკის განთავსებაზე, თქვენი რამოდენიმე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მაშინ განაცხადის მიმდევრობა შემდეგია:

  1. თქვენი სტატიების დასახელებები, ასო ნიშნების რაოდენობა ჰარის გარეშე და კომპინფოს გამოშვების ნომრები, რომელშიც განთავსდა თქვენი სტატიები.
  2. თქვენი სარეკლამო ტექსტი (განცხადება).
  3. თქვენი კომენტარები თქვენი რეკლამის შესახებ (სტატიების რაოდენობა რომლებშიც სარეკლამო ბლოკი არ მოგითხოვიათ, ასევე ტექსტი და რაოდენობა ასო ნიშნებისა შეიძლება იყოს ერთიდაიგივე ან სხვადასხვა).
    დიდი თხოვნა გვაქვს,, რომ ყველა ნიუანსი მიუთითოს გარკვევით და კონკრეტულად, რათა ჩვენ გავიგოთ ყველაფერი პირველივე ჯერზე და არ დავხარჯოთ თქვენი დრო მიმოწერაზე და გაუგებარი მომენტების გარჩევაზე :)
  4. სარეკლამო ბლოკზე განცხადება მიიღება მხოლოდ იმ ელ-ფოსტიდან, რომლიდანაც მიღებული იყო თვით სტატია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ დამტკიცება, რომ სტატია თქვენ გეკუთვნით.

თქვენი სარეკლამო კომპანია დაიწყება შემდგომი გზავნილიდან (მაქსიმუმ 1 კვირის შემდეგ) და გაგრძელდება იმდენ ხანს და იმდენჯერ რამდენიც გეკუთვნით.

მიაქციეთ ყურადღება:

  • თქვენ გაქვს მიიღოთ უფასო სარეკლამო ბლოკი მხოლოდ თქვენი სტატიის პუბლიკაციის შემდეგ.
  • სტატიები მიიღება მხოლოდ ავტორებისაგან, ან იმ პირებისაგან ვისაც გააჩნიათ შესაბამისი უფლებები. უბრალოდ კოპირებული (პლაგიატი) და სხვისი სტატიები არ მიიღება გამოსაქვეყნებლად.
  • გამოგზავნილი სტატიები, არ გადიან კორექტურას, არ კომენტირდება, არ გადიან ცენზურას და უკან არ ბრუნდებიან. ავტორებთან მიმოწერაში რედაქცია არ იღებს მონაწილეობას

P.S. ჩვენ ვიტოვებთ შემდეგ უფლებებს:

  • არ გავავრცელოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი მასალების კოპიოები (ეხება მასალებს რომლებიც გამოგვიგზავნეთ, მაგრამ ჩვენ არ გამოვაქვეყნეთ ამა თუ იმ მიზეზის გამო)
  • არ გამოვაქვეყნოთ მასალები რომლების ეწინააღმდეგება ჩვენს მოთხოვნებს


სტატიები გამოსაქვეყნებლად გამოაგზავნეთ მისამართზე avtors@compinfo.ge, თემა: avtor (ბმულზე დაჭერისას თვითონ გამოიძახება თქვენი საფოსტო პროგრამა და მინდორში Subject ჩასმული იქნება შემდეგი სიტყვა ” avtor ” გთხოვთ რედაქტირება არ გაუკეთოთ მოცემულ მინდორს!)

სარეკლამო ბლოკები ჩვენს გზავნილებში განთავსებისათვის გამოაგზავნეთ მისამართზე reklama@compinfo.ge, თემა: free (ბმულზე დაჭერისას თვითონ გამოიძახება თქვენი საფოსტო პროგრამა და მინდორში Subject ჩასმული იქნება შემდეგი სიტყვა ” free ” გთხოვთ რედაქტირება არ გაუკეთოთ მოცემულ მინდორს!)