ასე თუ ისე ვიწყებთ წლის კონკურსებს. სეზონი გახსნილია და ამ წლის პირველი კონკურსიც დაიწყო. მაშ ასე ყურადღება, ყურადღება...
კონკურსის წინ გატყობინებთ რომ ბოლო ვადა არის მაისი. იმის გამო რომ საიტზე ინფორმაციის განთავსება დავაგვიანეთ ბოლო ვადა ცოტაოდენ გადავწიეთ. ახლა კი თვითონ კონკურსი ვაგრძელებთ ტრადიციას და სტანდარტულად გვეყოლება 3 გამარჯვებული
სამივე ადგილის პრიზს აწესებს ჟურნალი ”კომპინფო”, პრიზად დასახელებულია კომპანია SanDisk-ის 2 გიგაბაიტიანი Flash დისკი. კომპანია ASUS-ს საჭირო DVD-ROM-ი და ბოლოს კომპანია Shenzhen-ის ყურსასმენები ეგრეთწოდებული GAME სერიიდან. მაშ ასე პრიზის ამბები უკვე იცი, იმის გამო რომ პრიზიორი სამი გვეყოლება პატარა ცვლილებებია პრიზიორების ამორჩევაში. იხილე წესები
|
ჩვენი კონკურსი დაიწყო!!! ახლა გაეცანი საჭირო ინსტრუქციებს და კითხვებს. მაშ ასე საჭიროა სამ კითხვაზე პასუხის გაცემა: 1, ეს კითხვა შენ ალბათ უკვე ჟურნალში ნახე და ამიტომ აქ აღარ ვიმეორებთ. 2, ეს კითხვაც ალბათ უკვე ჟურნალში ნახე და ამიტომ ამასაც აღარ ვიმეორებთ. 3, ამ კითხვას კი ჟურნალში ვერ ნახავდი ასე რომ ყურადღებით!!! აბა ვნახოთ ამჯერად ვინ აღმოჩნდება ყველაზე ჭკვიანი, იღბლიანი, აზრიანი, შემართებული, .... :-) გისურვებთ ყველას გამარჯვებას, აბა დაიწყო კონკურსი!!!! ყველა პასუხი უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე info@compinfo.ge, ოღონდ გაითვალისწინეთ, სანამ გამოაგზავნით წერილს პასუხებით, გადახედეთ გამოსაგზავნი პასუხის მოთხოვნებს და მაგალითს, იმისათვის რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პასუხი ანულირებული არ იქნას, არასწორი ფორმატით გამოგზავნისას. წესები და მაგალითები.
|