|
|
ჩვენს ჟურნალში გამოყენებული მასალების რეგლამენტირება ხდება აქ ჩამოთვლილი წესებით (11.09.2005-წლიდან) მასალების კოპირება და გამოყენებაკოპირება და მასალების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ მითითებულია ინფორმაციის წყაროდ ჟურნალი ”კომპინფო”. ამასთანავე ყველა შესაბამის მითითებაში აუცილებელია მიეთითოს ჟურნალის ვებ მისამართი http://www.compinfo.ge . zip-ფაილების გამოყენება თუ თქვენ გსურთ გამოიყენოთ მთლიანად შეკუმშული ჟურნალები ZIP არქივში, ანუ ჟურნალის ნომრები არქივირებულ მდგომარეობაში (მაგალითად თქვენ გაქვთ თქვენი აუდიტორია ან თქვენ გაქვთ თქვენი ftp-სერვერი და გინდათ მასზე განათავსოთ ჩვენი ჟურნალები), ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ, კიბატონო გადაქაჩეთ და მიეცით სხვებს გადასაწერათ,. ერთადერთი მოთხოვნა - არ შეიძლება ჟურნალში არაფრის შეცვლა. ეს როგორც იცით საერთო წესია. ჟურნალების ნომრების განთავსება ONLINE-ში, htm-ფორმატში თუ თქვენ გახსენით ჩვენი ჟურნალის არქივები და გსურთ განათავსოთ ჟურნალი მთლიანად გახსნილ მდგომარეობაში htm-ფორმატში, თქვენს საიტზე, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. შეგიძლიათ განათავსოთ, ისევ მხოლოდ ერთი მოთხოვნა, არ შეიძლება ჟურნალში არაფრის შეცვლა (ეს როგორც ზემოთ ვახსენეთ საერთო წესია...). თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თქვენ შეგიძლიათ თქვენს ვებ გვერდზე (საიტზე) იქონიოთ ჩვენი გამოშვებების მთელი კოლექცია, არანაირი პრობლემა არ გექნებათ ჩვენი მხრიდან. ჩვენი მასალების შესახებ ყველა სტატია რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იურიდიულად სუფთაა. ყველა მასალას (სტატიას) ჩვენს ჟურნალში ყავს თავისი ავტორი, ან უფლებამოსილი პირი (ავტორის უფლებამოსილი მეპატრონე, ავტორი). ყველა მასალა ქვეყნდება ან ავტორის თანხმობით, ან ავტორების მიერ ხდება მასალების გადმოგზავნა ჩვენს (”კომპინფოს”) რედაქციაში შემდგომი გამოქვეყნების მიზნით. (სხვათაშორის, იხილეთ ჩვენი მოთხოვნები ჩვენთან გამოგზავნილ მასალებზე). |