Windows Server 2008 R2-ის მორჯულება
Workstation-ად გადაქცევა
1 - ხმის ჩართვა გავხსნათ Run-ი და ჩავწეროთ Services.msc შემდეგ მარჯვენა ფანჯარაში მოვძებნოთ სერვისი Windows Audio დავაკლიკოთ ორჯერ და გამოსული ფანჯარის, განყოფილებაში Startup Type ჩამოვშალოთ და მივუთითოთ Automatic (გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე) 2 - თემების და Media Player-ის ინსტალაცია გახსენით Server Manager-ი, მონიშნეთ Features და შემდეგ მარცხენა მხარეს დააჭირეთ ბმულს/ღილაკს Add Features გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ Desktop Experience (სადაც თავისმხრივ შედის Media Player-იც) (გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე) შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Next და შემდეგ Install. ამის შემდეგ აუცილებლად გადატვირთეთ სისტემა რათა მოხდეს Feature-ბის კონფიგურირება. სისტემის ჩართვის შემდეგ გახსენით Run-ი და ჩაწერეთ Services.msc გამოსულ ფანჯარაში მოძებნეთ სერვისი Themes ორჯერ დააკლიკეთ და გამოსული ფანჯრის განყოფილებაში Startup Type ჩამოვშალეთ და მიუთითეთ Automatic, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Apply, Start და OK. ამის შემდეგ ისევ გადატვირთეთ კომპიუტერი, სისტემის ჩატვირთვის შემდეგ შედით Personalize-ში და განყოფილებაში Aero Themes დააკლიკეთ Windows 7 თემაზე, მიიღებთ ასეთ შედეგს:
(აწი შეგიძლიათ საკუთარი თემების დაყენებაც) აგრეთვე იმისათვის, რომ ჩაირთოს ყველა ვიზუალური ეფექტი გახსენით სისტემის თვისებები (System Properties) კლავიშთა კომბინაციით Win + Pause Break. მარცხენა პანელზე დააჭირეთ ღილაკს Advanced System Settings შემდეგ გახსენით პირველი Settings ღილაკი და მონიშნეთ Adjust for best appearance და დააჭირეთ ღილაკს OK. (გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე) 3 - Sidebar-ის ინსტალაცია ამ საქმისათვის, უკვე მოგვიწევს Windows 7-დან კოპირება გარკვეული ფაილების და რეესტრის ჩანაწერების, რადგან Windows 2008 Server R2-ს არ გააჩნია Sidebar-ის ინსტალაციის/დამატების ფუნქცია. იმის ასახსნელად, თუ რა ფაილები და რეესტრის ჩანაწერები დაგვჭირდება საკმაოდ დიდი დრო დაიხარჯება და კითხვაშიც შეიძლება ზოგიერთისთვის მოსაბეზრებელი გახდეს, ამიტომ ავიღე ჩემს თავზე ეს საქმე და გავამზავდე არქივი (პაროლი არქივზე: compinfo.ge). მოკლედ ვაგრძელებთ... გადმოვწეროთ არქივი (პაროლი არქივზე: compinfo.ge), ამოვაარქივოთ და შევიდეთ საქაღალდეში, გავხსნათ რეესტრის ფაილი ორჯერ დაკლიკებით, გამოტანილ შეტყობინებას დაეთანხმეთ. შემდეგ არსებული საქაღალდე Windows 7 Sidebar გადააკოპირეთ შემდეგ მისამართზე: C:\Program Files\ ამის შემდეგ გახსენით Run -> CMD და ჩაწერეთ შემდეგი ბრძანებები: cd C:\Program Files\Windows 7 Sidebar (გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე) (ამ პროცედურების შემდეგ Desktop-ის კონტექსტურ მენიუში ჩაემატება ახალი ფუნქცია Gadgets ცუდი ის არის, რომ სასურველი Gadget-ების გადმოწერა მოგიწევთ ინტერნეტიდან.) 4 - Startup Sound გავხსნათ Run, ჩავწეროთ gpedit.msc შევიდეთ განყოფილებაში Computer Configuration -> Administrative Settings -> System - Logon მარჯვენა მხარეს მონახეთ პარამეტრი Turn off Windows Startup Sound ორჯერ დააკლიკეთ და მონიშნეთ Disabled. (გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე)
პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი |
|
ეს ტუ გამოდის ეს პოგრამა ეტყობა კარგი ჰანს