მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows Server 2008 R2-ის მორჯულება
Workstation-ად გადაქცევა


ნაბიჯი მეშვიდე - პატარ-პატარა ცვლილებები

1 - კომპიუტერის სახელის შეცვლა

გახსენით სისტემის თვისებები (System Properties) კლავიშთა კომბინაციით Win + Pause Break. მარცხენა პანელზე დააჭირეთ ღილაკს Advanced System Settings  შემდეგ გახსენით ჩანართი Computer Name და დააჭირეთ ღილაკს Change შემდეგ ველში Computer Name ჩაწერეთ თვქნთვის სასურველი სახელი და დააჭურეთ ღილაკს OK (ამის შემდეგ მოგიწევთ კომპიუტერის გადატვირთვა)

(გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე)

2 - რეგისტრირებული მფლობელის და ორგანიზაციის მითითება.

პატარა ახსნა: ბევრი მკითხავთ რა საჭიროაო, მე კი გიპასუხებთ იმისათვის, რომ როდესაც რაიმე პროგრამას ვაინსტალირებთ, ამოიცნოს ჩვენი ორგანიზაცია (თუ გვჭირდება საერთოდ) და მომხმარებელი. დიდად საჭირო არ არის, მაგრამ კომფორტულია : -) გახსენით Start -> Run და ჩაწერეთ regedit, გახსენით მისმართი:

HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\WindowsNT\CurrentVersion

მარჯვენა მხარეს მოძებნეთ Registered Organization და Registered Owner ორჯერ დააკლიკეთ და Value-ში ჩაწერეთ თქვენი ორგანიზაციის და მომხმარებლის სახელი.

(გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე)

 და  ბოლოს!

ამდენი ვწერე და ბევრმა შეიძლება მაინც ვერ გაიგო რა ჯანდაბად გვინდა სერვერი სახლის კომპზე :- ) ამიტომ ბოლო სიტყვად შემოვინახე ახსნა განმარტება, პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში საუბარია Windows Server 2008 R2-ზე, რატომ უნდა გაითვალისწინოთ? ახლავე აგიხსნით, Microsoft-მა გამოუშვა ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista, რომლის ბირთვზეც აეწყო პირველი Windows Server 2008-ი (რა თქმა უნდა ბირთვი უფრო ოპტიმიზირებული და სტაბილური იყო) შემდეგ ამ Windows Server 2008-ის ბირთვი იქნა მოდიფიცირებული და სამყაროს მოევლინა Windows 7 რომელიც ვისტასთანაც და წინა სერვერთანაც შედარებით ბევრად სწაფი და სტაბილურია, ხოლო Windows Server 2008 R2 არის Windows 7 მოდიფიცირებულ ბირთვზე აწყობილი, შესაბამისად 7-ზე სტაბილური, ოპტიმიზირებული და დაცულია. ასევე გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფაქტიურად Windows 7 და Windows Server 2008 R2-ი ერთი და იგივე სისტემაა აქედან გამომდინარე, ვინც 7-ზე მუშაობს ამ სტატიის წაკითხვის და პირნათლად შესრულების შემთხვევაში იგივე 7-ზე იმუშავებს ოღონდ სერვერზე :- ) მოკლედ განსხვავებას ვერ იგრძნობთ... არის კიდევ რამოდენიმე დამაფიქრებელი ფაქტორი, რომელზეც მეც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, კერძოდ პროგრამების თავსებადობა, აქ პრობლემა 99% შემთხვევაში არ არის, 1 თვიანი მუშაობის შემდეგ მხოლოდ ორმა პროგრამამ მითხრა უარი დაყენებაზე, რადგან ვერ ცნობდა ოპერაციულ სისტემას, დანარჩენი რა გითხრათ აბა, თამაშებსაც უპრობლემოდ ვთამაშობ, უფრო დაცულადაც ვგრძნობ თავს და პრობლემებიც დიდი არ მაქვს (სიმართლე ითქვას და 7-ზეც არასოდეს შემქმნია პრობლემა :- )...

ხო, კიდე სტატიის კითხვისას სურათზე შეამჩნევდით, რომ ბევრი რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს, მაგალითად ქსელს აზის ძახილის ნიშანი,  ხმა არის გათიშული, თემები მთლად ისე არ არის როგორც უნდა იყოს, რადგან სტატია კეთდებოდა ვირტუალური მანქანის მეშვეობით. ამიტომ ერთი სურათი ბოლოსთვისაც შემოგინახეთ, ჩემი პერსონალური კომპიუტერის Screen-ი:

(გასადიდებლად დააკლიკეთ სურათზე)

დანარჩენი გააგრძელეთ სააახლშიიი! (შევარდნაძის ტონით)

პირველი გვერდი « 1 2 3 4 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 5



გამოხმაურება

ეს ტუ გამოდის ეს პოგრამა ეტყობა კარგი ჰანს
02-10-2017, 23:44:44 | akaki svanidze

ძალიან გთხვთ! აკრონისიტ დაყენებაზე დადეტ ვიდეო ქრთულად
24-09-2013, 12:54:32 | kitikiti

გიო, ახლე გავჩითე ძალიან კარგი ვეში:
R2 CONVERTER GUI - v1.0.1
რაც ხელით უნდა აკეთო რამდენიმე კლიკით აკეთებს
11-01-2011, 14:12:33 | Gio_kiborg

გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ
22-03-2010, 19:47:30 | Giena

ხო, ახლა არის, გუშინ სხვანაირად იყო, სტატიაც ერთ გვერდზე იყო მთლიანად
22-03-2010, 14:25:04 | Gio_kiborg

როგორ არ არის კაცო ფაილები :P

64 ბიტიანს რაც შეეხება მართალი ხარ, მაგაზე ეხლა დავფიქრდი :D
პროგრამები იყო VMware Workstation და რაღაც უნიჭო პროგრამა რომელიც უბრალოდ 1-2 წუთით მჭირდებოდა, დიდი ისეთი არაფერი :)
22-03-2010, 01:10:53 | Giena

არეულად დამიწერია.. მესმე ხაზის ბოლოში თამაშების ნაცვლად ფაილები უნდა მეწეროს :)
22-03-2010, 01:03:06 | Gio_kiborg

ძალიან კარგი სტატიაა... გადავწვიტე ჩემი მომავალი OS Server 2008 R2 იქნება
ხვალ ვსინჯავ ერთ კომპზე და თუ ყველაფერი აეწყო, სახლშიც დავაყენებ...
ხო, ფაილები გავამზადეო და მე ვერ მივაგენი თუ არ დევს? კიდევ, რამდენადაც ეგ OS მხოლოდ 64 ბიტიანია 32 ბიტიანისთვის არცაა საჭირო თამაშები
ციტატა
რადგან ვერ ცნობდა ოპერაციულ სისტემას

იდეაში მაგის მოვლაც შეიძლება, თუკი რეესტრში შესაბამის მნიშვნელობას (მაგ 64 ბიტიანი Windows7-ის) ჩაწერ, თუმცა მერე ქსელშიც და Microsoft-თანაც მასე აღიქმება...
და რა პროგრამები იყო მაინც?
22-03-2010, 01:01:38 | Gio_kiborg


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.