მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
ბუკი - ისწავლე ხალისით!
ანუ Intel Classmate PC ყველა პირველკლასელს

დასკვნა

"ბუკი" აპარატურული შესაძლებლობებით ტიპიური ნეტბუქია და ამ მხრივ არ განსხვავდება სხვა ანალოგიური პროდუქტებისგან (მაგ: ASUS EeePC). სუსტი გრაფიკული ბირთვი ზუსტადაა შერჩეული ბავშვების მოთხოვნებისთვის - შესაბამისად, გვინდა მშობლები გავახაროთ -  ამ კომპიუტერზე თანამედროვე თამაშების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ გაუშვებთ :)

"ბუკის" კოზირი მისი პროგრამული უზრუნველყოფაა. ყველა მათგანი სპეციალურადაა შექმნილი Classmate PC-სთვის და გამოირჩევა სიმარტივითა და ამავე დროს, საკმაო ფუნქციონალურობით. მათი დიდი ნაწილი თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა.

რეალურად, "ბუკი" არაა კომპიუტერი მხოლოდ პირველი და მეორე კლასისთვის - ესაა ტიპიური ნეტბუქი, სრულყოფილი კომპიუტერი, რომელსაც თავისუფლად გამოიყენებს მაღალი კლასის მოსწავლეც, სტუდენტიც და ზრდასრული ადამიანიც.

პროექტის სკოლებში განხორციელება

2011 წლის დასაწყისისთვის, Intel-ის ოფიციალური მონაცემებით საქართველოს 60000 ნეტბუქი აქვს შეძენილი (იხ. სურათი ქვემოთ). ეს რიცხვი, შემოდგომისთვის, სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. თუ გავითვალისწინებთ რომ "ბუკის" საშუალო ფასი 250-300$-ია, გამოდის რომ მხოლოდ ბუკებში უკვე 15-დან 18 მილიონ ამერიკელ პრეზიდენტამდე ინვესტიციაა ჩადებული (შესაბამისად, პროექტს უფლებაც არ აქვს, რომ არ გაამართლოს :))


წყარო: classmatepc.com

გარკვეულწილად ლეპტოპების გამოც იყო, რომ წელს პირველი კლასები უცბად შეივსო ყველა სკოლაში. თუმცა, აქ ჩნდება მეორე საკითხიც - სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ლეპტოპებისთვის და მასწავლებლების საკითხი.

პირველი საკითხი გულისხმობს ლეპტოპებისთვის ელექტრო-ინფრასტრუქტურის მოწყობას (თუმცა, შეიძლება საერთო პოლიტიკით ბავშვებს უკვე დატენილი ნეტბუქების მოტანა მოსთხოვონ სკოლაში, უსაფრთხოების მიზნით) და ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფას. რეალურად, არც ერთი და არც მეორე ამ ეტაპზე, როცა უკვე ყველა სკოლას ჰყავს მაღალი დონის IT სპეციალისტი, რთულად უზრუნველსაყოფელი არ არის, მთავარია რა სტილით გადაწყდება ეს ყველაფერი.

მეორე, მასწავლებლების საკითხი უფრო მტკივნეულია - მიუხედავად იმისა, რომ გადამზადების კურსები საკმაოდ ბევრმა გაიარა, ცხადია, "ბუკის" მართვის შესაძლებლობების სრულყოფილად სწავლა და ათვისება ვერ მოხერხდებოდა მცირე პერიოდში. სწორედ ამიტომ, პირველ წელს "ბუკების" სრულყოფილად დატვირთვის ილუზია არ უნდა გვქონდეს. სავარაუდოდ, პირველ წელს ბავშვები დაეუფლებიან კომპის გამოყენების უნარ-ჩვევებს, მიიღებენ საკლასო და საშინაო დავალებებს მასწავლებლისგან, გამოიყენებენ ინტეგრირებულ პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს. შემოდგომაზე, პირველკლასელებისთვის განკუთვნილ ნეტბუქებში გარდა იმ სტანდარტული პაკეტისა, რომელიც წინა გვერდზე განვიხილეთ, ჩაიწერება სხვადასხვა სახელმძღვანელოები, შემეცნებით-გასართობი პროგრამები და თამაშები ბავშვებისთვის (ამ აპლიკაციების დიდი ნაწილი უკვე დევს buki.ge-ზე). უკვე მომავალი სასწავლო წლიდან, იდეაში, სავსებით შესაძლებელი იქნება ნეტბუქების ადმინისტრირების პროგრამების, Classroom Management-ისა და Access Management-ის სრული დატვირთვით ამუშავება. განსაკუთრებით სასურველია Classroom Management-ის გამოყენების დანერგვა, რადგან ამ აპლიკაციის დახმარებით კომპის სასწავლო პროცესში ძალიან მაღალი დონის ინტეგრაციის მიღწევაა შესაძლებელი.

ცხადია, ნელ-ნელა მოხდება "ბუკის" ინტეგრაციის დონის ზრდა, კომპიუტერული სწავლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერა და შესაძლებელი იქნება იმ მიზნის მიღწევა, რასაც პროექტი ისახავს: თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობის დაწყება მცირე ასაკიდან და დასაწყისშივე კომპიუტერის გამოყენების სწორი მიმართულების მიცემა ბავშვისთვის. თუნდაც მხოლოდ ამ ორი მიზნის შესრულება, უდიდესი მიღწევა იქნება.

რაც შეეხება სკეპტიკოსებს და მათ აზრს, რომ ბავშვებს წიგნებს წაართმევენ და "სულ მთლად გამოაშტერებენ" კომპიუტერების საშუალებით, სამწუხაროდ, იმედები უნდა გავუცრუვოთ :) წიგნების ნეტბუქებით ჩანაცვლება ნამდვილად არ იგეგმება, არც ახლა და არც ახლო მომავალში. "ბუკი" იქნება ის დამატებითი სასწავლო, შემეცნებითი საშუალება და სიახლე, რაც აქამდე არცერთ ქართველ ბავშვს არ ჰქონია პირველ კლასში, ის, რაზეც მე ვერც კი ვიოცნებებდი მათ ასაკში.
აქვე აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლობა მშობლებსა და მასწავლებლებსაც ეკისრებათ - სკოლაში მასწავლებელმა და სახლში მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვის მიერ კომპიუტერის სწორი მიზნებით გამოყენება, პროექტის განვითარება გარკვეულწილად ამაზეცაა დამოკიდებული.

შეჯამება

"ბუკის" შესახებ უსასრულოდ შეიძლება საუბარი - პროექტი ძალზედ ამბიციური და დიდია, ასევე ეხება იმ სათუთ სფეროს, რასაც ბავშვის დაწყებითი განათლება ჰქვია. იმედია, ამ სტატიით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდეთ ნეტბუქის შესახებ, რომელიც 3-4 თვეში ათიათასობით ოჯახის წევრი და ყველა ბავშვის უსაყვარლესი ნივთი გახდება. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო - გაგვეცნო და სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის პროექტ "ბუკის" შესახებ.

კომპინფო მხარდაჭერას უცხადებს (რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში) პროექტ "ბუკს", გპირდებათ, რომ მუდმივად მოგაწვდით სიახლეებს "ბუკის" ანუ მომავლის ინვესტიიციის შესახებ და მადლობას უხდის ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურას, ვისაც კი ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებაში მიუძღვის მცირედი წვლილი მაინც. განსაკუთრებული მადლობა საგანმათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს "ბუკის" იდეის წამოჭრისა და პროექტში ჩადებული უდიდესი შრომისთვის - რომ არა ისინი, ვერც ამ სტატიას წაიკითხავდით დღეს და 4 თვეში არც ლეპტოპს აჩუქებდნენ თქვენს შვილს (თუ ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელი ხართ) :)

პირველი გვერდი « 2 3 4 5 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:



გამოხმაურება

არანაირი წამალი არ სჭირდება.ბუკს უკან აწერია სარეგისტრაციო ნომერი და ის შეიყვანე ! მეორე სარეგისტრაციო ნომერიც მოყვება კომპლექტში math-ისთვის.
სამინისტროს IT სეციალისტი;გაგა გუგავა
03-08-2011, 23:54:41 | ga11ga11

ყურადღება, კითხვა:

რათ უნდა პირველ კლასელს ნოუთბუქი? თუგინდ მე-4 ან მე-6 კლასელს?! რას ისწავლიან მაგ ნოუთბუქით, რაც სარგებელს მოუტანთ მომავალში? ორიოდე წონიანი ("ატომური წონის" მხრივ - (C) domen) არგუმენტი საკმარისი იქნება!

გმადლობთ.
05-06-2011, 16:12:39 | gearge

კარგია
03-06-2011, 11:05:03 | nick_el_son


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.