COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ნოუთბუქები » ბუკი - ისწავლე ხალისით!

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=107&artpage=3&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
ბუკი - ისწავლე ხალისით!
ანუ Intel Classmate PC ყველა პირველკლასელს

ტესტირება, ბენჩმარკები, შედეგები...

სამწუხაროდ, ტესტ-ლაბში "ბუკის" კლასის ნეტბუქი არ გვაქვს, ამიტომ ტესტირების შედეგებს გთავაზობთ სურათების სახით, გრაფიკების გარეშე.

დავიწყოთ ნეტბუქის წონისა და ბატარეის ტესტით.
სრულად აღჭურვილი "ბუკი" 1450 გრამს იწონის. ბატარეა 300 გრამია, კვების ბლოკი კი 400 გრამი.

რაც შეეხება ენერგომოხმარებას, ელექტროქსელში ჩართული ბუკი მაქსიმალურ დატვირთვაზე სულ რაღაც 17-დან 22 ვატამდე ელ.ენერგიას მოიხმარს საათში, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ბატარეის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობის ტესტი ჩატარდა ნეტბუქის მაქსიმალურ დატვირთვაზე - გავუშვით 720p გარჩევადობის HD ვიდეო და დავიწყეთ დროის ათვლა. აღსანიშნავია, რომ "ბუკისთვის" ასეთი ვიდეო ფაილების გაშვება მარტივი არაა - როგორც გრაფიკული აქსელერატორის, ასევე პატარა ატომური პროცესორის დატვირთვა 100%-ზე ადის (მიუხედავად ამისა, 720p გარჩევადობის ვიდეოებს ბუკი უპრობლემოდ "ღეჭავს").
მოკლედ, 100%-იან დატვირთვაზე "ბუკმა" ზუსტად 2 საათი და 12 წუთი იმუშავა, გათიშვამდე. შედეგი, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ კარგია. საშუალო და მცირე დატვირთვისას (ვებ-სერფინგი, საოფისე პროგრამებთან მუშაობა...) ეს დრო გაცილებით გაიზრდება და სავსებით შესაძლებელია 4-დან 6 საათამდე შეადგინოს.

ახლა კი შევათვალიეროთ "ბუკის" პროცესორი და გრაფიკული ადაპტერი - CPU-Z, AIDA64, GPU-Z.
CPU-Z-ის ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1758625

 
CPU-Z 1.57

 
CPU-Z 1.57 და GPU-Z


AIDA64 1.60.1300

ოპერატიული მეხსიერებისა და პროცესორის კეშ-მეხსიერების ტესტი - Everest Memory Benchmark:

რაც შეეხება SanDisk P4-ს (დიახ, ზუსტად ასე ჰქვია "ბუკის" SSD-ს და Pentium 4-თან საერთო ნამდვილად არ აქვს არაფერი :)), უნდა აღინიშნოს, რომ იგი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა, რაც ასეთი კლასის ნეტბუქებში საკმაოდ იშვიათია ხოლმე. დისკის წარმადობა შევამოწმეთ შემდეგი ბენჩმარკების საშუალებით: AIDA64 1.60.1300, Atto Disk Benchmark 2.34/2.46 და CrystalDiskMark 3.0.1. AIDA64-ის შემთხვევაში ასევე გაიტესტა 16 გბ-იანი Patriot Xporter XT Rage, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი USB 2.0 ფლეშ დრაივი:

 
AIDA64 და CrystalDiskMark

 
Atto Disk Benchmark 2.34 და 2.46

ასევე გთავაზობთ ზოგადი საერთო ტესტის, PCMark05-ის შედეგებსაც:

 
PCMark05

თუმცა, ტესტირება, ცხადია მხოლოდ ამით არ დასრულებულა. ესეც დანარჩენი შედეგები:

SuperPI
1 მბ - 3 წთ 38.120 წმ

Hexus Pifast - 169.69 წმ

Fritz Chess Benchmark
1 x CPU - 520 ქულა
2 x CPU - 788 ქულა

WinRAR 4.00
1 x CPU - 225 კბ/წმ
2 x CPU - 379 კბ/წმ

CineBench R10
1 x CPU - 558 ქულა
2 x CPU - 850 ქულა
OpenGL - 289 ქულა

3DMark 06 - 154 ქულა

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

არანაირი წამალი არ სჭირდება.ბუკს უკან აწერია სარეგისტრაციო ნომერი და ის შეიყვანე ! მეორე სარეგისტრაციო ნომერიც მოყვება კომპლექტში math-ისთვის.
სამინისტროს IT სეციალისტი;გაგა გუგავა
03-08-2011, 23:54:41 | ga11ga11

ყურადღება, კითხვა:

რათ უნდა პირველ კლასელს ნოუთბუქი? თუგინდ მე-4 ან მე-6 კლასელს?! რას ისწავლიან მაგ ნოუთბუქით, რაც სარგებელს მოუტანთ მომავალში? ორიოდე წონიანი ("ატომური წონის" მხრივ - (C) domen) არგუმენტი საკმარისი იქნება!

გმადლობთ.
05-06-2011, 16:12:39 | gearge

კარგია
03-06-2011, 11:05:03 | nick_el_son


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.