COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ნოუთბუქები » ბუკი - ისწავლე ხალისით!

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=107&artpage=4&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
ბუკი - ისწავლე ხალისით!
ანუ Intel Classmate PC ყველა პირველკლასელს

პროგრამული უზრუნველყოფა

ეს ნაწილი ყველაზე საინტერესოა, რადგან "ბუკი"-ს უდიდესი კოზირი ზუსტად მისი პროგრამული უზრუნველყოფაა. საბაზრო საცალო ფასი ამ ყველაფრისა ერთად თავისუფლად გადააჭარბებს 500-600$-ს, "ბუკი" კი საშუალოდ 300$ ღირს (განათლების სისტემისთვის ყოველთვის არსებობს გარკვეული შეღავათები + Classmate PC-ს ეს პროგრამები სტანდარტულ ნაკრებში მოყვება).

დავიწყოთ ოპ. სისტემიდან: "ბუკს" ოფიციალური Windows 7 Professional მოყვება. დიახ, სისტემა, რომლის საბაზრო ფასი 299$-ია :)

 
ოფიციალური Windows 7 Professional - 300$-იანი
სისტემა "ბუკის" მონიტორზე

სისტემის ჩატვირთვისას ავტომატურად ეშვება სპეციალურად Classmate PC-სთვის შექმნილი გარსი Blue Dolphin. აღსანიშნავია, რომ გარსი საკმაოდ ლამაზია და ამასთანავე მოხერხებულად სამართავი. ქვემოთ გთავაზობთ ამ გარსის სურათებს:

 
 
 
 
 
Blue Dolphin - სამუშაო გარსი
სპეციალურად Classmate PC-სთვის

"ბუკს" მოყვება წინასწარ დაინსტალირებული Microsoft Office 2007 Student Edition, თუმცა, სამწუხაროდ ოფისის სერიული ნომერი ნეტბუქს არ მოყვება. გამოსავალი ორია - ან ვიყიდოთ ოფისი (მიახლოებით 99$-ად) ან მამაპაპური მეთოდით დავალევინოთ წამალი :) ასევე, შესაძლოა სექტემბრისთვის ოფისის ყიდვის პრობლემა განათლების სამინისტრომაც მოაგვაროს. მოკლედ, ჯერჯერობით "ბუკში" ჩაწერილ ოფისს რეგისტრაცია ესაჭიროება, სექტემბერში ვნახოთ...


Microsoft Office 2007 Student Edition

შემდეგი პროგრამაა Artrage - სახატავი პროგრამა, ასევე შექმნილი სპეციალურად Classmate PC-სთვის (პროგრამების 90% რასაც აქ განვიხილავთ, სპეციალურად შექმნილია CMPC-სთვის). აღსანიშნავია, რომ Artrage ყველაზე უფრო სახალისო სახატავი პროგრამაა, რაც კი ოდესმე შემხვედრია - ხატვისთვის ბავშვებს ფურცლები აღარ დასჭირდებათ და აღარც ხელებს დაისვრიან.

 
 
Artrage და ამავე პროგრამაში შესრულებული ჩემი შედევრი :)

Microsoft Math და Microsoft Mathematics - საუკეთესო დამხმარე ალგებრა/გეომეტრია/ტრიგონომეტრიაში. პროგრამას, გარდა იმისა, რომ აქვს მათემატიკური ფორმულების, თეორემების, გრაფიკების და ა.შ. ძალიან დიდი ბაზა, ასევე შეუძლია ამოხსნას ნებისმიერი სირთულის მაგალითები, განტოლებები და ამოცანებიც, უსწრაფესად და უმარტივესად, ააგოს გრაფიკები და თუნდაც დაგეხმაროთ და დაგაყენთ სწორ გზაზე ურთულესი ამოცანების ამოხსნისას.

 
  
Microsoft Math და Microsoft Mathematics

Learning Essentials for Students - სწავლის პროცესში ბავშვებს მოუწევთ პრეზეტაციების გაკეთება, თემებისა და ესსების დაწერა, დიაგრამების დამზადება, კვლევების ჩატარება, პროექტებისა და ანგარიშების მომზადება... ეს პროგრამა სწორედ ამ ყველაფრის სწავლისთვისაა შემქნილი. Learning Essentials for Students მოიცავს საკმაოდ ბევრ სასწავლო მასალასა და მაგალითებს იმისათვის, რომ ბავშვებმა ინტერაქტიულ რეჟიმში აითვისოთ ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. მოკლედ, Learning Essentials for Students ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რომელიც "ბუკს" მოყვება.

 
Intel Learning Essentials for Students

Intel Learning Series E-Reader - სპეციალურად "ბუკი"-სთვის შექმნილი პროგრამა Foxit Software-ის მიერ. პროგრამას შეუძლია უმეტესობა ელექტრონული წიგნებისა და დოკუმენტების ფორმატების გახსნა და აქვს სპეციალური "ბიბლიოთეკის" ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დააჯგუფოთ წიგნები და დოკუმენტები.


Intel Learning Series E-Reader by Foxit

Note Taker - სანიშნეების პროგრამა. ასევე საკმაოდ მოსახერხებელი, მარტივი და ფუნქციონალური პროგრამა. შესაძლებელია ჩანიშნული მონაკვეთების გაჭრა, შეერთება, დაჯგუფება, ფაილად შენახვა და ა.შ.


Note Taker

WebCam Companion - კომპანია ArcSoft-ის მიერ შექმნილი პროგრამა "ბუკის" ვებკამერისთვის. გარდა სურათებისა და ვიდეოების გადაღების შესაძლებლობისა, პროგრამას აქვს საშუალება მოაწყოთ კონფერენცია, დაამუშავოთ კამერით გადაღებული ვიდეო და შექმნათ ელ-წიგნიც კი!


WebCam Companion

გარდა ამისა, "ბუკს" მოყვება ანტივირუსი Microsoft Security Essentials, საგაკვეთილო პროცესის სამართავი პროგრამა Classroom Management (ამ პროგრამის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია დააჯგუფოს ბავშვები, ონლაინ რეჟიმში მიაწოდოს დავალებები და ასევე ონლაინ რეჟიმში ნახოს შედეგები და ა.შ.), "ბუკთან" დაშვების სამართავი საკმაოდ მძლავრი პროგრამა Access Management (მშობლებსა და მასწავლებელს შეუძლიათ წინასწარ განუსაზღვრონ ბაშვს რომელ დღეებში, რამდენი ხნით, რომელ საათებში იჯდეს კომპთან, მართონ საიტებზე და სისტემის სხვადასხვა კომპონენტებზე დაშვება და ა.შ.), Windows Live Family Safety-ს სრული პაკეტი და სისტემის აღდგენის პროგრამა Intel Learning Series System Recovery Tool.

 
 
 
 

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ "ბუკის" პროგრამული შესაძლებელობების სრულყოფილი ინტერაქტიული პრეზენტაცია. პრეზენტაციის სრულ ზომაში სანახავად მიყევით ამ ბმულს.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



სურათები თემაზე

თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

არანაირი წამალი არ სჭირდება.ბუკს უკან აწერია სარეგისტრაციო ნომერი და ის შეიყვანე ! მეორე სარეგისტრაციო ნომერიც მოყვება კომპლექტში math-ისთვის.
სამინისტროს IT სეციალისტი;გაგა გუგავა
03-08-2011, 23:54:41 | ga11ga11

ყურადღება, კითხვა:

რათ უნდა პირველ კლასელს ნოუთბუქი? თუგინდ მე-4 ან მე-6 კლასელს?! რას ისწავლიან მაგ ნოუთბუქით, რაც სარგებელს მოუტანთ მომავალში? ორიოდე წონიანი ("ატომური წონის" მხრივ - (C) domen) არგუმენტი საკმარისი იქნება!

გმადლობთ.
05-06-2011, 16:12:39 | gearge

კარგია
03-06-2011, 11:05:03 | nick_el_son


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.