როგორც იქნა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოხდა საოცრება და დედამიწაზე პირველად, შედარებით სრულყოფილად, ქართულად თარგმნილი ოპერაციული სისტემა გამოჩნდა. ამ საქმისთვის უნდა ვუმადლოდეთ ორ კომპანიას, პირველი არის Microsoft-ი რომელმაც ითავა ეს საქმე და თანხებც დახარჯა, ხოლო მეორე არის ქართული კომპანია UGT რომელმაც ორგანიზება გაუწია ამ პროცესს.
Windows XP როგორც მოგეხსენებათ პატარა სისტემა არ არის. ამიტომაც საქმე მთელი 1 წელიწადი გაიჭიმა, ზოგი კი ანონსიდან ითვლის დღეებს და მისთვის წელიწადზე მეტიც გავიდა. ისე სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ თავიდან საუბარი იყო იმაზე რომ 1 წლის თავზე წარმოდგენილი იქნებოდა სრული ვერსია, სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, ამჯერად წარმოდგენილია ეგრეთწოდებული BETA ვერსია, რომელსაც სრული ვერსიისგან სულ ცოტა აშორებს, მაგრამ მაინც აშორებს.
დაე განათდეს გვირაბის ბოლოს
პროექტში მონაწილეობას იღებდა რამდენიმე ათასი ადამიანი. ზოგი პასიურად, ზოგი უბრალოდ თარგმნის საიტზე შეჭყეტვით, მაგრამ ამ ათასებიდან კომპანია UGT-ს წარმომადგენლებმა გამოყვეს 600 აქტიური ადამიანი რომლებიც ლამის ყოველდღიურად მუშაობდნენ ამ საქმეზე. რა თქმა უნდა ამ 600 კაცის სახელი და გვარი არ ვიცით და არც არავინ დაიწყებდა ამხელა შინდლერის სიის წაკითხვას, მაგრამ ვიცით რომ აქ შედიან ლინგვისტები, ენათმცოდნეებნი, ტექნიკური საკითხების მცოდნეები და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ ეს არის პროექტის მთავარი ჩონჩხი, რომელმაც თვის თავზე მიიღო ძირითადი დარტყმა.
მოდით დავასრულოთ ოფიციალური მხარე და შემდეგ შევუდგეთ კონფერენციას და კითხვებს.
მაშ ასე ოფიციალურ მხარეში დაგვრჩა შემდეგი, პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში ნათარგმნი იყო 2220 სიტყვა და 335ათასი სიტყვისგან შემდგარი 80 ათასი ფრაზა. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესრულებული. სისტემის გაქართულებაზე პირველი საუბარი დაიწყო 2003 წლიდან, ხოლო აქტიური მოლაპარაკებები კომპანია Microsoft-თან დაიწყო 2004 წლიდან. დღესდღეისობით წარმოდგენილი ბეტა ვერსია მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება კომპანია UGT-ს საიტზე (მოგვიანებით ჩვენც გადმოვწერთ და ჩვენთანაც იქნება მისი ასლი განთავსებული), პაკეტი ღიაა ყველასათვის და ძირითადად ვრცელდება იმისათვის, რომ აღმოჩენილი იყოს არსებული თუ გაპარული ხარვეზები. სხვათაშორის ამ საქმისთვის მეორე ქართულმა კომპანია IT-Knowkedge-მ გამოყო რამდენიმე კომპიუტერი, რომელზეც ინსტალირებულია ქართულენოვანი Windows-ი და მისი ტესტირება ყველა მსურველს შეუძლია სრულიად უფასოდ. ამავე კომპანიას შეგიძლიათ შეატყობინოთ ყველა აღმოჩენილი ხარვეზი (ამისთვის უნდა ეწვიოთ კომპანია IT-Knowkedge-ს ოფისს, ძნელი მისაგნები არაა, თავიანთ საიტზე ოფისის ადგილმდებარეობის ვიზუალური რუქაც აქვთ განთავსებული).
მოკლედ ქართული ენის პაკეტი გავრცელდება LIP (Language Interface Pack)-ის სახით, მისი ინსტალირება და დეინსტალირება ნებისმიერ დროს იქნება შესაძებელი.
მგონი ოფიციალური მხარე მორჩა, გადავიდეთ პრესკონფერენციაზე.
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი
საიდან უნდა გადმოვიწერო ქართული ინტერფეისი?კი მაქ მარა ყველაპერს არ თარგმნის არ გადაყავს