იდენტიფიკაცია
გაქართულებული სისტემის პრეზენტაცია შედგა სასტუმრო მერიოტ თბილისში 2006 წლის 15 მაისს. დარბაზიც შესაბამისი იყო შერჩეული ”თამარ მეფის დარბაზი”. ნამეტანი შეხმათწყვილებულად გამოიყურებოდნენ თამარის დარბაზი და ქართული Windows-ი ერთად. მაშ ასე დაგეგმილი პრეზენტაცია 2 საათზე დაიწყო. თავდაპირველად სიტყვით გამოვიდა კომპანია UGT-ს დირექტორი გიორგი ჭირაქაძე, დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ოფიციალური მხარე და ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელები, ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის მხარდამჭერი კომპანია ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”. სწორედ ამ კომპანიამ ითავა პროექტის დაფინანსების ნაწილი. რა თქმა უნდა შემდეგი სიტყვით გამოდის სწორედ აღნიშნული ჯგუფის პრეზიდენტი და გამოთქვამს მზადყოფნას შემდეგშიც მხარში დაუდგეს ასეთ ეროვნულ პროექტებს. ესტაფეტას იღებს კომპანია IT-Knowkedge რომელიც აცნობს დამსწრე საზოგადოებას, რომ მის მიერ ორგანიზებული კლასი მზადაა ნებისმიერი მსურველის მისაღებად, ამისათვის არანაირი ფინანსური დანახარჯების გაწევა არ არის საჭირო. მომხმარებლებისგან მხოლოდ სურვილია საჭირო დანარჩენს კომპანიის სატესტირო კლასში მიიღებთ.
ოფიციალური სიტყვის შემდეგ იწყება თვითონ სისტემის პრეზენტაცია. საყვარელი ქართული Windows-ი დიდ ეკრანზე აპაჭუნებს თვალებს და ცდილობს თავისი სილამაზეები წარმოგვიდგინოს. პრესის, რადიოსა და ტელევიზიის წარმოამდგენლებს წარუდგუინეს ქართული ინტერფეისი, აქ იყო ყველა ჩვეული ფანჯარა ოღონდ ქართული წარწერებით, პრაქტიკულად ზედაპირული გადათვალიერებით ვერ აღმოაჩენთ ლათინურ წარწერებს, მაგრამ ეს ზედაპირული დათვალიერებისას, ჩაძიების შემთხვევაში არაერთ ლათინურ დასახელებას იპოვით. აქ საქმე ორ ნაწილად იყოფა, ერთი გამორჩენილი ხარვეზია, ხოლო მეორე კი დაინსტალირებული ინგლისურენოვანი პროგრამებია, ასე მაგალითად Control Panel-ში ყველაფერი ქართულია (თვით Control Panel-ის სახელიც) გარდა რამდენიმე ღილაკისა, მაგალითად ბევრისთვის ცნობილი ხმის დაფის ჩანართი ინგლისურ ენოვანია ისევე როგორც Quick Time-ს ხატულა, არც არის გასაკვირი, საუბარი ხომ სისტემის გაქართულებაზეა და არა ყველა მწარმოებლის პროდუქციაზე. თუმცა დემინსტრირების დროს კომპანია UGT-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წარმოდგელინი ვერსია არის BETA ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, ჩვენც ვიცით რომ ხარვეზები ამ ვერსიაში არისო, ასე რომ ყველას მოვუწოდებთ მიიღონ აქტიური მონაწილეობა ხარვეზების აღმოჩენაში და გამოსწორებაშიაო. სხვათაშორის მინდა აქვე დავძინო, გაუთავებელ კამათს და კინკლაობას მართლაც სჯობს ამ პროცესში ჩართვა, კრიტიკა ყველას შეუძლია, მაგრამ მთავარი საქმეა.
სხვათაშორის ხარვეზებში ითვლება რამდენიმე სტანდარტული პროგრამის სათაურის ლათინური დასახელება, მაგალითად უტილიტა System Information ისევ ლათინურად არის დასათაურებული, ეს ხარვეზია, ასევე ხარვეზად ითვლება რამდენიმე წარწერა, ქართული სიტყვები და ენა ზოგჯერ ზედმეტ ადგილს მოითხოვენ, ამიტომ გამოყოფილ კონკრეტულ ადგილებში და ველებში ზოგჯერ არ ეტევიან. გასაგებია რომ ამის გულისთვის სისტემის ბირთვს არავინ შეცვლის, ამიტომ მოსაფიქრებელია ქართული ლაკონური და იდეის ამსახველი ტერმინები. ერთერთი ასეთი ტერმინი პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იყო. ეს იყო ეკრანის თვისებების ერთერთი ღილაკი, რომელზეც ქართული ტერმინი ერთი სიტყვის მაგივრად ორისგან შედგებოდა, შედეგად ღილკალზე ვერ ეტეოდა, პირველი სიტყვის თავი და მეორე სიტყვის ბოლო ღილაკს გადაცილებული იყო. ამ დროს გადაცილებული ასოები უბრალოდ არ ჩანს, შედეგად გამოუცდელი მომხმარებელი უბრალოდ ვერ გაიგებს რას აკეთებს ეს ღილაკი :-). მოკლედ სრული BETA ვერსია უფასოდ ჩამოტვირთვისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1 ივნისიდან, ანუ სავარაუდოდ 2 კვირაში. სრული ვერსია ყველა ტესტირების შემდეგ გამოშვებული იქნება 2006 წლის სექტემბრისთვის. ამავე დროს კომპანია Microsoft-ის საიტიდანაც იქნება ქართული LIP პაკეტის ჩამოქაჩვის შესაძებლობა (რა თქმა უნდა ისევ უფასოდ).
კითხვები პასუხები
ყველა პრესკონფერენცია ტარდება არა მართო კომპანიის ოფიციალური სიტყვების წარმოსათქმელად, არამედ საჭიროა დამსწრე საზოგადოების აქტიური მონაწილეობა, გამორჩენილი ინფორმაციის დაზუსტება და გეგმების დაკონკრეტება. სამწუხაროდ საქართველოში არც პრესა, არც რადიო და არც ტელევიზია არ აქცევს ყურადღებას IT ინფრასტრუქტურას, ეს რაღაც ავტომატურად არსებულ ფაქტორად ითვლება (არის და იყოს, ვის უშლის ხელს), შედეგად ამ სფეროში ჩაუხედავი კორესპონდენტების არმია არსებობს (უფროსწორედ არ არსებობს, უბრალოდ საერთო განათლების მქონე კორესპონდენტებს უშვებენ ასეთ ღონისზიებებზე). მათთვის სტანდარტული სტატისტიკა უფრო მთავარია, ვიდრე შინაარსობრივი ინფორმაცია, შედეგად პრესკონფერენციაზე ისმოდა ასეთი კითხვები: რამდენი სიტყვა იყო გადათარგმნილი (საკმაოდ სერიოზული სახით), გასაკვირი ის არის რომ კონფერენციის დაწყებამდე ყველას დაურიგდა საინფორმაციო ბიულეტინი, რომელშიც ეს ინფორმაცია უკვე წერია, გარდა ამისა მოსაწვევ ბარათშიც აღნიშნული ინფორმაცია ეწერა, რა თქმა უნდა ეს არავინ არ წაუკითხია. სხვა რა გზა არის, UGT-ს გამძლეობა შესაქებია, კორექტულად კიდევ ერთხელ იყო აღწერილი რამდენი სიტყვა და ტერმინი იყო თარგმნილი. აქ ჩნდება მეორე კორესპონდენრტი, რომელსაც მეორე სტატისტიკური ინფორმაცია აინტერესებს, - რამდენი ტერმინი, ან სიტყვაა გადმოსათარგმნი რუსულიდან ქართულზე. სამწუხარო ის არის, რომ ეს კორესპონდენტი არც კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ერკვევა და არც კონფერენციაზე ისმენს არაფერს. საუბარი რუსულენოვან Windows-ზე და ტერმინებზე საერთოდ არ ყოფილა, ასე რომ პასუხი ერთია - რუსულიდან ჩვენ არაფერს არ ვთარგმნით. კიდევ ერთი უნიკალური კითხვა რამდენი დაჯდა ეს პროექტი. შეიძლება არასწორი ვიყო, მაგრამ ბავშობიდან მასწავლეს, უცხოელისთვის კითხვა ხელფასი რამდენი გაქვს შეურაწმყოფელია. ეს ჩვენთანაც აქტუალური გახდა, ამასობაში საუბარი გვაქვს უცხოურ კომპანიაზე, რომელიც ბიზნეს პროექტს ახორციელებს და აფიშირებას არაფერს არ უკეთებს, როგორ გგონიათ პასუხი რა იქნებოდა? მართალია, პასუხი შემდეგი იყო - ეს კონფედენციალური ინფორმაციია და კომპანაი Microsoft-ი არ თვლის საჭიროს მის გახმაურებას. რაზე ფიქრობდა ეს კორესპონდენტი.
შემდეგი კითხვები ანალოგური იყო, მაგალითად რამდენი კაცი მონაწილეობდა პროექტში, რამდენი შიმშილობდა, რამდენი მოკლეს და ასე შემდეგ, მოკლედ სტანდარტული ქართული ტელე არხების გამოკითხვა. როდესაც აღმოჩნდა, რომ კითხვები სულ სხვა მხარეს მიფრინავს და პასუხები გაუგებარია კორესპონტენტები გაჩუმდნენ, გასაგებია საკითხავი აღარაფერია. სხვა რა გზა გვქონდა, გარკვეული ინფორმაცია ჩვენც გვაინტერესებდა, ამიტომ ჩვენ ჩვენებური უვიცი კითხვები დავუსვით კომაპნია UGT-ს წარმოამდგენლებს, რომლებმაც ასეთივე პასუხები გაგვცეს, ეს რა თქმა უნდა დამსწრე საზოგადეობისთვის ჩინური ენა იყო :-). მაშ ასე ჩვენი კითხვები და მათი პასუხები.
პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი
საიდან უნდა გადმოვიწერო ქართული ინტერფეისი?კი მაქ მარა ყველაპერს არ თარგმნის არ გადაყავს