ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი
Windows-ი ქართულადიდენტიფიკაცია ოფიციალური სიტყვის შემდეგ იწყება თვითონ სისტემის პრეზენტაცია. საყვარელი ქართული Windows-ი დიდ ეკრანზე აპაჭუნებს თვალებს და ცდილობს თავისი სილამაზეები წარმოგვიდგინოს. პრესის, რადიოსა და ტელევიზიის წარმოამდგენლებს წარუდგუინეს ქართული ინტერფეისი, აქ იყო ყველა ჩვეული ფანჯარა ოღონდ ქართული წარწერებით, პრაქტიკულად ზედაპირული გადათვალიერებით ვერ აღმოაჩენთ ლათინურ წარწერებს, მაგრამ ეს ზედაპირული დათვალიერებისას, ჩაძიების შემთხვევაში არაერთ ლათინურ დასახელებას იპოვით. აქ საქმე ორ ნაწილად იყოფა, ერთი გამორჩენილი ხარვეზია, ხოლო მეორე კი დაინსტალირებული ინგლისურენოვანი პროგრამებია, ასე მაგალითად Control Panel-ში ყველაფერი ქართულია (თვით Control Panel-ის სახელიც) გარდა რამდენიმე ღილაკისა, მაგალითად ბევრისთვის ცნობილი ხმის დაფის ჩანართი ინგლისურ ენოვანია ისევე როგორც Quick Time-ს ხატულა, არც არის გასაკვირი, საუბარი ხომ სისტემის გაქართულებაზეა და არა ყველა მწარმოებლის პროდუქციაზე. თუმცა დემინსტრირების დროს კომპანია UGT-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წარმოდგელინი ვერსია არის BETA ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს, ჩვენც ვიცით რომ ხარვეზები ამ ვერსიაში არისო, ასე რომ ყველას მოვუწოდებთ მიიღონ აქტიური მონაწილეობა ხარვეზების აღმოჩენაში და გამოსწორებაშიაო. სხვათაშორის მინდა აქვე დავძინო, გაუთავებელ კამათს და კინკლაობას მართლაც სჯობს ამ პროცესში ჩართვა, კრიტიკა ყველას შეუძლია, მაგრამ მთავარი საქმეა. სხვათაშორის ხარვეზებში ითვლება რამდენიმე სტანდარტული პროგრამის სათაურის ლათინური დასახელება, მაგალითად უტილიტა System Information ისევ ლათინურად არის დასათაურებული, ეს ხარვეზია, ასევე ხარვეზად ითვლება რამდენიმე წარწერა, ქართული სიტყვები და ენა ზოგჯერ ზედმეტ ადგილს მოითხოვენ, ამიტომ გამოყოფილ კონკრეტულ ადგილებში და ველებში ზოგჯერ არ ეტევიან. გასაგებია რომ ამის გულისთვის სისტემის ბირთვს არავინ შეცვლის, ამიტომ მოსაფიქრებელია ქართული ლაკონური და იდეის ამსახველი ტერმინები. ერთერთი ასეთი ტერმინი პრეზენტაციის დროს ნაჩვენები იყო. ეს იყო ეკრანის თვისებების ერთერთი ღილაკი, რომელზეც ქართული ტერმინი ერთი სიტყვის მაგივრად ორისგან შედგებოდა, შედეგად ღილკალზე ვერ ეტეოდა, პირველი სიტყვის თავი და მეორე სიტყვის ბოლო ღილაკს გადაცილებული იყო. ამ დროს გადაცილებული ასოები უბრალოდ არ ჩანს, შედეგად გამოუცდელი მომხმარებელი უბრალოდ ვერ გაიგებს რას აკეთებს ეს ღილაკი :-). მოკლედ სრული BETA ვერსია უფასოდ ჩამოტვირთვისთვის ხელმისაწვდომი იქნება 1 ივნისიდან, ანუ სავარაუდოდ 2 კვირაში. სრული ვერსია ყველა ტესტირების შემდეგ გამოშვებული იქნება 2006 წლის სექტემბრისთვის. ამავე დროს კომპანია Microsoft-ის საიტიდანაც იქნება ქართული LIP პაკეტის ჩამოქაჩვის შესაძებლობა (რა თქმა უნდა ისევ უფასოდ). კითხვები პასუხები შემდეგი კითხვები ანალოგური იყო, მაგალითად რამდენი კაცი მონაწილეობდა პროექტში, რამდენი შიმშილობდა, რამდენი მოკლეს და ასე შემდეგ, მოკლედ სტანდარტული ქართული ტელე არხების გამოკითხვა. როდესაც აღმოჩნდა, რომ კითხვები სულ სხვა მხარეს მიფრინავს და პასუხები გაუგებარია კორესპონტენტები გაჩუმდნენ, გასაგებია საკითხავი აღარაფერია. სხვა რა გზა გვქონდა, გარკვეული ინფორმაცია ჩვენც გვაინტერესებდა, ამიტომ ჩვენ ჩვენებური უვიცი კითხვები დავუსვით კომაპნია UGT-ს წარმოამდგენლებს, რომლებმაც ასეთივე პასუხები გაგვცეს, ეს რა თქმა უნდა დამსწრე საზოგადეობისთვის ჩინური ენა იყო :-). მაშ ასე ჩვენი კითხვები და მათი პასუხები. პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი |
|
საიდან უნდა გადმოვიწერო ქართული ინტერფეისი?კი მაქ მარა ყველაპერს არ თარგმნის არ გადაყავს