მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი
Windows-ი ქართულად

საინტერესო კითხვები
კითხვების ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა ჩვენ დავსვით მაგრამ ყველას ჩვენს თავს ვერ მივაკუთნებთ, 3 საინტერესო კითხვა სხვა საქმეში ჩახედულმა მომხმარებელმა დასვა. მადლობას ვუხდით ჩვენი სახელითაც და კომაპნია UGT-ს სახელითაც (კიდევ კარგი ჩვენს გარდა ერთი ადამიანი გამოჩნდა რაღაც რომ ესმოდა).  წარმოდგენილი პასუხების და კითხვების სიზუსტე ოდნავ განსხვავებულია, ინფორმაციის დიდი ნაკადის გამო ყველაფრის ზედმიწევნით ჩაწერა და ზუსტი ციტრება შეუძლებელია, ასე რომ ჩვენ ძირითად გაფილტრულ შინაარსს წარმოგიდგენთ.

1, არსებობს ოპერაციულ სისტემა Windows XP-ს რამდენიმე ვერსია, პირველი სუფთა 2001 წელს გამოშვებული, შემდეგ SP1 და ბოლოს SP2 ვერსია, საინტერესოა რომელ ვერსიაზე მუშაობს წარმოდგენილი LIP პაკეტი.
     - პაკეტი გათვლილია ბოლო განახლებიან ინგლისურენოვან Windows-ზე, ანუ საუბარია Windows XP SP2-ზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ბოლო ვერსიაში შესულია რამდენიმე განახლება და შესაბამისად ჩამატებულია რამდენიმე ახალი ტერმინი, ძველ ვერსიებზე განახლება გათვლილი არ არის.


2, ბევრ ჩვენთაგანს უცდია საკუთარი ძალებით ნაწილი ინტერფეისის გადაქართულება, როგორც წესი პირველი ამ დროს არის ქართულენოვანი პროფილის შექმნა, მაგალითად ვქმნით მომხმარებელს სახელად გიორგი. ამ დროს სისტემურ დირექტორია Documents and Settings-ში იქმნება ქართული ასოებით  მომხმარებლის პროფილი. სამწუხაროდ ბევრი საინსტალაციო პაკეტი უბრალოდ ვერ აღიქვავს ამ დირექტორიას, ხოლო TEMP დირექტორია რომელიც დროებითი ფაილების შესანახ ადგილს წარმოადგენს ინახება სწორედ ამ პროფილის საქაღალდეში. შედეგად ინსტალერი პაკეტს ვერ ხსნის და პროგრამები დროებით ფაილებს ვერ ქმნიან, არის თუ არა ეს პრობლემა გადალახული?
     - საქმე იმაშია, რომ თვითონ სისტემა კორექტოლად აღიქვავს ამ დირექტორიებს, ყველაფერი ბირთვის დონეზე გასწორებულია, მაგრამ ყოველ კონკრეტულ მწარმოებელზე და მის პროდუქტზე პასუხს ვერ ვაგებთ, რა თქმა უნდა იარსებებს ნაწილი პროგრამული უზრუნველყოფისა რომელსაც აღნიშნულ დირექტორიათან პრობლემები ექნება.

3, იგივე თემას გავაგრძელებთ, სხვათაშორის ქართული ინეტრფეისი წარმოქმნის ქართულენოვან ფაილების სახელებსაც, ბევრი პროგრამა ამ პრობლემაცას ვერ უვლის გვერდს. თუნდაც იგივე Microsoft Office-ს ზოგერთ ვერსიებსაც აქვს აღნიშნულ სახელებთან პრობლემები, ამ საქმეს თუ ეშველა.
     - პრობლემა ისევ იგივეა და პასუხიც თითქმის იგივეა, ზოგიერთი პროგრამები არასწორედ აღიქვევან ქართულ (უნიკოდ) სახელებს და შესაბამისად შეცდომად თვლიან, მაგრამ თვითონ Microsoft-ის პროდუქტები, განსაკუთრებით ბოლო ვერსიები, ქართულ დასახელებებს მშვენივრად ხედავენ, ასე რომ იმედია მომავალში სხვა მწარმოებლების გამოასწორებენ თავის პროგრამულ უზრუნველყოფასაც.

4, საუბარში გაირკვა, რომ გაქართულება შეეხება Windows XP SP2-ს და მის მომდევნო ვერსიებს, ასევე ნახსენები იყო Windows Vista-ც, მაგრამ არაფერი გითქვიათ Windows 2003-ზე, გასაგებია რომ ეს სერვერული ვერსიაა და მისი მომხმარებლების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, მაგრამ აპირებთ თუ არა ამ პროდუქტის გაქართულებასაც.
     - სავარაუდოდ კი, მაგრამ არა ამ ეტაპზე, ალბათ უფრო ადრე მოხდება Windows VISTA-ს გაქართულება და Microsoft Office-ს გადაქართულება, Windows 2003 შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ იყოს განხილული.

5, პრესრელიზიდან ცნობილი ხდება, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდა განათლების სამინისტრoც, აპირებთ თუ არა განათლების სამინისტროსთვის სკოლებსა და ინსტიტუტებში გამოსაყენებლად გაქართულებული Windows-ის შეთავაზებას. იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში გარკვეული კურიოზები იქმნება, სკოლებში მიდის LINUX-ით ინსტალირებული კომპიუტერები, მოსწავლე მასწავლებლები ხშირად ვერაფერს იგებენ და ისევ ინგლისურ, ან რუსულ Windows XP-ს აინსტალირებენ. 
     - ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი რომელიმე ოპერაციული სისტემის დაჩაგვრა Windows-ის ხარჯზე, ჩვენთვითონ არაერთ წარმატებულ პროექტს ვახორციელებთ Linux-ის ბაზაზე და არ მიგვაჩნია რომ ერთი პროდუქტი მეორეთი აუცილებლად უნდა იყოს ჩანაცვლებული, ორივე პროდუქტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეც, ჩვენ რა თქმა უნდა შევთავაზებთ განათლების სამინისტროს ამ პროექტს, მაგრამ არა იმ მიდგომით, რომ ეს ოპერაციული სისტემა ჯობია და Linux-ი საერთოდ მოსაცილებელია, ერთი სიტყვით შეთავაზებას ადგილი ექნება, მაგრამ არა მეორე სისტემის დაჩაგვრის ხარჯზე.

6, რა მოხდება თუ გაქართულებეულ Windows-ში ჩავაინსტალირებთ განახლებულ Media Plaer-ს, ან Ms Messenger-ს, როგორც ვიცით სისტემას თავისით რაც მოყვება საკმაოდ მოძველებულია, ავტომატურად გვიწევს ახალი ვერსიის ჩამოქაჩვა.
     - უბრალოდ ახალი პროგრამები იქნება ინგლისურენოვანი (ან იქნება იმ ენაზე რომელი ქვეყნის  ვერსიასაც დაქაჩავთ), შეიძლება სექტემბრისთვის საერთოდ შეიცვალოს Windows-ის პაკეტი, თვითონ კომაპნია Microsoft-ი თვლის, რომ ჩაყოლებული ზოგიერთი კომპონენტი საკმაოდ მოძველდა და საჭიროებს განახლებას, ასე რომ შეიძლება საერთოდ ამოღებული იყოს ზოგიერთი კომპონენტი სისტემიდან, ან პირიქით შეიძლება ჩაემატოს ზოგიერთი ახალი კომპონენტი. ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში დაინსტალირებული პროგრამები ქართულენოვანი არ იქნება.

7, საკმაოდ ცუდად ჩანს ეკრანზე ქართული შრიფტი (სავარაუდოდ Sylfaen-ია გამოყენებული), თუ აპირებთ მის შეცვლას?
     - დიახ ნამდვილად ამ ეტაპზე არჩეული შრიფტი ცოტა არ იყოს კარგად არ ჩანს, ამიტომ გადაწყვეტილი გვაქვს სისტემური  შრიფტის შეცვლაც, მაგრამ ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, საერთოდ ქართული შრიფტის მოხაზულობის პრობლემაა, ასე რომ ამაზე ამჯერად ვმუშაობთ.

8,  კითხვა ქართული კლავიატურის დრაივერებითან დაკავშირებით, როგორც ვიცით ავტომატურად სისტემაში ინსტალირებულია განლაგება, რომელსაც ვერავინ იყენებს, იწყება დრაივერების ძებნა ერთმანეთის გამოკითხვა და წვალება, როგორ დაყენდეს გასაგები კლავიატურული განლაგება. შემთხვევით ამ გაქართულების პაკეტის ინსტალირებასთან ერთად ეს პრობლემას ხომ არ გვარდება?
     - დიახ  ცნობილი პრობლემაა, ეს პრობლემა კონკრეტულად ამ პაკეტის ინსტალირებით არ მოგვარდება, ეს ტექნიკურად შეუძლებელია, ისე კი ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ქართული კლავიატურის დრაივერი, რომელშიც ლათინური განლაგება ავტომატურად იქნება მიღებული, ასევე ამ დრაივერების ნაკრებში იქნება ერგონომიკული ეგრეთწოდებული დვორაკ სისტემაც, მაგრამ ამ პაკეტის ჩამოქაჩვა ცალკე მოგიწევთ, ესეც უფასოდ იქნება განთავსებული Microsoft-ის საიტზე.

9, ბევრი მომხმარებელი თვლის რომ გაქართულების საიტზე წარმოდგენილი ზოგიერთი ტერმინი მხედველობაში არ იყო მიღებული, ამჯერად საჭიროა რამდენიმე ტერმინის შეცვლა, მიღებული იქნება თუ არა ამჯერად ყველა შემოთავაზებული ტერმინი.
     - ტერმინები ყველა მიღებულია და განხილულია, უბრალოდ კომპანია UGT ამ პროცესს უკეთებს კოორდინირებას, საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ტერმინის მიღების შესახებ იღებს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ენათმცოდნეებისა და ლინგვისტებისგან. ასე რომ ტერმინი მათთვის უნდა იყეოს მისაღები.

10, ბოლო კითხვა, კომპანია Microsoft-ი ამ ბოლო დროს თავის ახალ პოლიტიკას ატარებს, ყევლა განახლებას და ახალ პროდუქტს აყოლებს ვალიდაციის პუნქტს, მოდით ვაღიაროთ, რომ საქართველოში მომხმარებლების 97% თუ მეტი არა არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას მოიხმარს,  შემთხვევით ხომ არ მოხდება ისე რომ ეს ქართული LIP პაკეტიც აღჭურვილი იქნება ოპერაციული სისტემის ვალიდაციის შესაძლებლობით? ალბათ ეს შეამცირებს პაკეტის პოპულარიზებას.
     - საერთოდ თუ გავითვალისწინებთ კომაპნიის პოლიტიკას შეიძლება ითქვას რომ მის მიერ გამოშვებულ ყველა პრუდუქტში, ამ ბოლო დროს მართლაც არის ვალიდაციის აუცილებლობა ინტეგრირებული. ჩვენ ამ ეტაპზე ვთვლით რომ ეს ქართიულ LIP პაკეტში არ იქნება, თუმცა თუ კომპანია თავისი პოლიტიკის ფარგლებში ჩათვლის, რომ ეს აუცილებელია, ჩვენ მას ხელს ვერ შევუშლით. საერთო ჯამში ეს პროდუქტი მათი საკუთრებაა. ასევე თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩამოსულ Microsoft-ის რეგიონალური წარმოამდგელის განცხადებას შეიძლება ითქვას, რომ ვალიდაცია იქნება ყველა Microsoft-ის პროდიუქტში, სავარაუდოდ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს პოლიტიკა გაქართულების პაკეტსაც შეეხება, გასაგებია რომ ჩვენ ასეთი რამ არ გვსურს, მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ჩვენ უძლურები აღმოვჩნდებით. რა თქმა უნდა ეს ერთი მხრივ სისტემის პოპულარიზებას ხელს შეუშლის.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

ბმულები შესაბამის თემაზე


სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 2.4



გამოხმაურება

საიდან უნდა გადმოვიწერო ქართული ინტერფეისი?კი მაქ მარა ყველაპერს არ თარგმნის არ გადაყავს
26-06-2009, 09:55:26 | hakera1

მე დავაყენე ქართული ვინდოუსი და მომეწონა, თუმცა შეიძლება გაგეცინოთ და ინგლისურს უფრო ვიგებ ვიდრე ქართულს... დამწყები მომხმარებლისთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ რომ გაუჭირდება შემდგომში ინგლისურ ვერსიაზე გადართვა... იუ-ჯი-თის კი დიდი მადლობა ასეთი დიდი შრომის გაწევისთვის.
17-06-2008, 11:12:04 | sio777

18-08-2006, 11:45:36 |

18-08-2006, 11:45:32 |

მე Macromedia studio 8 _ს
18-05-2006, 21:22:48 |

სხვა პროგების თარგმნა კარგია ეგ ტეხავს რომ ბევრია
იე მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულაო ცოტ ცოტა და ავშენდებით რა მე პირადად Skype ს ვთარგმნი სხვა.....?
18-05-2006, 16:25:22 |

მომავლის საქმეა, მივესალმები, "ტაკ შტო"
დავიწყოთ სხვა პროგების გადაქართულება ისე რო სისტემასთან თავსებადი იყოს.
18-05-2006, 12:57:54 |

კიდევ ისაა მაგარი რომ მემგონი ჩემს გარდა არავის არ წაუკითხია და მიტომაც არ არის არცერთი კომენტარი. ასე რომ ქართველები უბრალოდ ზარმაცები ვართ, ტორე ძაან კარგადაც შეგვიძლია.
17-05-2006, 23:55:20 |

ჩემი აზრით ანდაზა თქვი არა სწორად. ასე უნდა გეთქვა
ჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან
ქართულ ვინდოუსი აუცილებლად გამოვიდოდა, ოღონდ ასეთ ფარგლებში არ მეგონა. თუ გამოვიდოდა, გამოვიდოდა რამოდენიმე კაცის მიერ არა ოფიციალურად გადაკეთებული, მაგრამ ამ საქმეში დიდი წყვილი მიუძღვის მიქროსოფთს. კიდევ იმაში გეთახმები რომ ეს მხოლოდ დამწყებთათვის იქნე
17-05-2006, 23:53:20 |


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.