მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
ქართული სისტემა, ქართული ინტერფეისი
Windows-ი ქართულად


კვანძი
საინტერესო ამით დამთავრდა, რა თქმა უნდა ჩვენმა ბევრმა კოლეგამ ბევრი ვერაფერი გაიგო (ზოგმა საერთოდ ვერაფერი გაიგო, რა SP2-ი, რის LIP-ი, რის ვალიდაცია? რეებს ბაზრობენ ესენი ჰააა) და გადაწყვიტა, რომ მისთვის პრესკონფერენცია დასრულდა, ასე რომ აღმოჩნდა ბოლო კითხვების დასმისას ნელნელა დარბაზი დაიცალა :-). საინტერესო იყო ერთერთი ტელევიზიის გამოჩენა, შემოახედა კამერა კარებში, და უცებ გაიქცა, შემდეგ ყველა არხმა აჩვენა ჩატარებული  ღონისძიება, ამ ერთი არხის გარდა. ან ძალიან ცოტა გადაიღეს კარებიდან, ან საინტერესოდ არ ჩათვალეს. სამაგიეროდ იმ დღეს ამ კამერაშემოჭყეტილ ტელევიზიამ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 7 სხვადასხვა მკვლელობის შესახებ მოყვა (მოკლედ ტელევიზიები და საინფორმაციო გამოშვებები კი არა მორგის და სასაფლაოს მიმოხილვები გადის ტელევიზიაში), რა თქმა უნდა მკვლელობა უფრო რეიტინგული საქმეა ვიდრე რაღაც Windows-ის სისტემის გაქართულება :-).

შედეგები
საერთო ჯამში უნდა ითქვას რომ ბევრისთვის ახალი სისტემა მიუღებელი იქნება, აქ იმოქმედებს ტერმინების მიუღებლობის ფაქტორი, საკუთარი თავის წარმოჩენის ფაქტორი და სხვა, ალბათ გამოცდილი მომხმარებლების ძირითადი ბირთვი ისევ ინგლისურ ენოვან ვერსიაზე დარჩება, ქართული ვერსია კი მისაღები იქნება მათთვის ვისაც პირველი ნაბიჯები აქვს კომპიუტერულ სამყაროში გასავლელი და მათთვის ვინც საკმაოდ მწყრალადაა ინგლისურ და რუსულ ინტერფეისთან. სხვათაშორის ამ მომხმარებლებს შეემატებათ შედარებით ხანში შესული ხალხიც, მათთვისაც ახალი ტერმინების ათვისება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, აქ კი ქართული ინტერფეისი ჩნდება, რიდესაც ინგლისური არ გესმის და რუსულს ვერ გაუგე ვერაფერი, ქართული სიტყვა რაც არ უნდა ყურში მოსახვედრი იყოს, მაინც მისაღები ხდება. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეს სისტემა რეგიონებისთვის. ნუ მოვატყუებთ საკუთარ თავს და ვაღიაროთ რეგიონებში რუსულის სწავლებაც კი საკმაოდ მწირედ მიმდინარეობს, რაღა ვთქვათ ინგლისურ ენაზე. ასე, რომ ქართული ინტერფეისი მათთვის ზედგამოჭრილი იქნება.

ასევე გავიხსენოთ სხვა ქვეყნები, თუნდაც იგივე რუსეთი, თავის დროზე ტერმინები ბევრისთვის იმდენად მიუღებელი იყო რომ სადემონსტრაციოდ საერთო შლიდნენ სისტემას კომპიუტერიდან, ყველგან ანტირეკლამას უწევდნენ და მხოლოდ ინგლისურენოვანი ვერსია მიაჩნდათ გამოსავლად, მაგრამ გავიდა ათწლეულები და დღევანდელი რუსული მომხმარებლებისთვის ეს ჩვეულებრივი და ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი ინტერფეისია. ასე რომ ჩვენთან ეს საქმე უბრალოდ გვიან დაიწყო, თორემ იგივე ეტაპები გვექნება გასავლელ, თავიდან ბევრი ვერ გაუგებს, არ მიიღებს, გავა წლები და სავსებით ჩვეულებრივი, მისაღები და საჭირო პაკეტი გახდება.
უბრალოდ ცოდოა ის კომპანია, რომელიც ამ ქარცეცხლში მოხდება, საქართველოს მაშტაბით ეს კომპანია UGT იქნება, ალბათ არა ერთ წამოძახილს და გაუმართლებელ საყვედურს მიიღებს, მაგრამ ეს საქმე ოდესღაც და ვიღაცის მიერ დასაწყები იყო, ანდაზა ამბობს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

ბმულები შესაბამის თემაზე


სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 2.4



გამოხმაურება

საიდან უნდა გადმოვიწერო ქართული ინტერფეისი?კი მაქ მარა ყველაპერს არ თარგმნის არ გადაყავს
26-06-2009, 09:55:26 | hakera1

მე დავაყენე ქართული ვინდოუსი და მომეწონა, თუმცა შეიძლება გაგეცინოთ და ინგლისურს უფრო ვიგებ ვიდრე ქართულს... დამწყები მომხმარებლისთვის კარგია, მაგრამ ვფიქრობ რომ გაუჭირდება შემდგომში ინგლისურ ვერსიაზე გადართვა... იუ-ჯი-თის კი დიდი მადლობა ასეთი დიდი შრომის გაწევისთვის.
17-06-2008, 11:12:04 | sio777

18-08-2006, 11:45:36 |

18-08-2006, 11:45:32 |

მე Macromedia studio 8 _ს
18-05-2006, 21:22:48 |

სხვა პროგების თარგმნა კარგია ეგ ტეხავს რომ ბევრია
იე მოსკოვი ერთ დღეში არ აშენებულაო ცოტ ცოტა და ავშენდებით რა მე პირადად Skype ს ვთარგმნი სხვა.....?
18-05-2006, 16:25:22 |

მომავლის საქმეა, მივესალმები, "ტაკ შტო"
დავიწყოთ სხვა პროგების გადაქართულება ისე რო სისტემასთან თავსებადი იყოს.
18-05-2006, 12:57:54 |

კიდევ ისაა მაგარი რომ მემგონი ჩემს გარდა არავის არ წაუკითხია და მიტომაც არ არის არცერთი კომენტარი. ასე რომ ქართველები უბრალოდ ზარმაცები ვართ, ტორე ძაან კარგადაც შეგვიძლია.
17-05-2006, 23:55:20 |

ჩემი აზრით ანდაზა თქვი არა სწორად. ასე უნდა გეთქვა
ჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან
ქართულ ვინდოუსი აუცილებლად გამოვიდოდა, ოღონდ ასეთ ფარგლებში არ მეგონა. თუ გამოვიდოდა, გამოვიდოდა რამოდენიმე კაცის მიერ არა ოფიციალურად გადაკეთებული, მაგრამ ამ საქმეში დიდი წყვილი მიუძღვის მიქროსოფთს. კიდევ იმაში გეთახმები რომ ეს მხოლოდ დამწყებთათვის იქნე
17-05-2006, 23:53:20 |


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.