COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » უფასოდ დარეკვა ინტერნეტისა და X-Ten EyeBeam 1.1-ის მეშვეობით

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=34&artpage=2&type=preview


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
უფასოდ დარეკვა ინტერნეტისა და X-Ten EyeBeam 1.1-ის მეშვეობით

VoIP საბადო ინტერნეტში

ჩვენთან ტელეფონიის საბადო ჯერ არ მოიპოვება, იმიტომ რომ ჩვენთან კლიენტურა ძალიან ცოტაა, ჯანსაღი კომერცია კი მოიკოჭლებს. VoIP და ინტერენეტ ტელეფონი შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ ინტერნეტ პროვაიდერთან, ეგაა რომ ისევ ფასიანია, აქ სარეკლამო აქციები არ იმართება, იმიტომ რომ უმეტესობამ არ იცის რასთან ერთად უნდა ჩაკბიჩონ ინტერნეტ ტელეფონი, შესაბამისად ვის უნდა მისცე თუნდაც ერთი წუთი საუბრის შესაძებლობა? ჩვენნაირებს? ხომ დაიქცა კომპანია :-).   ამიტომ მოგვიწევს ცოდა დიდი ბაზრის მქონე და შედარებით ფულიანი ქვეყნის კომპანიისკენ გახედვა. ერთერთი ასეთი უახლოესი რა თქმა უნდა ეს ხულიგანი რუსეთია :-). დაე ვუკბინოთ ტკიპასავით და გამოვწოვოთ ცოტა ინტერნეტ ტელეფონია :-).

ამისათვის ამოვირჩიეთ ერთერთი კომპანია რომელიც მომხმარებლებს აძლევს VoIP ტელეფონიიტ სარგებლობის უფლებას და ამასობაში გარკვეულ თანხას გვჩუქნის რომ მოვსინჯოთ სერვისი. ეს კომპანიაა http://www.sipnet.ru.

მოკლედ გთავაზობთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც გაძლევთ 6 არხიანი ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, ასევე შეგიძლიათ ვიდეო გამოსახულების მიღება, თუმცა ჩვენთან ჯერ 3G ქსელები ჩართული არ არის. მოკლედ ინსტრუქცია შემდეგია:


1, ვქაჩავთ პროგრამულ კომპლექს ჩვენი FTP რესურსიდან (სამწუხაროდ უცხოეთში მოღვაწე ჩვენი მოქალაქეები აუტში აღმოჩნდებიან)
გაითვალისწინეთ არ ჩამოქაჩოთ პროგრამა http://www.sipnet.ru-დან, მათი პროგრამა არ გადის რეგისტარციას, მართლა საყიდელი გაგიხდებათ სოფტი.
2, ჩამოქაჩულ არქივს ვხსნით და ვიყენებთ ჩვენი საიტის სახელს პაროლად (არქივი დაპაროლებულია ტანკში თუ ზიხართ და ჩაფხუტიც გახურავთ გატყობინებთ რომ პაროლი არის compinfo.ge)
3, გახსნილ არქივში ვნახულობთ ფაილს Eyebeam-Xten-Licensed-Win32-3004t-16741.exe და ვუშვებთ, ინსტალაცია მარტივია.
4, ინსტალირების შემდეგ პროგრამას არ ვუშვებთ, ვამთავრებთ ინსტალაციას, შემდეგ არქივში არსებულ patch.exe-ს ვაკოპირებთ იმ საქაღალდეში სადაც დაინსტალირდა პროგრამა და ვუშვებთ მას.
5, გამოდის ახალი ფანჯარა, ვაწვებით ღილაკს patch, მორჩა ეს პროგრამა დახურეთ.
6, ვუშვებთ დაინსტალირებულ X-Ten EyeBeam 1.1-ს მოგვთხოვს ლიცენზიის შეყვანას. ლიცენზიას მოიპოვებთ არქივში არსებულ ფაილში Key.txt. აქ არის ორი ლიცენზიის ნომერი, პირველ ხაზზე, ერთი და მეორე ხაზზე მეორე, ამოირჩიეთ ერთერთი და მიუთითეთ პროგრამას. ამის შემდეგ ცოტახანი გაჩერდით, ჯერ სხვა პუნქტებია გასაკეთებელი:
7, გავდივართ საიტზე http://www.sipnet.ru და ვარეგისტრირებთ ჩვენს ახალ ექაუნთს. ყველა ველის შევსების შემდეგ და მუშა ელ-ფოსტის მითითების შემდეგ ველოდებით აქტივაციის წერილს, როგორც წესი 2-6 წუთში მოდის.
8, ვხსნით წერილს და აქტივაციის ბმულს ვაჭერთ გადავდივართ საიტზე, ამის შემდეგ ჩვენი ექაუნთი აქტიურია, ახლა მიღებული და დარეგისტრირებული მონაცემები შეგვყავს ჩვენს დაინსტალირებულ პროგრამაში.
9, პროგრამა გამოიტანს ისეთ ფანჯარას როგორიც ქვედა სურათზეა ნაჩვენები, შეავსეთ ყველა პარამეტი როგორც საჭიროა (ანუ რაც დაარეგისტრირეთ) და აუცილებლად აღნიშნეთ ზემოთ მდებარე ჩეკბოქსი: Enable this SIP account. დააჭირეთ APPLY და შემდეგ OK. მორჩა.

10, დარეკვისთვის დააჭირეთ პროგრამაში არსებული 6 არხის ღილაკიდან ერთერთს და დაიწყეთ სასურველი აბონენტის ნომრის აკრეფვა. ოღონდ გაითვალისწინეთ ნომერი უნდა იყოს მითითებული ქვეყნის კოდით, მაგრამ არ უნდა მიაწეროთ ჩვეული +, პლიუსის მეთოდი მობილურ ტელეფონებში გამოიყენება და არა ამ ინტერნეტ ტელეფონიის პროგრამაში, მაგალითად თბილისის ნომრებზე დასარეკად აკრიფეთ 99532xxxxxx (აქ სიმბოლო x-ით აღნიშნულია ის ციფრები რომელიც არის აბონენტის 6 ნიშნა ნომერი), მობილურებისთვის კი გამოიყენეთ შემდეგი კოდები:
ჯეოსელი:
99577xxxxxx
99593xxxxxx
99555xxxxxx

მაგთი:
99599xxxxxx
99598xxxxxx
99595xxxxxx

11, ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ, თქვენს ანგარიშზე 1 დოლარია, ხოლო თბილისში გადმორეკვა სულ რაღაც 7 ცენტი ღირს, ეგაა რომ დამრგვალების სისტემაა ცუდი. მაგრამ უფასო კავშირისთვის ეგეც გამოდგება, წესით გაუჩერებელი საუბრის შემთხვევაში არსებული თანხა 10 წუთამდე უნდა გეყოთ. ზუსტად სხვადასხვა ქვეყნების ტარიფებს ნახავთ თქვენს ექაუნთში. ამჯერად ბევრი ქვეყნის მხარდაჭერა არ არის რეალიზებული.

რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი პატარა ნიუანსები აქვს, ამ სისტემასაც თავისი პატარა ნიუანსები აქვს, ასე რომ მოგვიწევს მათი განხილვაც. ეს შემდეგ გვერდზე უნდა ნახო. პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

პროგრამის გადმოსაწერი ლინკი არ გასწორდება? ძალიან მინდა გთხოვთ :(
24-04-2010, 23:26:44 | onenin

დზმურად ეგრევე ლინკი დამიდეტ რა როგორ გადმოვქაცჰო ეგრევე მისჰვებს ტბილისი ფორუმდა იქ ვერ ვნახე როგორ გადმოვცერო ტო
02-01-2010, 13:51:09 | mixeili5

FTP - ზე რომ ვაწვები გავყევარ თბილისის ფორუმზე, საიდან გადმოვწერო?
22-06-2009, 15:07:33 | vova79

ამ პროგრამის key დადევით რაა
28-03-2009, 11:10:03 | schako555

სისულელეა,არ გირს წვალებად
20-09-2008, 19:07:48 | trooper88

მაგარი სიაფანტი რაგაცაა არც იწერს ამ ლინკიდან ვაფშე საიტზე არ შედის საიდანაც უნდა გადმოვწერო
04-06-2008, 12:13:23 | gio236

"ჩვენი FTP რესურსიდან " ამ ღილაკზე რომ ვაჭერ არ იწერს,არ გადის გადმოსაწერ გვერდზე,გვიშველეტ რამე
01-04-2008, 11:03:08 | progresi

I need help.................... axla ki ar davrekav aramed "gavrekav" risi bralia neta arada sakaifo saitia da es magra gaufuchebs saxels ro vrekav nomerze erti kaci inglisurad bazrobas ro morcheba qali cvlis da is rusulad icyebs da me veraferi gavige damexmaret ra arada imdeni gecerat kitxvisgan tvalebi shublze amivida. damexmaret ra
26-11-2006, 00:48:23 | nikola

ყველაფერი გავაკეთე რო ვრეკავ მიტსერს call established ო მაგრამ ზარი არ გადის ცჰემს მობილურზე ვრეკავ,ხო არ იცით რისი ბრალია? 44 ლარიანი adsl მაქვს
25-11-2006, 22:23:20 | bendela1990

მეც იგივე გდესჰი ვარ ყველაფერი გავაკეტე სცორად მაგრამ არსად არ ირეკება.დავრეკავ თუ არა ერთი კაცი ლექციას მიკითხავს არადა მაგრა მინდა გთხოვტ დამეხმარეთთთთთთთთთთთთთთთთ თთთთთთთ
25-11-2006, 20:25:34 | nikola


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.