მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
intel+ Maxtop+ Kvazar Micro = სემინარი შერატონში

ასევე ცნობილი ხდება, რომ Pentium-ის ბრუნვიდან გასვლისთანავე ჩნდება ორბირთვიანი პროცესორები, რომლებიც თბილისშიც სულ მალე გამოჩნდება, საბითუმო ფასი სავარაუდოდ 130$ არ აღემატება, სისტემური სალტის სიხშირე იქნება 533 მეგაჰერცი, ხოლო პროცესორის სიხშირე იქნება 2,66 გიგაჰერცი. შედეგად შესაძლებელი იქნება ბიუჯეტური დედა დაფისა და ახალი პროცესორის გამოყენებით 500 დოლარის ფარგლებში ორბირთვიანი სისტემის შეძენა. ბიუჯეტურ დაფაში ითვლება ისტორიაში პირველი intel-ის დედა დაფა, რომელიც გამოსულია ATI-ს ჩიფსეტზე. დედა დაფის ზუსტი სახელია D101GGC, საბითუმო ფასი ცნობილი ჩვენთვის არ არის, მაგრამ ვიცით, რომ კომპანიები ისარგებლებენ გარკვეული ბონუსებით რათა დედა დაფები მაქსიმალურად იაფად გაყიდონ, ასე პირველი შეძენისას კომპანია მიიღებს 20$-იან ფასდაკლებას, ხოლო 10 ცალიანი პარტიის შეძენისას კიდევ 50 დოლარის ფასდაკლებას, სავარაუდოდ დედა დაფის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 60-65 დოლარს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია.

გარდა ამისა წარმოდგენილი იყო ახალი ტექნოლოგია Intel Active Management რომლის მთავარი აზრიც დაიყვანება დისტანციურ ადმინისტრირებაზე, ანუ ადმინისტრატორს აღარ სჭირდება ოთახებში სირბილი, ყველაფრის გაკეთება შეუძლია თავისი სამუშაო ადგილიდან, ისეთი საჭირბოროტო საქმისაც კი რასაც გოსტინგს (Norton Ghost) ვეძახით. საკმაოდ მომხიბლავი პერსპექტივაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რომ ეს სისტემა დედა დაფებს უფასოდ მოყვება და თუ ფირმას დიდი ფინანსები არ აქვს სრულყოფილი სერვერი შეიძინოს, გაჭირვების ჟამს ამ ტექნოლოგიითაც გაიძვრენს თავს.

გამოსვლის მეორე ნაწილი დაეთმო სერვერულ პლატფორმებს, აქ ესტაფეტა ჩაიბარა კომპანია Kvazar Micros-ს სპეციალისტმა. დეტალურად იყო განხილული ახალი სერვერული დედა დაფები, პროცესორები, რაიდ მასივები და სხვადასხვა ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად ერთერთი ასეთი ტექნოლოგიაა კომპიუტერის შიგთავსის დაცვა დამატებითი შიფრირების მოდულით. ამ მოდულის მეშვეობით დაცული ინფორმაცია გარე რესურსებით შეუძლებელია, რომ მოპარული იყოს, თუმცა აქ გასარკვევია კიდევ ერთი რამ, რა მოხდება თუ შიფრირების მოდული დაიწვება, სამწუხაროდ ტექნიკას ამა თუ იმ მიზეზით სჩვევია მწყობრიდან გამოსვლა, ერთერთი რაც ცნობილია მოდულის დაზიანების შემთხვევაში დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია დეშიფრირებას არ ექვემდებარება, ასე, რომ შეიძლება მონაცემებს სამუდამოდ დავემშვიდობოთ. სამწუხაროდ Kvazar Micros-ს წარმომადგენელი არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას, არსებობს თუ არა დამცავი მეორე მოდული ან რაიმე სხვა გზა. მოკლედ ქართველებმა მეორედ მოვახერხეთ intel-ის წარმომადგენლების ტექნიკურ ასპექტებში გაჭედვა :-), ჩვენც გვესმის ბატონო რაღაც აპაა :-).

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.