მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
HP NX6110 - Pentium M-ის ბაზაზე
მობილური ბიზნეს ცენტრი


მეხსიერება

ყველა მოდიფიკაციაში გამოიყენება DDR მერხსიერება, მაქსიმალურად შეიძლება გამოყენებული იყოს 2 გიგაბაიტი მეხსიერება. ძირითადად მოდელები აღჭურვილია 1 ცალი 256 მეგაბაიტიანი მოდულით, თუმცა შეიძლება სურვილის შემთხვევაში შეგხვდეთ 512 მეგაბაიტინი მოდელიც.

ხისტი დისკი

ძლიერი ან სპეციალურად დაკვეთილი მოდელების გარდა ყველაში გამოიყენება კომპანია Toshiba-ს 40 გიგაბაიტიანი და 4200 ბრუნიანი საკმაოდ ჩუმი ვინჩესტერი, ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია იგივე მონაცემების მქონე 60 გიგაბაიტიანი ვინჩესტერებით.

ეკრანი

ნოუთბუქს გააჩნია 15 დუიმიანი დისპლეი, რომელიც რაიმე განსაკუთრებული გარჩევადობით არ გამოირჩევა 1024x768. სტანდარტული ბიუჯეტური მოდელი, რომელიც ზემოდან დახედვისას გადანათებულ გამოსახულებას იძლევა, ხოლო თუ ეკრანი ნამეტანი გადაწიეთ და ქვევიდან უყურებთ გამოსახულება პირიქით ჩამუქებულია, შედარებით კარგად იტანს ეკრანი მარცხნივ და მარჯვნივ მხარეებიდან შეხედვას, მართალია ფერები იცვლება და კონტრასტულობა ქრება, მაგრამ ტექსტს თავისი კითხვადობა მაინც გააჩნია. ასე რომ ორ სამ კაცს შეუძლია ეკრანზე წერილი, ან დოკუმენტი გაარჩიოს.


ხმა, ქსელი და მოდემი

ამ მოწყობილობებს ერთად განვიხილავთ რადგან ყველა ერთი ჩიპითაა უზრუნველყოფილი. დედა დაფაზე ჩამონტაჟებულია ექვსარხიანი Broadcom-ის კოდეკი, ჟღერადობით ხმა არ ჩამოუვარდება სამაგიდო სისტემებში გავრცელებულ Realtek - ALC650 (655)-ს. ქსელი ასევე რეალიზებულია ზემოთხსენებულ კოდეკზე, ქსელს აქვს ორი სიჩქარის მხარდაჭერა 10/100 მეგაბიტი წამში, სპეციფიკაციის მიხედვით კონტროლერი შეერთებულია  PCI-Express სალტით.

რაც შეხება მოდემს, რომელიც წარმოებულია Agere Systems–ის მიერ მუშაობს სტაბილურად, პირველივე დარეკვაზე ახერხებს მყარი კავშირის დამყარებას, როგორც წესი 44-53 კილობიტი წამში, დანარჩენი ძირითადად სატელეფონო ქსელზე და ინტერნეტ პროვაიდერზეა დამოკიდებული.

გაგრილების სისტემა

უნდა ითქვას რომ ნოუთბუქი ცხელ აპარატურას არ განეკუთვნება, მაგრამ ბევრი სხვა მოდელისგან განსხვავაებით ეს მიიღწევა ქულერის მუდმივი მუშაობის ხარჯზე. მართალია დღისით ეს პრობლემებს არ ქმნის, მაგრამ საღამოს და ღამე მარტო ოთახში მუშაობისას ქულერის ტემპერამენტი და დაბოღმილი ხმა ცოტა არ იყოს ნერვებზე მოქმედებს. იდეაში ხმაურის შესამცირებლად გამოყენებულია ქულერი რომელსაც საკმაოდ მცირე ბრუნვათა რიცხვი აქვს, მაგრამ არასწორად განლაგებული რადიატორი და საკმაოდ პატარა ხვრელი ახალი ჰაერის მისაღებად და გამომუშავებულის გამოსაყვანად, საჭირეობს მუდმივ მუშაობას. მოკლედ ხმაურში ეს ნოუთბუქი აგებს და საკმაოდ ძლიერად.

ძირითადად აქ მოვრჩეთ მოდელის განხილვას და ჩამოვყვეთ კომპიუტერის პლიუს მინუსებს.

მინუსები
- მწირი კომპლექტაცია,
- ეკონომიური კლასის მონიტორი
- ოპერაციული სისტემის არ არსებობა
- გარკვეულ წილად უხეში Touchpad-ი
- ქულერის მიდმივი მუშაობა და ხმაური
- დრაივერების დისკის არ არსებობა

პლიუსები
- ფასი (საქართველოს გარდა ყველაგან ძალიან იაფი ღირს)
- ძლიერი აკუმულატორი 4400 მა/ს
- მოხერხებული კლავიატურა
- DVD-CDRW-ს არსებობა

ბოლოსიტყვა

საერთო ჯამში ნოუთბუქი ნორმალური გამოვიდა, რა თქმა უნდა ყველას ყველაფერი არ მოეწონება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ეს მოდელი ვრცელდება როგორც იაფიანი ბიზნეს კლასის კომპიუტერი (სპეციალურად კომპიუტერს არ მოყვება ოპერაციული სისტემა), წესით მისი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 700$-ს, მაგრამ ქართული რეალობა გვიჩვენებს რომ არაოფიციალური სისტემის ინსტალირება არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა, რის გამოც ჩვენთან ამ მოდელის ფასი ორჯერ იზრდება. შევეშვათ ქართულ რეალობას და დავუბრუნდეთ კომპანია HP-ს, ამ მოდელით კომპანიამ მხოლოდ ერთი რამ გვიჩვენა, მაშინ შეუძლია არა მარტო ძვირიანი და Hi-End მოდელების გამოშვება, არამედ თავისუფლად შეუძლია ძლიერი და ამასობაში ბიუჯეტური მოდელების შექმნაც.

პირველი გვერდი « 1 2 3 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.3



გამოხმაურება

მჯირდება კომპაქ NX7400 ეკრანი და დამთენი გამომეხმაურეთ რიალურ ფასად შევიდძენ 855181006
09-06-2009, 14:14:01 | 777seven

მაქვს ასუს ფ3სვ ნოუთბუქი არის ვისტა, შეიძლება თუ არა რომ ვინდოუსი ჩავცერო? და მაინტერესებს რამდენად ძლიერია ეს ნოუთბუქი?
05-12-2008, 21:06:31 |

ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმაროთ სასწრაფოდ მჭირდება და იქნებ ვინმეს შეგიძლიათ მაშოვნინოთ....მინდა ნოუტბუქი HP Compaq nx6110 ოღონდ ისეთი რომ არ მუშაობდეს რა დარხეული ქონდეს ყველაფერს უბრალოდ შეხედულებით იყოს HP Compaq nx6110.არაპერი არ აკლდეს ნაწილები პროსტო დარხეული ქონდეს რაა,დამტენი და რაღაცეები არ მინდა მაქვს,სასწრაფოდ მჭიდრება და გთოხვთ მიშოვოთ,დიდათ დამავალებთ,წინასწარ მადლობა.. მომწერეთ მისამართზე: big.zura1@mail.ru
24-07-2007, 01:46:22 | bigzura

თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ფირმის note-book ი ვიყიდო და რა მონაცემებით ???
26-06-2007, 03:28:36 | leluka

shakro
უმრავლესობას ინტეგრირებული ვიდეო სისტემა აქვს, - განპირობებულია მUშოაბის სპეციფიკით და ენერგიის ეკონომიით, თუმცა არის სპეციალური გეიმ ვერსიებიც.
მეხსიერება, არ არის აუცილებლად 512 მეგაბაიტი აქსიომა, არის 1 და იშვიათად 2 გიგაბაიტიანი მოდელებიც.
ვინჩესტერი დრევანდელ სუპერ გაგიჟებულ მოუთებშI შეიძლება 500 გიგას აღემატებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სწორედ ასეთი უნდა აირჩიო, იდეაში ნოუთბუქისთვის 40-60 ნორმალურის 80-120 გიგაბაიტი პრაქტიკულად იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს
ყველაზე დიდი ხანგრძლივოდა დღეისათვსი არის 18 საათი, მაგრამ ეს ულტრა თხელ და ულტრა პატარა ნოუთს აქვს ასეთი მონაცემი, ეკრანი 8 დუიმი, ფლეშ HDD და ასე შემდეგ. იდეაშI ყველაზე ბანძ ნოუთს უნდა შეეძლოს მინიმუმ 2 საათი ავტონომიურად მუშაობა, საკაიფოდ ითვლება 3-4 ან 6 საათი, ამაზე ზემოთ არსებობს ერთეული მოდელები, მაგრამ უკვე სუპერ შიკარნი ვარიანტში გადიან. ყველაზე კაი გამოსავალია HP-ს დამატებითი აკუმულატორები, მაგალიტად საბაზისო აუმულატორით ნოუთი მუშაობს 3-4 საათი დაამატებ დოკ სადგურის მაგვარ დამატებით აკუმულატორს და დრო შეიძლება 5-8 საათამდე გაიზარდოს. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ 17 და მეტ დუიმიანი ნოუთებიც, როემლთა ავტონომიური მუშაობის დროს ზოგჯერ 30 ჭუთს არ აღემატება - პირადი აზრით ასეთი ნოუთბუქის შეძენას და უზარმაზარი ფულის გადაყრას თუ რაიმე კონკრეტული საქმე არ მოითხოვს ჯობია სამაგიდო კომპიუტერი იყიდო, ან უფრო იაფად გამოხვალ, ან ისეთ მხეც მანქანას ააწყობ რომ ვერცერთი ნოუთბუქი ახლოსაც ვერ მოვა.
24-03-2007, 01:04:34 |

საერთოდ ყველა ნოუთბუქს ინტეგრირებული ვიდეო კარტა აქვს?
და მაქსიმუმი 512 მბ ოპერატიულის?
ვინჩესტერი ხომ შეიძლება 60 GB მეტი დაყენდეს ნოუთბუქში?
ყველაზე მაქსიმუმი ხანგრძლივობა ბატარეის რამდენი შეიძლება იყოს?
02-12-2006, 21:18:37 | shakro


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.