COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ნოუთბუქები » HP NX6110 - Pentium M-ის ბაზაზე

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=37&artpage=2&type=review


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » ნოუთბუქები
HP NX6110 - Pentium M-ის ბაზაზე
მობილური ბიზნეს ცენტრი

სპეციფიკაციები

ჩვენი მოდელი შედგება შემდეგი შიგნეულობისგან:

ჩიფსეტი: - Intel 915GM + ICH6M.
პროცესორი:

-Intel Pentium M 740 (1,73 გჰ, Dothan, 2 მბ L2);
- FSB 533 მეგაჰერცი

მეხსიერება:

-საბაზისო მოცულობა 256 მბ.
-ოპერატიული მეხსიერების მაქსიმუმი 2გბ;
-ორი სლოტი DDR SODIMM გამოყენებულია DDR333 მოდული;
-გამოიყენება შემდეგ მოცულობის მოდულები 128, 256, 512 მბ და 1 გბ.

HDD: -Toshiba 60 GB UDMA100.
ეკრანი:

-15 TFT XGA 1024x768;
-შესაძლებელია ერთდროულად LCD და CIR მონიტორებზე მუშაობა;
-შესაძლებელია ორ ეკრანულ რეჟიმში მუშაობა.

ვიდეო: -Intel GMA900 (ჩრდილოეთის ხიდი i915GM).
აუდიო:

-16-ბიტიანი ADI AC97 ;
-ორი ინტეგრირებული დინამიკი;
-განყოფილებები ყურსასმენისა და მიკროფონის შესაერთებლად.

კლავიატურა:

-86-კლავიშიანი Windows კლავიატურა;
-კლავიშების წინ ცენტრში განთავსებულია ერგონომიული touchpad-ი.

მოდემი: - Argee System AC’97 Modem.
პორტები:

-ერთი სლოტი CardBus PC Card, ტიპი II;
-ქსელი RJ-45 (Ethernet 10/100);
-მოდემი RJ-11 (V.92);
-ერთი კვების კონექტორი.
-ერთი VGA პორტი;
-აუდიო ბუდე (3.5მმ ჯეკის ბუდე) ყურსასმენები;
-ერთი ბუდე მიკროფონისთვის;
-ორი USB 2.0 პორტი.

წონა: 2,7 კგ.
გაბარიტები: 32.9 x 3 x 26.7 სმ
სისტემა:

-ACPI ფუნქციების მხარდაჭერა;
-DMI 2.0-თან თავსებადობა;
-ორიენტირებულია Microsoft Windows-ზე.

აკუმულატორი: -ლითიუმ იუნური აკუმულატორი 4400 მა/ს.
ოპტიკა: -Teac DVD/CD-RW.
ფასი:

- მწარემობლის საიტზე 599 დოლარი
- ევროპა / რუსეთი 730 - 950 დოლარი
- თბილისი 1505 - 1615 დოლარი (დღგ-ს ჩათვლით)


ნოუთბუქს ორი დისკომფორტი ახასიათებს, ერთი არის მწირი კომპლექტაცია, მეორე კი ფასების გაუგებარი ლავირება. ასე მაგალითად უფრო იაფი დაგიჯდებათ ნოუთბუქი თუ ოფიციალურად შეიძენთ მწარმოებლის საიტზე, გადმოაგზავნით საქართველოში და გადაიხდით ყველა საბაჟო გადასახადს, მეორე ალტერნატივაა რუსეთი, აი ქართული მაღაზიების შემთხვევაში ფასები რატომ იწევს ლამის ორჯერ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. მეორე პრობლემა პრაქტიკულად ნაკლებად მტკივნეულია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც იგრძნობა, საქმე იმაშია რომ ნოუთბუქს საკმაოდ მწირი კომპლექტაცია გააჩნია: კვების ბლოკი, კუმულატორი, ტელეფონის კაბელი  RJ-11 (მოდემისთვის), სხვადასხვა ტიპის პასპორტები და დოკუმენტაცია. სხვათაშორის კომპალექტაციაში არსებულ ერთადერთ კომპაქტ დისკზე ვერ აღმოაჩენთ დრაივერებს და ოპერაციულ სისტემას, აქ ისევ ის მაკულატურაა ჩაწერილი ელექტრონულ ფორმატში. როგორც მიხვდით კომპიუტერს არ მოყვება ოპერაციული სისტემა, დასაწყისისთვის ნოუთბუქში ჩატვირთულია სუფთა MS-DOS-ი, არც დრაივერები და არც ოპერაციული სისტემა. იდეაში სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ნოუთბუქის სიიაფეს, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი უკუღმართადაა, ლეპტოპი ლამის ორჯერ ძვირი ღირს, ასევე დაგხვდებათ დაინსტალირებული არაოფიციალური Windows-ი და ინტერნეტიდან ჩამოქაჩული დრაივერების ნაკრები 100 მეგაბაიტის მოცულობით, მმმაგარია.

ამ ყველაფრის შემხედვარე ერთადერთი გასარჩევი თვითონ კომპიუტერი რჩება, რომელიც გარეგნულად გაუგებარ შეგრძნებას იწვევს, საკმაოდ მოხერხებული და კომპაქტური შესახედავია როდესაც დახურულია და საკმაოდ ღარიბი გაფორმებაა როდესაც ნოუთი გახსნილია. ყველაფერი ძალიან მკაცრი და მარტივია, ამ სიმარტივეს შეეწირა ტაჩპედიც, რომელიც საკმაოდ დიდი რეზინის ღილაკებითაა აღჭურვილი. მოკლედ ამ კომპიუტერისგან ფოტო მოდელს ვერ მიიღებთ სამაგიეროდ ეს ძალიან იაფიანი (უცხოური შეფასებით) ბიზნეს კლასის მკაცრი სტილის, სუპერ მუშა და გამძლე კომპიუტერია. დროა უფრო დეტალურ შეფასებაზე გადავიდეთ.

თავსახურავი და კლავიატურა

ნოუთბუქი იხურება კლასიკური ჩასაკეტით, არანაირი განსაკუთრებული სირთულე და გაფორმება, ყველაფერი საუცხოოდ მოხერხებული და გათვლილია, პატარა ჩამკეტის გაწევა და თავსახურავი აწეულია.  შიგნით დამატებითი ერთერთი ფუნქციონალური ღიალკია, ეს არის საყოველთაოდ ცნობილი Wi-Fi–ს ღილაკი, დაჭერისას აქტიურდება და ლურჯად ანათებს, შესაბამისი ინდიკატორი ინთება კომპიუტერის წინა მხარესაც, სხვათაშორის ისევ ლურჯად, რომ გამორჩეული იყოს კვებისა თუ დისკის მუშაობის ინდიკატორისგან, ავტონომიურ კვებაზე მუშაობისას ამ მოდულს საკმაოდ დიდი ენერგია მიაქვს, ასე რომ განსხვავებული ფერით გამოყოფა კარგადაა მოხერხებული, უმალ თვალში მოგხვდება.

შიგნით გვხვდება კლავიატურა, რომელიც საკმაოდ კარგადაა განთავსებული. სასიამოვნოდ არის  გამოყოფილი ისრების ღილაკები და საკმაოდ მოზრდილი Shift ღილაკი.

მანიპულატორი

ნოუთბუქში რა თქმა უნდა არის Touchpad –ი, მას აქვს ერთი დამატებითი პლიუსი, გააჩნია ვერტიკალური გადახვევის განყოფილება, რომელიც ცვლის თაგვის Scroll-ს, საკმაოდ მოსახერხებელია როდესაც რაღაც შასაფურცლია, აღარ გიწევს წვალება. საკმაოდ უხეშად გხვდება თვალში დიდი რეზინის ღილაკები, რომლებიც თაგვის მარჯვენა და მარცხენა ღილაკის ფუნქციებს ითავსებენ. ალბათ შეიძლებოდა რაიმე შედარეთ პატარის და ლამაზის მოფიქრება, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი დეტალი კომპიუტერის მთლიან ხედს ვერ აფუჭებს.

პორტები განყოფილებები

ნოუთბუქს გააჩნია ძირითადი სტანდარტული პორტები რომლებიც მარცხენა მხარეზეა განთავსებული, აქ შედის 2 ცალი USB პორტი, VGA პორტი მონიტორის, ან პროექტორის მისაერთებლად RJ-45 და RJ-11,  IEEE 1394a და რა თქმა უნდა PCMCIA სლოტი თავისი პლასტმასის დამხშობებით.  აქვეა ქულერის გამომუშავებული თბილი ჰაერის გამოსატანი ხვრელი.

მარჯვენა მხარეს ნოუთბუქს აქვს DVD-CDRW  და აუდიო კონექტორები, მიკროფინისთვის და ყურსასმენებისთვის.  თვითონ ინტეგრირებული დინამიკები ნოუთბუქს წინა მხარეზე აქვს განთავსებული. რა თქმა უნდა ბასებით და საბ-ბუფერის შესაძლებლობით არ გამოირჩევა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია იმისათვის რომ მოუსმინოთ მუსიკას, ან თავისუფლად უყუროთ ფილმს.  პრაქტიკულად არაფრით არ ჩამოუვარდება სამაგიდო კომპიუტერის პატარა პასუირ დინამიკებს.

უკანა მხარეზე კომპიუტერს აქვს მხოლოდ კვების შესაერთებელი განყოფილება, დანარჩენი აქ არაფერია, იმიტომ რომ კომპიუტერის აკუმულატორი (4400 მა/ს მისი მეშვეობით კომპიუტეტრს ავტონომიურ რეჟიმში ლამის ოთხი საათი შეუძლია მუშაობა) სწორედ უკანაა განთავსებული, აკუმულატორზე პორტების განთავსება კი როგორც ხვდებით გაუმართლებელი იქნებოდა.

თუ ნოუთბუქს გადმოატრიალებთ აღმოაჩენთ განყოფილებებს მეხეიერებისთვის და ვინჩესტერისთვის, აქედანვე შეიძლება პროცესორთან  და mini-PCI სლოტთან წვდომა.

გადავედით აპარატურის განხილვაზე, ნოუთბუქი აპარატურული შესაძლებლობები გადატვირთული არ არის, მაგრამ არ სიმცირე იჩენს თავს.

პროცესორი

პროცესორი გასაგებია რომ intel-ისაა, სხვათაშორის ჩვენი მოდელი აღჭურვილია 1.73 გიგაჰერციანი Pentium M-ით, მაგრამ nx6110 შეიძლება აღჭურვილი იყოს 1.4 გიგაჰერციანი Celeron M-იდან დაწყებული Pentium M 1.86 გიგაჰერცით დამთავრებული. მოკლედ ვარიაციები ბევრია. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს რომ Celeron M-ის ბაზაზე აწყობილი კომპიუტერი შედარებით ნაკლებ დროს მუშაობს ავტონომიურ კვებაზე. ასე რომ გირჩევთ Pemtium M-ის ბაზაზე აიღოთ ეს კომპიუტერი. თუმცა ფასის გამო შეიძლება ბევრმა სწორედ Celeron-ის მოდელი აირჩიონ. რამდენიმე წუთი ავტონომიური რეჟიმი ასეულ დოლარით გაიაფების დროს აქტუალურობას კარგავს.


ჩიფსეტი

როგორც უკვე ავღნიშნეთ ნოუთბუქი შეიძლება გამოშვებული იყოს Intel - i910GML–ის ან Intel 915GM–ის ბაზაზე, პირველის შემთხვევაში პრაქტიკულად ვიღებთ 400 მეგაჰერციან სისტემურ სალტეს, და ერთარხიან მეხსიერების კონტროლერს, ეს ვარიანტი მისაღებია Celeron M-ის ბაზაზე აწყობილ ნოუთბუქებში, Pentium M-ის შემთხვევაში გვაქვს Intel 915GM–ის ჩიფსეტზე აწყობილი სისტემა, ამ შემთხვევაში ვიღებთ 533 მეგაჰერციან სისტემურ სალტეს და ორარხიანი მეხსიერების კონტროლერს, ორივე ჩიფსეტს აქვს ინტეგრირებული ვიდეო სისტემა GMA900, რომელიც იყენებს 4 პიქსელურ კონვეირს და მუშაობს 333 მეგაჰერციან სიხშირეზე.

მობილური   დიდად არ განსხვავდება სამაგიდო ვერსიისგან, ასე რომ იდეაში შესაძლებელია 8 ცალი UშB 2.0-ის გამოყენება, 2 სატა პორტი (სხვათაშორის ვინჩესტერი გადამყვანის მეშვეობით ამ პორტზეა მიერთებული), სტანდარტული AC'97 v.2.3 და ოთხი ცალი PCI-Express x1. მაგრამ PCMCIA სლოტისთვის არცერთი არ გამოიყენება, იმიტომ რომ იგი ისევ ძველებურ ვარიანტში PCI სალტეზეა რეალიზებული. პირველი გვერდი « 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

მჯირდება კომპაქ NX7400 ეკრანი და დამთენი გამომეხმაურეთ რიალურ ფასად შევიდძენ 855181006
09-06-2009, 14:14:01 | 777seven

მაქვს ასუს ფ3სვ ნოუთბუქი არის ვისტა, შეიძლება თუ არა რომ ვინდოუსი ჩავცერო? და მაინტერესებს რამდენად ძლიერია ეს ნოუთბუქი?
05-12-2008, 21:06:31 |

ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმაროთ სასწრაფოდ მჭირდება და იქნებ ვინმეს შეგიძლიათ მაშოვნინოთ....მინდა ნოუტბუქი HP Compaq nx6110 ოღონდ ისეთი რომ არ მუშაობდეს რა დარხეული ქონდეს ყველაფერს უბრალოდ შეხედულებით იყოს HP Compaq nx6110.არაპერი არ აკლდეს ნაწილები პროსტო დარხეული ქონდეს რაა,დამტენი და რაღაცეები არ მინდა მაქვს,სასწრაფოდ მჭიდრება და გთოხვთ მიშოვოთ,დიდათ დამავალებთ,წინასწარ მადლობა.. მომწერეთ მისამართზე: big.zura1@mail.ru
24-07-2007, 01:46:22 | bigzura

თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ფირმის note-book ი ვიყიდო და რა მონაცემებით ???
26-06-2007, 03:28:36 | leluka

shakro
უმრავლესობას ინტეგრირებული ვიდეო სისტემა აქვს, - განპირობებულია მUშოაბის სპეციფიკით და ენერგიის ეკონომიით, თუმცა არის სპეციალური გეიმ ვერსიებიც.
მეხსიერება, არ არის აუცილებლად 512 მეგაბაიტი აქსიომა, არის 1 და იშვიათად 2 გიგაბაიტიანი მოდელებიც.
ვინჩესტერი დრევანდელ სუპერ გაგიჟებულ მოუთებშI შეიძლება 500 გიგას აღემატებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სწორედ ასეთი უნდა აირჩიო, იდეაში ნოუთბუქისთვის 40-60 ნორმალურის 80-120 გიგაბაიტი პრაქტიკულად იდეალურად შეიძლება ჩაითვალოს
ყველაზე დიდი ხანგრძლივოდა დღეისათვსი არის 18 საათი, მაგრამ ეს ულტრა თხელ და ულტრა პატარა ნოუთს აქვს ასეთი მონაცემი, ეკრანი 8 დუიმი, ფლეშ HDD და ასე შემდეგ. იდეაშI ყველაზე ბანძ ნოუთს უნდა შეეძლოს მინიმუმ 2 საათი ავტონომიურად მუშაობა, საკაიფოდ ითვლება 3-4 ან 6 საათი, ამაზე ზემოთ არსებობს ერთეული მოდელები, მაგრამ უკვე სუპერ შიკარნი ვარიანტში გადიან. ყველაზე კაი გამოსავალია HP-ს დამატებითი აკუმულატორები, მაგალიტად საბაზისო აუმულატორით ნოუთი მუშაობს 3-4 საათი დაამატებ დოკ სადგურის მაგვარ დამატებით აკუმულატორს და დრო შეიძლება 5-8 საათამდე გაიზარდოს. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ 17 და მეტ დუიმიანი ნოუთებიც, როემლთა ავტონომიური მუშაობის დროს ზოგჯერ 30 ჭუთს არ აღემატება - პირადი აზრით ასეთი ნოუთბუქის შეძენას და უზარმაზარი ფულის გადაყრას თუ რაიმე კონკრეტული საქმე არ მოითხოვს ჯობია სამაგიდო კომპიუტერი იყიდო, ან უფრო იაფად გამოხვალ, ან ისეთ მხეც მანქანას ააწყობ რომ ვერცერთი ნოუთბუქი ახლოსაც ვერ მოვა.
24-03-2007, 01:04:34 |

საერთოდ ყველა ნოუთბუქს ინტეგრირებული ვიდეო კარტა აქვს?
და მაქსიმუმი 512 მბ ოპერატიულის?
ვინჩესტერი ხომ შეიძლება 60 GB მეტი დაყენდეს ნოუთბუქში?
ყველაზე მაქსიმუმი ხანგრძლივობა ბატარეის რამდენი შეიძლება იყოს?
02-12-2006, 21:18:37 | shakro


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.