მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » გამოფენები
საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ასოციაცია

ეს ყველაფერი ოფიციალური ინფორმაცია, ახლა პატარა ჩანართი იმისა თუ როგორ იყო ყველაფერი და როგორ ჩანს ყველაფერი უცხო თვალისთვის. კურიოზი შეკრების წინ დაიწყო, საქმე იმაშია რომ დარბაზი სადაც უნდა ჩატარებულიყო ზემოთ ხსენებული შეხვედრა იტევდა მხოლოდ 60 კაცს, დაპატიჟებული იყო 110 კაცი, გადარეკვების შედეგად დადგინდა, რომ მოსვლას აპირებდა 80-90 კაცი, შესაბამისად ადგილები საკმარისი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართულმა მენტალიტეტმა აქაც იმუშავა, ანუ ვიღაცამ ჩათვალა: რა მინდა იქ, ზოგმა გაიფიქრა: უჩემოთაც გადაწყვიტავენ, ან როდესაც მორჩებიან და თუ გამოუვათ მერე შევუერთდები და წამოვიძახებ, ჩემი თავი გენაცვალოთ ყოველთვის თქვენს გვერდზე ვიდექიო. მოკლედ  შეხვედრაზე მხოლოდ 41 ადამიანი იყო, თუ არ მივათვლით სამ  ორგანიზატორს (ანუ სულ 44 კაცი დაესწრო შეხვედრას).  საუბრის დროს 2-3 ადამიანი გაიპარა, ხოლო შესვენების შემდეგ დარბაზში მხოლოდ 32 ადამიანი დარჩა, თუ სამ ორგანიზატორს მივათვლით 35 გამოგვივა.

გარდა ამისა, თავიდან შემოთავაზებულ იდეას ხმაურიანი კომენტარები მოყვა ძირითადად ბანკების მხრიდან, განცხადებული იყო, რომ უნდა იყოს დღესვე მიზნები დასახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ვერ ხედავს აზრს ასეთი ორგანიზაციის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა და დააფინანსოს.  რამდენიმე დამსწრემ ახსენა ის გარემოება რომ ამდაგვარი ორგანიზაციის შექმნის იდეას ჯერ კიდევ 2003-ში გაერო აფინანსებდა, მაგრამ ორგანიზაცია ქაღალდზე შეიქმნა და არავის გვინახია. აქ სწორედ კერძო ინტერესების ფირმა იკვეთება და ხალხში მიღებული ტერმინი გამოდის წინა პლანზე: უწინ შექმნილი ორგანიზაციები აშკარად გრანტიჭამია იყო და თავის კერძო ინტერესებს ითვალისწინებდა. თუმცა სიტუაცია უმალ გამოსწორდა როდესაც ერთერთმა დამსწრემ საკითხი სხვა კუთხით განიხილა. ეს არის პირველი შეხვედრა, სადაც უნდა იყოს განხილული საჭიროა თუ არა ასეთი ორგანიზაცია, მიიღებდით თუ არა მის შექმნაში მონაწილეობას და ასე შემდეგ, პირდაპირ მიზნების დასახვა და მათი მოგვარების გზების ძიება მაშინ როდესაც ორგანიზაცია ჯერ შექმნილი არ არის მართებული არაა. ამის შემდეგ ყველამ ვინც თავიდან სხვა კუთხით დაიწყო განხილმა უმალ იდეის თანადგომა და გამომსვლეილის კორექტულობა აღნიშნა.

შესვენების დროს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ იდეას ბევრი ემხრობა, მაგრამ პრაქტიკაზე ამ ეტაპზე ყველა თავს იკავებს. იმედია ეს თავშეკავება ნელნელა გაქრება. ძირითადად ყოველი ორგანიზაცია თვლის რომ მას კონკრეტული სპეციფიკაციის პრობლემა აწუხებს და ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში  არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა რომ მისი ამოცანები სხვა საკითხებთან ერთად ერთნაირი პრიორიტეტით იქნება განხილული.

ასე მაგალითად კომპიუტერული ტექნიკის ფირმები თვლიან რომ ასოციაცია მათ ვერ დაიცავს საგადასახადოსგან, ბანკები თვლიან რომ იურიდიული ძალა ასოციაციას ისეთი არ ექნება როგორც მათ პირად ადვოკატებს, სასწავლებლები თვლიან რომ თვითონაც ახერხებენ შესაბამისი დონის სპეციალისტების მომზადებას, ასე რომ დიდად არ აინტერესებთ ამ ეტაპზე მაგალითად მთლიანად სავალალო სიტუაციაში არსებული განათლების სფეროში ჩარევა.  კომპიუტერული ტექნოლოგიის ფირმები თვლიან რომ მათთვის საინტერესოა ინფორმაცია იმაზე თუ რა სიტუაციაა ბაზარზე, რა მოცულობა აქვს ამა თუ იმ კომპანიას რა მოცულობას ფლობს, რომელი  ბაზარია და რა რაოდენობით ასათვისებელი. ამასობაში ასეთი კომპანიები როგორც წესი შავ ბაზარს არ აღიარებენ, მართალიც არის, მათთვის შავი ბაზარი მხოლოდ დამოუკიდებელი ერთეული ექსპერტია, რომელიც რაღაც გროშებს აჭრის საერთო დიდ ტორტს.

უკუ სიტუაციაა კომპიუტერული ტექნიკის გამყიდველი ორგანიზაციების გადასახედიდან, მათ აინტერესებთ ინფორმაცია თუ რამდენად არის შევსებული ბაზარი თეთრი და შავი პროდუქციით, იმიტომ რომ თეთრი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება საბაჟოს საიტზეც, მაგრამ შავად ვინ რა შემოიტანა და რამდენად გააჯერა ბაზარი, ეს უკვე საინტერესოა.

ჩვენი რედაქცია რა თქმა უნდა თავისებურად ხედავს ორგანიზაციის მთავარ იდეას. რადგან დღეს ყველაზე დიდი პრობლემა განათლების სფეროშია და ამასობაში ყველა დამსწრე (და არა მარტო დამსწრე) ორგანიზაციას აწუხებს კვალიფიციური კადრები, უპრიანი იქნებოდა სწორედ ცოდნის დონის ამაღლებაზე აქცენტირება, თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროექტია და მისგან ამონაგებს 1 წელიწადში ვერავინ მიირებს. ასევე ასოციაციამ შეიძლება აქტიური მონაწილეობა მიიღოს  ინტერნეტ კანონმდებლობის შემუშავებაში და კანონპროექტის სახით პარლამენტს შესთავაზოს. მაგალითად დღეისათვის საქართველოში ძალიან გახშირდა ქართული SPAM-ი, შესაბამისი კანონის მიღება საკმაოდ მოსახერხებელი იქნებოდა ყველასათვის. პირადი გასაუბრებისას რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელმა დადებითად შეხედა ამ იდეას.

დასკვნით ნაწილში ვიტყოდი, რომ ასეთი ორგანიზაციის შექმნა აუცილებელია, იმედია ყველა დამფუძნებელი კომპანია კონსენსუსს მიაღწევს და ერთიანი ძალებით მართლაც საჭირო ორგანიზაცია შეიქმნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენც და ორგანიზატორებსაც სწორედ ასეთი რამ გვინდა და არა უბრალოდ ქაღალდზე შექმნილი კიდევ ერთი ორგანიზაცია რომელიც რეალურ ცხოვრებაში არაფერს გააკეთებს. საჭიროა ჩვენს ინფორმაციულ ბაზარზე ზრუნვა, თორემ ფსევდო ”ხაკერუშკებით”, SPAM-ერებით და გეიმერებით აივსო ქართული ბაზარი, თუ უმოკლეს დროში არ იქნება თუნდაც კერძო სექტორიდან რაიმე ნაბიჯი გადადგმული, მალე საქართველოში მხოლოდ უცოეთში წარმოებული და იქედან იმპორტირებული პროგრამების და ტექნიკის მომხმარებლები იქნებიან.

P.S. დამატებით დავძენ ერთ გარემოებას, შეხვედრის დროს ცნობილი გახდა, რომ შემუშავებულია ციფრული ხელმოწერის კანონპროექტი და განსახილველად გადაცემულია პარლამენტში, პატარა მაგრამ სასიამოვნო ნაბიჯი გადადგმული ყოფილა, თუმცა ეს კანონპროექტი ჯერ არ შექმნილი ასოციაციის ქმნილება არ არის, ამ საქმეში მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა, დიდი სურვილი იქნებოდა სხვა კანონპროექტებშიც ასეთივე ინიციატივა გამოეჩინათ, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს ასეთი კანონები ძალიან, ძალიან სჭირდება.

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

კი მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურების IT დეპარტამენტებსაც დაკავშირებოდნენ ყველა საინტერესო თემაძე შეიძლება საუბარი და თანამშრომლობა განსაკუთრებით ციფრულ ხელმოწერაზე
27-05-2009, 17:04:22 | Ronin

ასეთი ორგანიზაცია არ არის ფულის მკეთებელი. რაც არ უნდა კარგი ბიზნესმენი იყოს, თუ იგი მაქ მივიდა უბრალოდ თავისი ბიზნესის გასაფართოვებლად, ვაი მასეთ ბიზნესმენსაც და ინტელიგენტსაც. ვერც განათების მსახურნი მიიღებენ მაქ დამატებით მოსწავლეებს.
ხალხნო ასეთი ორგანიზაცია ყველგან და ყოვეთვის საჭიროა მხოლოდ ერთმანეთთან და სახელმწიფოსთანაც თამაშის წესების შესათანხმებლად, რომ ბესპრიდელი არ იყოს
13-07-2006, 11:09:49 |


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.