მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
FAT vs NTFS - რომელია უკეთესი?

რა არის NTFS?
90-იანების დასაწყისში კომპანია Microsoft-ი მიხვდა, რომ DOS სისტემაზე დაფუძნებული Windows-ი სულ უფრო მზარდი ბაზრის მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებდა, ამიტომ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაიწყო მუშაობა. თავიდან ის IBM-თან ერთად მუშაობდა, რამაც მსოფლიოს ახალი სისტემა, HPFS (High Performance file system) მოუვლინა. სამწუხაროდ, ამ ორმა კომპანიამ ერთობლივი მუშაობით მეტი ვერაფერი შექმნა. ცოტა ხანში მაიკროსოფტმა NTFS (New Technology File System) შეიმუშავა, რომელიც თავდაპირველად Windows NT-ში, ხოლო შემდეგ Windows 2000-სა და Windows XP-ში გამოიყენა.

 NTFS-ი FAT-ზე მოქნილია - თითქმის ბოლომდე იყენებს დისკის მოცულობას. კლასტერის ზომა 4 KB-ს არასდროს აჭარბებს, თუმცა მაზოხისტური ოცნების შემთხვევაში შეიძლება ერთ კლასტერში ერთი სექტორის ჩატევაც (მიუხედავად დისკის მოცულობისა),  ხოლო თუ ფაილის ზომა კლასტერის ზომაზე მცირეა, მაშინ სისტემა ამ ფაილს MTF-ში (Master File Table)  ინახავს, რაც მას თავდაპირველ ზომას უნარჩუნებს და შესაბამისად დისკის მოცულობის უაზრო ხარჯვასაც თავიდან გვაცილებს. ყველაფერი ეს მიიღწევა იმის ხარჯზე რომ NTFS-ში, ფაილების განლაგების ცხრილის ზომა და ჩანაწერების რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, იგი დინამიურად იცვლება საჭიროების და მიხედვით.

NTFS ფაილების უკეთეს დაცვასაც უზრუნველყოფს. მაგალითად, XP Pro-ს  დაცვის ინტეგრირებული ფუნქცია გააჩნია. მაგრამ აქ მედლის მეორე მხარეც გვაქვს - მომხმარებელი  პაროლთან ფრთხილად უნდა იყოს – მის დაკარგვას Windows 98-თან შედარებით მეტი გართულებები მოაქვს.

თუმცა NTFS მინუსებიც ბლომად აქვს. მწირი შესაძლებლობის კომპებთან ძალიან ჭირვეულია. მის სისტემურ ფაილებს პატარა მოცულობის დისკებზე საგრძნობი ადგილი მიაქვს (იგრძნობა დინამიური ცხრილის ფუნქციები), ხოლო თვითონ სისტემა ნელა მუშაობს და ხშირად იჭედება კიდეც. ეს გამოწვეული იმით რომ ოპერაციული სისტემა FAT-ისაც და NTSF-ის  ცხრილებს ოეპრატიულ მეხსიერებაში ინახავს, შესაბამისად ფიქსირებული FAT-ი ყოველთვის ერთ როდენობას მოითხოვს, ხოლო NTFS-ი კი ცვალებადი მოვლენაა.

მძლეთამძლე (FAT თუ NTFS?)
მინდა მთელი ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია შევაჯამო და დადებითი და უარყოფითი მხარეების მოკლე ჩამონათვალი შემოგთავაზოთ. ასეთი ჩამოთვლის მეშვეობით ადვილად გაარკვევთ, თუ რომელი სისტემა გჭირდებათ თქვენი კომპისთვის. მაშ ასე:

FAT
პლიუსები
· უფრო სწრაფად მუშაობს 10 გიგაბაიტისა და ნაკლები მოცულობის მქონე დისკებზე (განყოფილებებზე);
· კარგად მუშაობს დისკის პატარა ქეშ მეხსიერებისა და ნაკლები ოპერატიული მეხსიერების (96 მეგაბაიტზე ნაკლები) ქონის შემთხვევაში;
· იოლია დიდი მოცულობის ფაილებთან მუშაობა (არაუმეტეს 2 გიგაბაიტი).

მინუსები
· დისკზე ფაილების რაოდენობისა და დისკის მოცულობის ზრდათან ერთად ნელდება მუშაობის სიჩქარე;
· ბევრი წვრილი ფაილების შენახვისას ხდება დისკის ფრაგმენტირება და სისტემის შენელება იგრძნობა;


NTFS
პლიუსები
· შეუძლია ინდექსირება, რაც ფაილების ძებნას აჩქარებს;
· აქვს უკეთესი დაცვა;
· გააჩნია კვოტირების ფუნქცია;
· შეუძლია ფაილების კომპრესირება;
· ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის შანსს;
· შეუძლია შეინახოს უფრო დიდი მოცულობის ფაილები, ვიდრე FAT-ს (4 GB-ზე დიდი);
· შეუძლია იმუშაოს დიდ დისკებზე  (>1 TB);
· შეუძლია დისკი გადაიყვანოს დინამიურ ფორმატში (ეს ფუნქცია არ მუშაობს WinXP Home ვერსიაში);
· კარგად მუშაობს დიდი მოცულობის ქეშ მეხსიერებიან დისკებთან  და ბევრი ოპერატიული მეხსიერების (96 მეგაბაიტზე მეტი) არსებობისას;
· 20 GB-ზე მეტი მოცულობის მქონე დისკებზე FAT-თან შედარებით უფრო სწრაფად მუშაობს;
· 8 GB-ზე მეტi მოცულობის მქონე …დისკებზე უფრო მეტi ადგილის გამოყენება შეუძლია;
· მეტად დაცულია ფრაგმენტირებისაგან.

მინუსები
· ცუდად მუშაობს ნაკლები ქეშ მეხსიერების მქონე სისტემებთან  (96 მეგაბაიტზე ნაკლები ოპერატიული);
· ცუდად მუშაობს ნელ დისკებსა და კონტროლერებთან;
· პატარა დისკებზე  მოცულობის მხრივ უფრო არაეკონომიურია, ვიდრე FAT-ი.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უკეთესია ამ ზედაპირული ჩამოთვლის შემდეგ  პრაქტიკაზე განვიხილოთ, თუ რომელი ფაილური სისტემა რა გემოვნებისთვისაა განკუთვნილი(ოღონდ სურვილს შესაძლებლობაც ჭირდება :-)). ამისათვის პატარა რჩევა დარიგებანი:

გირჩევთ FAT-ს თუ თქვენ...
· კომპიუტერში გაქვთ 96 მეგაბაიტზე ნაკლები ოპერატიული მეხსიერება;
· გაქვთ ნელი დისკი (<5400 ბრ/წთ) ან კონტროლერი(ATA33ი ან უფრო ნელი);
· გაქვთ 10 GB-ზე ნაკლები მოცულობის დისკებთან (განყოფილებებთან);
· გსურთ Win 9x ოპერაციული სისტემის თქვენს დისკზე  გამოყენება

გირჩევთ NTFS-ს თუ თქვენ...
· გაქვთ 20 GB-ზე მეტი მოცულობის დისკი;
· გაქვთ 128 მეგაბაიტზე მეტი მეხსიერება (რეალურად ჯობია 256 მეგაბაიტზე მეტი გქონდეთ);
· გიწევთ ბევრი წვრილი ფაილების შენახვა (>100,000)
· იყენებთ 4 GB-ზე მეტი ზომის ფაილებს
· იყენებთ დინამიურ დისკებს და RAID სისტემებს;
· გსურთ უფრო სწრაფი ძებნის სისტემა (და კომპიც ხელს გიწყობთ :-));
· გსურთ ფაილების დაცვის გაფართოებული შესაძლებლობა;
· გსურთ აკონტროლოთ სხვა მომხმარებლების მიერ გამოყენებული მოცულობა (კვოტირების შესაძლებლობა);
· გსურთ ფაილების კომპრესია;
· გსურთ ინფორმაციის უკეთესი ფიზიკური განლაგება;
· გსურთ გამოიყენოთ გაფართოებული სიმბოლოების (მათ შორის ქართულის ;)) ნაკრები.

ხ.დ.კ
საკმაოდ ბევრ მომხმარებელს უჩნდება დამატებითი კითხვები,ძირითადს და ხშირად წარმოქმნილ კითხვებს აქვე ვუპასუხებ:

1. შესაძლებელია თუ არა ერთდროულად ორივე სისტემის ქონა ერთ დისკზე?
- შესაძლებელია სხვადასხვა განყოფილებების სხვადასხვა ფაილურ სისტემაზე დაფორმატება;

2. რა სისტემაზე ფორმატდება დისკეტები (Floppy) და CD დისკები?
- დისკეტები როგორც წესი, FAT-ზეა დაფორმატებული და თითო კლასტერი თითო სექტორს შეიცავს, მაგრამ NTFSflp საშუალებას იძლევა, ისინი NTFS-ზე დავაფორმატოთ. რაც შეეხება CD დისკებს, ისინი ISO-9660 ან UDF-ზე ფორმატდება, მაგრამ არასდროს FAT-ზე,  ან NTFS-ზე, გამონაკლისს DVD-RAM დისკები წარმოადგენენ რომელბიც FAT32-ზე ფორმატირდება;

3. დასაშვებია თუ არა ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა ინფორმაციის დაკარგვის გარეშე?
- დასაშვები და შესაძლებელია, ოღონდ გარკვეული პირობებით. Windows-ის შიდა შესაძლებლობებით შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის ფაილურ სისტემაზე გადასვლა, ანუ FAT32-დან NTFS-ზე. აი უკუღმა საშტატო უტილიტებით არაფერი გამოგივათ. თუ სურვილი, ან საჭიროება შეიქმნა, მოგიწევთ სხვა პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა, ძირითადად ჩვენთან Paragon Partition Manager და PowerQvest Partition Magic-ია გავრცელებულია. მათი მეშვეობით უმტკივნეულოდ შეიძლება ნებისმიერი ფორმატიდან ნებისმიერ ფაილურ სისტემაში გადასვლა, როგორც წესი გამოიყენება  NTFS, FAT32, FAT16, FAT12, EXT3.

მოკლედ სულ ეს იყო. იმედია პირველი ეტაპისთვის საქმე გაგიმარტივეთ და  “გასაიდუმლოებულ” თემაზეც თვალები აგიხილეთ. თუ მოვახერხე, თემას გავაგრძელებ და შემდეგში უფრო დეტალურად განვიხილავ სიტუაციას.

ავტორი: domen

პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე