პროცესორები, კლასები და მწარმოებლები
მწარმოებლები პროცესორებს არ აწარმოებს მხოლოდ ერთი ფირმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბევრისთვის, პროცესორებს ბევრი ფირმა თუ ქვეყანა აწარმოებს. სამაგიდო პროცესორების მწარმოებელი ფირმები არიან (ან იყვნენ) : Cirux, VIA, Intel, IBM, AMD, SUN, IDT, Intersil, Motorola, Texas Instruments, ამ ბოლო დროს პროცესორების წარმოებას დიდი ჩინეთიც შეუდგა, მაგრამ ჯერჯერობით მათი სიმძლავრეები საკმაოდ სუსტია, თან ისინი მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზრისთვისაა განკუთვნილი. საინტერესო ის არის, რომ ამ ჩამონათვალიდან ბევრი ფირმა ფიზიკურად დაიხურა, ზოგი ცენტრალური პროცესორის წარმოებას შეეშვა და სხვა ასპარეზი ნახა. შედეგად დღეს ბაზარზე კომპიუტერულ პროცესორებს უშვებენ შემდეგი ფირმები: VIA, Intel, IBM, AMD, SUN. აქედან ყველაზე ცნობილია ორი ფირმაა: კომპანია intel-ი და კომპანია AMD. სანამ ძირითად კონკურენტებს შევუდგებოდეთ გადავხედოთ სამ დარჩენილ ფირმას, რატომ არ განიხილებიან ისინი ჩვენს მიერ. კომპანია VIA უშვებს დაბალი სიხშირის პროცესორებს, რომლებიც გამოიყენება იშვიათად და ძალიან იაფ სისტემებში. საქართველოში მისი შეძენის შანსი ცალკე პროცესორად პრაქტიკულად ნულის ტოლია. შეიძლება უცხოეთიდან შემოტანილი კომპიუტერის შემადგენლობაში იყოს, მაგრამ ესეც ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. იმის გამო, რომ ჩვენთან იგი ნაკლებადაა ცნობილი, თვითონ გამყიდვლებიც გაურბიან მას, უბრალოდ ეშინიათ, რომ ვერ გაყიდიან. კომაპნია SUN პრაქტიკულად გადასულია სერვერული პროცესორების წარმოებაზე და კონკრეტული დაკვეთის გარეშე მისი პროცესორების ხილვა შეუძლებელია. ბოლო ყველაზე წარმატებული პროექტია Niagara, რომელიც 8 ბირთვისგან შედგება, ამჯერად მიმდინარეობს პროექტ Niagara II-ზე მუშაობა. პროცესორები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თავის სექტორში. მის შეძენას და თამაშებში გამოყენებას ნურც იოცნებებთ, მისი ბრძანებები მულტიმედია ინსტრუქციებისათვის არაა განკუთვნილი, მაგრამ თუ გსურთ WEB სერვერის, ან სქელის კვანძის მართვა, მაშინ ვიტყოდი, რომ მშვენიერი არჩევანია. კომპანია IBM სამაგიდო პროცესორებში დღემდე ძირითადად ცნობილი იყო პროცესორებით Power PC, რომლებიც განეკუთვნება ეგრეთწოდებულ RISK პროცესორებს. სამწუხაროდ, ამ კლასის წარმოება პრაქტიკულად ჩაესვენა. მისი ძირითადი მომხმარებელი იყო კომპანია APPLE, რომელიც ამ პროცესორებს თავისი კომპიუტერ Apple MAC-ში იყენებდა. იმის შემდეგ, რაც კომპანია Apple-მ გადაწყვიტა თავისი კომპიუეტერები Intel-ის პროდუქციაზე გადაეყვანა, Power PC პრაქტიკულად მოთხოვნილების გარეშე დარჩა. ძირითადი მიზეზი, რის გამოც მოხდა ამ პროცესორების უარყოფა, იყო ენერგიის დიდი მოთხოვნა და შედეგად საკმაოდ ძლიერი გადახურება. დღეს ამ კლასის პროცესორები გამოიყენება ცნობილ სათამაშო კონსოლში X Box 360. სამწუხაროდ ტემპერატურა ამ პროცესორებისთვის ისევ საკმაოდ ძლიერი თავსატეხია, ამიტომ არაერთი დასაცინი ტერმინი გაჩნდა X BOX-ის მიმართ. ერთერთის მიხედვით კონსოლს იმიტომ აწერია ციფრი 360, რომ აღნიშნოს დატვირთვისას კონსოლი 360 გრადუსზე ცხელდებაო. რა თქმა უნდა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ასე მოიხსენია ცნობილი კონსოლი არანაკლებად ცნობილმა მომღერალმა მადონამ. თვითონ IBM-ი დღესდღეისობით მუშაობს სერვერულ კომპიუტერებზე, რომლებშიც ისევ თავის Power PC-ს იყენებს და ასევე სწორედ ეს კომპანია უშვებს მეორე ცნობილი კონსოლის Sony PlayStation 3-ისთვის საჭირო პროცესორებს CELL. იმის გამო რომ ეს პროცესორები ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამჯერად არ გვხვდება, ჩვენ მათ არ განვიხილავთ. დაგვრჩა ორი ძირითადი მწარმოებელი კომპანია intel-ი და კომაპნია AMD. დღეს სწორედ მათზე ვისაუბრებთ. პატარა გადახვევა იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა გვქონდეს პროცესორებზე, 1-2 აბზაციანი ისტორია არ გვაწყენს. თავიდან პერსონალური სამაგიდო კომპიუტერების გამოშვება დაიწყო კომპანია APPLE-მა, რომელიც იყენებდა კომპანია MOTOROLA-ს პროცესორებს. კომპანია IBM-ისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან იგი აწარმოებდა დიდი გამოთვლით მანქანებს და უცებ პატარა კომპანია მის ბიზნესში შეიჭრა, თან საკმაოდ წარმატებულად. გამოვიდა, რომ კომპანიამ ბაზრის სექტორი ვერ გაითვალისწინა და გარკვეული შესაძლებელი მოგება დაკარგა. ამიტომ სასწრაფოდ შეკრიბა ჯგუფი და შექმნა ალტერნატიული პერსონალური კომპიუტერი. კომპანია დიდი იყო, ფულიც ბევრი ჰქონდა, ამიტომ მის მიერ დაწყებული წარმოება დიდად ფინანსდებოდა. რა თქმა უნდა, პირველ პერსონალურ კომპიუტერებში თვით IBM-ის პროცესორები გამოიყენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ღია არქიტექტურის გამო შესაძლებელი გახდა სხვა კომპანიების პროცესორების გამოყენება. ყველაზე წარმატებული კომპანია intel-ის პროცესორები აღმოჩნდა. სწორედ ამ გარდამტეხი დღიდან იწყება კომპანია intel-ის თავბრუსდამხვევი წინსვლა. IBM-ს ეს არ მოეწონა, ამიტომ შეეცადა სადავეები ხელში ჩაეგდო. ასე გამოჩნდა კიდევ ერთი ტიპის პლატფორმა OS2, მაგრამ მომენტი ხელიდან გაშვებული იყო და დროთა განმავლობაში ამ პროექტმა ჩაყვინთა. ბოლოს ვახსენოთ, თუ საიდან გაჩნდა კონკურენტი AMD და რატომ არიან დღევანდელი ორი გიგანტი მოსისხლე მტრები. თავიდან კომპანია intel-ი აწარმოებდა თავის პროცესორებს, ხოლო როდესაც ახალ კლასზე გადადიოდა, მაგალითად 80286-დან 80386-ზე, მოძველებულ ტექნოლოგიაზე ლიცენზიას ყიდიდა და ძველ და შედარებით იაფიანი პროცესორების წარმოებას სხვა კომპანიები აგრძელებდნენ. ასეთი კომპანიები იყვნენ Cirux-ი და AMD. ეს შეიძლება მეფეების ტრაპეზს შევადაროთ. მეფე მიირთმევს გემრიელ საჭმელს, ხოლო ნარჩენებს მოახლეებს უგდებს. ასე გაგრძელდა პირველ Pentium-ამდე. აქ კომპანია AMD-ს ყელში ამოუვიდა გამოყენებული ტექნიკის გამოშვებაზე მუშაობა და დააპირა თავისი პროცესორის გამოშვება. პირველი მცდელობები 80486-ის დროს მიმდინარეობდა, მაგრამ რეალურად დამოუკიდებლად შექმნილად შეიძლება ჩაითვალოს 80586 (ანუ Pentium 1-ის კლასის) მსგავსი პროცესორის წარმოება. მას სახელად K5-ი დაერქვა. . პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი |
|
Intel Core Duo E7500 2.93GHz L2 Cache 3Mb ეს CPU რამდენ ბირთვიანია?