პროცესორები, კლასები და მწარმოებლები
სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორები (Intel) ეს კლასი ბევრი ლეგენდების საფუძველი გახდა. ძირითადად ამ კლასში შედის Celeron-ის პროცესორები, თუმცა იმის გამო, რომ გამყიდვლები თავს იკატუნებენ და არ ირჯებიან ახსნით. იმის გამო, რომ პროცესორები მუშაობისას აშკარად დაბალ შედეგებს იძლევა და იმის გამო, რომ ახალბედამ ინფორმაცია არ იცის ბევრის მიერ ჩათვლილია რომ სიტყვა Celeron-ს არაფერი აქვს საერთო Pentium-ის სახელგანთქმულ სიმძლავრესთან და თვითონ კომპანია Intel-თან. სცდებით პროცესორების კლასი Celeron-ი გამოშვებულია კომაპნია intel-ის მიერ და არის pentium-ის შესუსტებული ვერსია. შინაარსი აქ შემდეგია: გამოვიდა ახალი კლასი, მაგალითად Pentium 4, მას აქვს გარკვეული ბუდე, მონაცემები, სტანდარტები, რომელიც არათავსებადია ძველი სტანდარტების პროცესორებთან. მაგრამ პროცესორი არის ძლიერი და როგორც წესი ძვირი ღირს. ამ დროს როგორც წესი წყდება ძველი თაობის პროცესორების მასიური წარმოება, მაგრამ მომხმარებლების მოთხოვნა არ წყდება, იმისათვის რომ არ მოხდეს ძველის გამოშვებაზე აქცენტირება, წარმოებაში ეშვება შესუსტებული პროცესორი, რომელიც შედარებით იაფი ღირს (2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ იაფი), მაგრამ ახალი სტანდარტს ექვემდებარება სიახლეებით, ბუდის ზომებით, კონტაქტების რაოდენობით. თავს მეორე ფაქტორიც იჩენს, ყველას არ აქვს სათამაშოთ და ფილმების სარენდეროდ საქმე. ანუ ზოგს უნდა მაღალი წარმადობა, ზოგს კი ტექსტის აკრეფის მეტი არაფერი ევალება. ისმის კითხვა რატომ უნდა დაიხარჯოს ორივე მომხმარებელი ერთნაირად? სწორედ აქ ალტერნატივად ჩნდება Celeron-ის კლასი. მას შეუძლია 2 დატვირთვა შეასრულოს, ერთი არის მარტივი სამუშაოებისთვის განკუთვნილი, მეორე კი მფოობელს დროებით ეხმარება და მომავალში აძლევს სერიოზულ პროცესორზე გადასვლის შესაძლებლობას. ანუ თუ ახლა თანხა არ გყოფნით ძლიერ პროცესორზე, ამასობაში თანახმა ხართ გარკვეული წარმადობა დროებით დათმოთ, შეიძენთ Celeron-ის პროცეოსრს, შემდეგ როდესაც ფინანსურად მოძლიერდებით შეგიძლიათ ახალი პროცესორი შეიძინოთ და სუსტი პროცესორი შეცვალოთ. ასევე დავძენდი დამატებით ერთ გარემოებას, კომაპნია intel-მა Celeron-ის პროცესორები გამოუშვა კომპანია AMD-ს ბიოჯეტური ბაზრის დასაპყრობად. ანუ ერთი პეროიდი intel-ის პროცესორები ძლიერი და ძვირი იყო, ეკავა გარკვეული სეგმენტი, სამაგიეროდ AMD-ს პროცესორები იაფი ღირდა და ნაკლები წარმადობით გამოირჩეოდა, ამიტომ უფრო ბოუჯეტური ბაზარი ეკავა. კომპანია intel-მა მოინდომა ბაზრის ამ სეგმენტის დაპყრობაც, შედეგად გამოჩნდა შეკვეცილი შესაძლებლობების პროცეოსრი, დღეს მას ვიცნობთ სახელით Celeron :-). ეს ფაქტი AMD-ს მიერ აღქმული იყო როგორც მის ტერიტორიაზე შეჭრა, შედეგად არა ერთი ღამე იყო გათენებული რომ AMD-ს პროცესორების მაღალი კლასის ბაზარზე შეჭრილიყო. Celeron-ის პროცესორები როგორც წესი ხასიათდებიან მიმდინარე Pentium-ის კლასის პროცესორზე 4-ჯერ ნაკლები L2 ქეშ მეხსიერების რაოდენობით, 2-ჯერ ნაკლები სისტემური სალტის სიხშირით და HT ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. დანარჩენი კი ჩვეულებრივი intel Pentium-ის იდენტურია. ამ კლასის პროცესორი გამოიყენება ნებისმიერ საქმიანობაში, ანუ: მარტივი თამაშები (აქ იგულისხმება არა მარტო ოპერაციული სისტემის თამაშები, სურვილის დროს შეიძლება მაგალითად ითამაშოთ WOW, HL2, DOOM და სხვა, უბრალოდ მოძრაობა და სიჩქარე ისეთი კომფორტული არ იქნება როგორც Pentium-ის შემთხვევაში), შეიძლება გაჭირვებით 3D პროგრამებში მოდელირება, თუმცა მოდელირებული საგნის რენდერი საკმაოდ დიდი ხნით გაიჭიმება. უპრობლემოდ შეიძლება არქივირება, ინტერნეტში მოგზაურობა, სიმღერების და ფილმების მოსმენა და ნახვა, სურათების დათვალიერება და ასე შემდეგ, მოკლედ ეს არის იდენტური Pentium-ის პროცესორი, შედარები ნელი რეაქციით და დაბალი ფასით. პროცესორის აღნიშვნისას შეეცადეთ არ გამოიყენოთ სიტყვა intel-ი, იმიტომ რომ მცოდნეებში ისედაც გასაგებია, Celeron-ს მხოლოდ Intel-ი უშვებს, ასევე შეცდომად და არაკორექტლად ითვლება Pentium 4-ის კლასის Celeron-ის ხსენება, არის ხშირად ასეთი ტერმინიც. დაიმახსოვრეთ Celeron-ის სხვაა და Pentium-ი სხვა. სახელი მიუთითებს, თუ რომელი კლასის პროცესორი გაქვთ - ძლიერი და ძვირიანი, თუ სუსტი და იაფიანი. მეტი აქ არაფერია აღსანიშნავი. მობილური პროცესორები (Intel) მობილური პროცესორების თემა ბოლო 3 წელია აქტუალური გახდა, მანამდე მობილურ სისტემებში ანუ ნოუთბუქებში ჩვეულებრივი, სამაგიდო პროცესორები გამოიყენებოდა. ამ საქმეს რამდენიმე მინუსი აღმოაჩნდა. პირველი, რომ პროცესორები მიჩვეული არიან თელასისგან ენერგიის მიღებას და უზომოდ ხარჯვას, ნოუთბუქებში კი თელასი ყოველთვის არ არის შეერთებული, შედეგად პროცესორის სიმძლავრის ზრდასთან ერთად აკუმულატორიდან ავტონომიური მუშაობის დრო კატასტროფული სიჩქარით მცირდებოდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ აკუმულატორი ნოუთბუქებს 25-30 წუთი ყოფნიდათ. გასაგები გახდა, რომ რაღაც ახალი იყო მოსაფიქრებელი. გარდა ენერგიის უზომო ხარჯვისა, იზრდებოდა პროცესორის მიერ გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. ბევრი საკმაოდ ძლიერი პროცესორი იმდენად ხურდებოდა, რომ მისი მუხლებზე დადება უსიამოვნო და აუტანელიც იყო. ბოლო სამედიცინო დასკვნებით კი ნოუთბუქის მიერ გამოყოფილი მაღალი ტემპერატურით სასქესო ორგანოების მუდმივი გადახურება იწვევს ჰორმონალურ დარღვევას როგორც კაცებში ასევე ქალებში. უსიამოვნო ფაქტია! მოკლედ, მთავარი აზრი - მობილურობა ნელ-ნელა დაიკარგა. ამიტომ საჭირო გახდა ახალი არქიტექტურის პროცესორების შექმნა. ამ საქმეში Pentium 4-ის ბირთვმა და Netbrust ტექნოლოგიამ არ გაამართლა. კომპანია intel-ი პირველი შეუდგა კონკრეტულად მობილური პლატფორმებისთვის პროცესორების შემუშავებას და პირველი Pentium M-ი გამოაცხო. პროცესორი აგებული იყო Pentium 3-ის ბირთვის გათვალისწინებით, ოღონდ, რა თქმა უნდა, უამრავი რამ იყო შეცვლილი. გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, როდესაც პროცესორს საქმე არ აქვს, იგი თავის სიხშირეს აგდებს, ამით სითბოც ნაკლები გამოიყოფა და ენერგიაც ნაკლები იხარჯება. გარდა ამისა შეიცვალა ბუდე და კონტაქტების რაოდენობა, სამაგიდო პროცესორებისგან განსხვავებით გამოიყენება 479 კონტაქტიანი ბუდე. პროცესორს აქვს საკმაოდ დაბალი სიხშირე, მაგრამ საკმაოდ მაღალი წარმადობა. ასე მაგალითად, 1,7 გიგაჰერციანი Pentium M-ი თავისი წარმადობით უტოლდება 2,8-3,0 გიგაჰერციან Pentium 4-ს. ამასობაში ენერგია მოიხმარება 21 ვატი, ნაცვლად 130 ვატისა. პროცესორის პირველად გაუჩნდა 2 მეგაბაიტიანი L2 დონის ქეშ მეხსიერება, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ფაქტად იყო აღიარებული, რომ მობილურ სისტემაში გაორმაგებულმა ქეშ მეხსიერებამ წარმადობის ზრდა გამოიწვია, მოხდა სამაგიდო პროცესორებშიც ქეშ მეხსიერების 2 მეგაბაიტამდე გაზრდა (საუბარია 6xx სერიაზე). რა თქმა უნდა ამ პროცესორებშიც გამოჩნდა ბიუჯეტური ვერსია, ეს არის Celeron M-ი, მაჩვენებლები აქაც თითქმის იგივეა, მაგრამ აქაც შეზღუდულია ქეშ მეხსიერება, 512 კილობაიტი 2 მეგაბაიტის ნაცვლად. გარდა ამისა ბიუჯეტურ მოდელში არ არის გათვალისწინებული პროცესორის სიხშირის ჩამოგდების ტექნოლოგია. ასე რომ Celeron M-ი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე Pentium M-ი. ამით მობილური პლატფორმებიც მოვრჩით. გადავიდეთ კონკურენტის პროდუქციაზე.. პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი |
|
Intel Core Duo E7500 2.93GHz L2 Cache 3Mb ეს CPU რამდენ ბირთვიანია?