პროცესორები, კლასები და მწარმოებლები
სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორები (AMD) ისევე როგორც intel-ის შემთხვევაში, AMD-ს სჭირდებოდა ბიუჯეტური ბაზრის ათვისება. რისთვისაც იგივე მეთოდი იყო გამოყენებული, შედეგად ბაზარზე გამოჩნდა Sempron -ის პროცესორები. აღარ ვხსნი, რომ ეს პროცესორებიც AMD-ს ეკუთვნის, უბრალოდ განსხავავებული სახელი გამოიყენება იმის აღსანიშნად, რომ პროცესორი არის სუსტი და განეკუთვნება იაფიან კლასს. სამწუხაროდ კომპანია AMD თავის დროზე ძალიან გაერთო ძლიერი პროცესორებით და ბიუჯეტური ბაზარი გვიან გაახსენდა (ფსიქოლოგიური ბარიერი, იყო, აქამდე სულ ბიუჯეტურზე იჯდა და როდესაც წელში გაიმართა სიტყვა ბიუჯეტურიო ყელში ჰქონდა ამოსული, ასე რომ სანამ გონს მოეგო ძირითადად ძლიერ პროცესორებს უშვებდა), შედეგად ბიუჯეტური სეგმენტი საკმაოდ ძლიერად იყო ათვისებული intel Celeron-ის მიერ. გამოშვებული Sempron თავიდან დიდი შეძახილებით იყო მიღებული, მაგრამ როდესაც გაირკვა რომ პროცესორს არ აქვს 64 ბიტიანი ინსტრუქციების მხარდაჭერა, აქვს მხოლოდ 256 კილობაიტი ქეშ მეხსიერება, რაც Celeron D-სთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია, აქვს 333 მეგაჰერციანი სისტემური სალტის მხარდაჭერა (Celeron D-ს კი 533 მეგაჰერციანი სალტის მხარდაჭერა აქვს), არის ძველ Socket 754-ზე გათვლილი (სამწუხაროდ ამ სოკეტზე დედა დაფები სულ უფრო და უფრო ცოტა გამოდის), მომხმარებელმა იგი საშინელებად შერაცხა. მიუხედავად ამისა, პროცესორი თავის საქმეს აკეთებს ზუსტად ისევე, როგორც Celeron-ი თავის სექტორში. თუ თქვენი საქმიანობის არეალია ტექსტებზე მუშაობა, მუსიკის მოსმენა, სურათების დათვალიერება, კინოფილმების ყურება და ინტერნეტში სიარული, მაშინ ამ პროცესორზე მეტის ყიდვას ნამდვილად არ აქვს აზრი. რა თქმა უნდა, თუ თქვენ AMD-ს მომხრე ხართ (ეგრეთწოდებულ intel-ის მოყვარულს ამ პროცესორს ვერ დაანახებ). ასე რომ, გააჩნია თქვენს მოთხოვნებს. მთლიანობაში პროცესორი მშვენიერი გამოვიდა, თუმცა შედარებით ცხელია იმიტომ, რომ არ აქვს AMD Athlon 64-ისნაირი Cool'n'Quiet ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც პროცესორის უმუშევრობის შემთხვევაში ბირთვის სიხშირეს აგდებს და ენერგიას ნაკლებს ხარჯავს, შედეგად ნაკლებად ცხელდება. მობილური პროცესორები (AMD) intel-ის თავბრუდამხვევი შედეგები, რომელიც კონკურენტმა Intel Pentium M-ის გამოშვებით და სუპერ წარმატებული პლატფორმა Centrino-ს შექმით გამოიწვია, AMD-ს უყურადღებოდ არ დარჩენია, თუმცა იმავე სიმძლავრის და ისეთივე ნაკლებად ენერგო მოხმარების პროცესორის შექმნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. რეალურად პროცესორი AMD Turion 64 არ აღმოჩნდა კონკურენტუნარიანი. აქ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა, პირველი იყო ის, რომ შემოთავაზებული იყო არა მთლიანი ეკონომიური პლატფორმა, არამედ მხოლოდ პროცესორი, რომელიც რეალური ტესტებისას აშკარად ჩამორჩებოდა კონკურენტის პროცესორს ენერგიის ეკონომიაშიც და წარმადობაშიც, დღეს ამ კლასის პროცესორები არსებობს როგორც AMD-ს პროდუქციის მოყვარულების ალტერნატივა, მაგრამ არა Pentium M-ის სრული ჩანაცვლების ვარიანტი. ასევე ეკონომ ვარიანტად გამოშვებული იყო მობილური Mobile AMD Sempron, რომელსაც დიდი ქება-დიდება არ შეხვედრია და დღეს უბრალოდ ფაქტის სახით არსებობს. სამწუხაროდ კომპანია AMD-ს ამჯერად პრობლემა შეექმნა არა მარტო მობილურ, არამედ სამაგიდო და სერვერულ პლატფორმებშიც. გასაგებია, რომ მთელი ძალები გადატყორცნილი იქნება სერვერული და სამაგიდო პროცესორების მოდერნიზაციაში, ნაკლებად ათვისებული მობილური ბაზარი კი სავარაუდოდ ყურადღების გარეშე დარჩება, კომპანია intel-ი კი ამ ბაზარზე საუცხოო აგრესიით მიიწევს წინ. როდესაც AMD-ს ბაზრის ეს სეგმენტი გაახსენდება, სავარაუდოდ საკმაოდ გვიანი იქნება, თუმცა ჩემგან დიდი წინასწარმეტყველი ვერ გამოვა, ამიტომ დაველოდოთ ფაქტებს. ჯამი საბოლოოდ ერთიანი მოკლე სიტუაცია ჩამოვაყალიბოდ: intel-ის ბანაკში სერვერული პროცესორებია: intel itanium, intel itanium2, intel Xeon. intel-ის ბანაკში სამაგიდო ძლიერი პროცესორებია: intel Pentium 4, intel Pentium D, intel Core Solo, intel Core Duo, intel Core 2 Duo. intel-ის ბანაკში სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორია: intel Celeron. intel-ის ბანაკში მობილური პროცესორებია: intel Pentium M, intel Celeron M, intel Core Solo, intel Core Duo. ახლა AMD-ს პროდუქცია დავანაწევროდ: AMD-ის ბანაკში სერვერული პროცესორია: Opteron. AMD-ის ბანაკში სამაგიდო ძლიერი პროცესორებია: AMD Athlon 64, AMD Athlon 64 X2 Dual-Core, AMD Athlon 6x FX. AMD-ის ბანაკში სამაგიდო ბიუჯეტური პროცესორია: AMD Sempron. AMD-ის ბანაკში მობილური პროცესორებია: Mobile AMD Sempron, Mobile AMD Athlon 64, AMD Turion 64 Mobile, AMD Turion 64 X2 Mobile. ბოლოსიტყვა სტატია ძალიან დიდი გამოვიდა, მაგრამ მგონი ყველა შესაძლებელი ასპექტი იქნა განხილული, წესით სუპერ სპეციალისტები ამ სტატიის შემხედვარე ვერ გახდებით, მაგრამ აბსოლუტური ვაკუუმიდან აუცილებლად გამოძვრებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ნიუანსი ყველა პროცესორის მიმართ ამ სტატიაში ნახსენები არ არის, სტატიაში მოყვანილია მწარმოებლების ბმულები პროცესორების შესახებ. სრულ, ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას თვითონ მწარმოებლების საიტებზე გაეცნობით. მოკლედ გისურვებთ წარმატებებს თქვენი მომავალი თანამგზავრის არჩევაში :-). პირველი გვერდი « 3 4 5 6 ბოლო გვერდი |
|
Intel Core Duo E7500 2.93GHz L2 Cache 3Mb ეს CPU რამდენ ბირთვიანია?