გამოვა ბოლო გვერდი, სადაც წერია: დიდი მადლობა, მადლობა დიდი, და კიდევ ერთი დიდი მადლობა იმისათვის რომ Windows XP-ს იყენებ, ამასობაში გილოცავთ მთელი Microsoft-ის სახელით, რადგან ინსტალაცია წარმატებით იქნა დასრულებული, ვაშაააა!!!!!
სხვა რა გზა გვაქვს დავაჭირეთ საბოლოოდ ღილაკს Next, გამოჩნდება Welcome ეკრანი, გაისმება მელოდიის ხმა (თუ აუდიო დაფა ამოცნობილია), გამზადდება თქვენი პროფილი და შეხვალთ თქვენს ექაუნთში.
პირველად დაგხვდებათ Start მენიუ გახსნილი. დააწკაპუნეთ ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე და მენიუ გაქრება. სამაგიეროდ ამოხტება შეტყობინება, რომ თქვენი ანტივირუსი დაინსტალირებული არა რის, ასევე გამოხტება საათის ადგილზე შეტყობინება: თუ შეიძლება გაეცანით Windows XP TOUR-ს. ეს ტური ერთხელ მაინც გაუშვით თორემ ყოველი გადატვირთვის შემდეგ ტვინს წაიღებს, გამიშვი, გამიშვიო :-).
მორჩა მეტი აქ აღარაფერია ასახსნელი, ახალი Windows-ი გაქვს, დრაივერებს იმედია დააყენებ, დამატებით პროგრამებსაც, მეტი არც არაფერი იყო აქ სასწავლი. აბა ჰე ახლა წარმატებებს გისურვებ შენი პატარა ციფრული კვიცის მოთვინიერებაში.
პირველი გვერდი « 8 9 10 11 12 13 » ბოლო გვერდი
www.windowstbilisi.blogspot.com
www.compmaster.at.ua