მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

იმის გამო, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს არანაირი განყოფილება შექმნილი ვირჩევთ მეორე პუნქტს, ანუ ვაჭერთ ღილაკს C. ამ დროს გამოდის ახალი ფანჯარა, სადაც  აქტიურად ციმციმებს მთლიანი დისკის ზომა, შეგვიძლია გავაკეთოთ სამი მოქმედება:
- დავაჭიროთ ღილაკს ESC და დავბრუნდებით წინა მენიუში (არ გვინდა);
- დავაჭიროთ ღილაკს Enter და მთლიანი დისკის მოცულობა ერთ ლოგიკურ დისკად აღიქმება (არ გვინდა);
- ჩაწერეთ ხელით სასურველი დისკის მოცულობა და დააჭირეთ Enter-ს (ეს პუნქტი გვჭირდება).

ჩვენს მიერ განხილულ ფანჯარაში ჩანს 122872 მეგაბაიტი, აქ უნდა იცოდეთ ერთი საიდუმლოება, ყოველი 1024 მეგაბაიტი ტოლია ერთი გიგაბაიტის, ასე რომ თუ გსურთ მაგალითად 8 გიგაბაიტიანი დისკის შექმნა უნდა ჩაწეროთ 8192, რაც მივიღეთ ფორმულიდან  8x1024=8192 მეგაბაიტის. შეგიძლიათ ამდენი არ იწვალოთ და ჩაწეროთ პირდაპირ 8000, ამ შემთხვევაში შექმნილი დისკი 8 გიგაბაიტზე ოდნავ პატარა იქნება. მოკლედ ამოირჩიეთ სასურველი ზომა, ამ სტატიის დაწერისას მე ამოვირჩიე ციფრი 12 000.  დააჭირეთ Enter-ს და დაბრუნდებით წინა ფანჯარაში, განსხვავება იქნება ერთი მთლიანი დისკი ორად გაიყო. გვაქვს ერთი მიახლოებით 12 გიგაბაიტიანი განყოფილება და დანარჩენი გამოუყენებელი მოცულობა.

ამჯერად ჩვენ გვჭირდება პირველი 12 გიგაბაიტიანი განყოფილება, დანარჩენი დავტოვოთ ისე როგორც არის, Windows-ის ინსტალაციის დასრულების შემდეგ შეგვიძლია იგი ან ერთ მთლიან  D: დისკად გადავაკეთოთ, ან დავყოთ სასურველ მოცულობებად. ამას შემდგომ მივხედოთ. მოკლედ ამჯერად ამოირჩიეთ პირველი განყოფილება, რომელიც შექმენით და დააჭირეთ Enter-ს.

გამოვა ახალი ფანჯარა, რომელშიც შემოთავაზებულია დისკის დაფორმატების მეთოდი. აქ შეიძლება იყოს შემოთავაზებული 5 ან 2 მეთოდი, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ინსტალაციას ირჩევთ (ახალ კომპიუტერზე ინსტალაცია, თუ სისტემის გადაინსტალირება), ასევე რა ზომის დისკი ამოირჩიეთ, თუ თქვენს მიერ ამორჩეული დისკის ზომა არ აღემატება 20 გიგაბაიტს, მაშინ შემოთავაზებული იქნება FAT 32 ან NTFS ფაილური სისტემა, თუ თქვენს მიერ ამორჩეული დისკის ზომა 20 გიგაბატს აღემატება, მაშინ შემოთავაზებული იქნება მხოლოდ NTFS ფაილური სისტემა. 

თითოეულ ფაილურ სისტემაზე შეგიძლიათ ამოირჩიოთ 2 დაფორმატების მეთოდი:
- სტანდარტული (მოითხოვს დროს)
- ჩქარი “Quick” (3-5 წამში მთავრდება ფორმატირება)

იმის გამო, რომ დღეს ყველა დისკი ქარხნულად უკვე წინასწარ ფორმატირებულია, სრულ ფორმატირებას აზრი არ აქვს, უბრალო დროის ხარჯვაა, თუმცა შეიძლება თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, მოკლედ ამოირჩიეთ დაფორმატების სასურველი მეთოდი და ფორმატი (თუ გაქვთ ამორჩევის საშუალება). თუ არ იცით რომელი ფაილური სისტემაა თქვენთვის მისაღები, მაშინ გადაიკითხეთ აი ეს სტატია, შემდეგ არჩევანის გაკეთება შედარებით მარტივი იქნება.

მე პირადად ამოვირჩიე FAT სტანდარტი და Quick რეჟიმი, FAT 32-ი დამჭირდება შემდეგი სტატიისთვის და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის, ასე რომ ჩემს არჩევანს ბრმად ნუ ენდობით, მე ჩემი პირადი მიზნები მამოძრავებს ამ არჩევანის დროს.

შემდეგ ფანჯარაში მოთხოვნილი იქნება ფორმატირების დამოწმება, განმარტებას აღარ დავიწყებ, უბრალოდ დააჭირეთ Enter-ს. დაიწყება დისკის ფორმატირება. ფორმატირება უცებ მორჩება და დაიწყება დისკზე საინსტალაციო პაკეტის გადაწერა. აქ განსხვავებული ინსტალაცია ახალ კომპიუტერსა და ადრე ინსტალირებულ სისტემას შორის მთავრდება.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 24
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

www.windowstbilisi.blogspot.com
www.compmaster.at.ua
12-02-2017, 00:29:04 | compmaster

ასეთივე მონდომებით თუ დაწერდი ყველაფერს (ANDROID)-ზეც, ძალიან გაგვახარებდი.
01-03-2014, 17:39:35 | fhaveli

და თუ არ გვაქვს საინსტლაციო დისკები,იმ შემტხვევაში ხომ შეიძლება driver magician პროგრამა დავიხმაროთ??
31-05-2010, 00:14:52 | anno

აუ უმაგრესი საიტია ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი საღოოოოოოოოოოოლ :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:
24-03-2010, 20:06:12 | gio bagdadishvili

დისკი ტუ დაგეკარგა ნტლად კარგად ვერ გქონიოა საქმე :D:D
30-01-2010, 14:31:41 | gurabanidze

ვინდოს დგადაყენებაზე პრობლემა არ მქონია მაგრამ ბევრი რამ გავიგე ახალი და საინტერესო . საინტერესო ენით არის აღწერილი.
12-01-2010, 19:19:44 | Lasha75

მაქვს აკრონ-ის პროგრამა და არ ვიცი როგორ გავაკეთო კლონი და შევქმნა იმიჯი.გთხოვთ დადოთ შესაბამისი ისტრუქცია დასურათებული....
11-09-2009, 01:15:41 | D.J.IMO

ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ ხომ ვერ დადებთ ინფორმაციას როგორ დავაკავშირო 2-ან მეტი კიმპიუტერი ერთმანეთთან როცა ქსელის კაბელს შევაერთებ მერე რა უნდა ვქნა?გთხოვტ დასურათებული ინსტრუქცია დადოტ და მასწავლოთ,,,,,
11-09-2009, 01:12:37 | D.J.IMO

ფლეშკიდან ან ვინჩესტერიდან როგორ უნდა დავყენო?
31-07-2009, 21:23:37 | giorgi7704

დამეხმარეთ რა ძალიან გთხოვთ... windows-ი გადავაყენე ჩვეულებრივად და D: დისკი დამეკარგა რა ვქნა გთხოვთ რა მითხარით ვინმემ...
05-07-2009, 10:27:53 | vakho88


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.