მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები


ვაგრძელებთ საერთო ინსტალაციას
მოკლედ აქამდე პატარა განსხვავებები ინსტალაციაში იყო, დანარჩენი კი ყველა მეთოდისთვის საერთოა, და არაფრით არ განსხვავდება. ფორმატირებისა და საჭირო ფაილების გადაწერის შემდეგ კომპიუტერი თვითონ გადაიტვირთება და დაიწყებს ჩატვირთვას.

თუ საინსტალაციო დისკი დრაივში დევს, ნუ შეგეშინდებათ, გამოვა ჩატვირთვის საწყისი მენიუ, ამ დროს თქვენ თუ კომპაქტიდან ჩატვირთვა გსურთ რაიმე ღილაკს უნდა დააჭიროთ ხელი, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ კომპაქტიდან ჩატვირთვის ეტაპი უკვე გავიარეთ ეს პუნქტი აღარ გვჭირდება, ამიტომ კლავიატურას ხელს არ ვახლებთ. სისტემა თვითონ მიხვდება რომ კომპაქტიდან ჩატვირთვა არ გვჭირდება და 5 წამიანი დაცდის შემდეგ თვითონ გააგრძელებს Windows XP-ს ინსტალაციას ვინჩესტერიდან.

საინსტალაციო კომპაქტს დრაივიდან ნუ ამოიღებთ ინსტალერს კიდევ არა ერთი ათეული ფაილი ექნება გადმოსაწერი დისკიდან. მოკლედ გამოჩნდება WIndows-ის ჩატვირთვის მენიუ, რამდენიმე წამში გაქრება და გაგრძელდება ინსტალაციის მეორე ეტაპი.

მეორე ეტაპის დროს პირველად დაინახავთ მარცხენა მხარეს, რომ Windows-სი სრულ ინსტალაციამდე კიდევ 39 წუთი დარჩა, ეს ციფრი რეალობას არ აღნიშნავს და დამოკიდებულია კომპიუტერის სიმძლავრეზე, მაგალითად Pentium 3-ზე, რომელსაც 120 მეგაბაიტი ოპერატიული აქვს, შეიძლება მართლად დასჭირდეს 39 წუთი ან მეტი, მაგრამ Pentium 4-ის შემთხვევაში მითუმეტეს თუ მას 512 მეგააბიტზე მეტი ოპერატიული გააჩნია, ეს ციფრი უცებ გაირბენს და შეიძლება სულ რაღაც 15-20 წუთი გამოვიდეს. პირველი გვერდი « 3 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 24
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

www.windowstbilisi.blogspot.com
www.compmaster.at.ua
12-02-2017, 00:29:04 | compmaster

ასეთივე მონდომებით თუ დაწერდი ყველაფერს (ANDROID)-ზეც, ძალიან გაგვახარებდი.
01-03-2014, 17:39:35 | fhaveli

და თუ არ გვაქვს საინსტლაციო დისკები,იმ შემტხვევაში ხომ შეიძლება driver magician პროგრამა დავიხმაროთ??
31-05-2010, 00:14:52 | anno

აუ უმაგრესი საიტია ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი საღოოოოოოოოოოოლ :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:
24-03-2010, 20:06:12 | gio bagdadishvili

დისკი ტუ დაგეკარგა ნტლად კარგად ვერ გქონიოა საქმე :D:D
30-01-2010, 14:31:41 | gurabanidze

ვინდოს დგადაყენებაზე პრობლემა არ მქონია მაგრამ ბევრი რამ გავიგე ახალი და საინტერესო . საინტერესო ენით არის აღწერილი.
12-01-2010, 19:19:44 | Lasha75

მაქვს აკრონ-ის პროგრამა და არ ვიცი როგორ გავაკეთო კლონი და შევქმნა იმიჯი.გთხოვთ დადოთ შესაბამისი ისტრუქცია დასურათებული....
11-09-2009, 01:15:41 | D.J.IMO

ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ ხომ ვერ დადებთ ინფორმაციას როგორ დავაკავშირო 2-ან მეტი კიმპიუტერი ერთმანეთთან როცა ქსელის კაბელს შევაერთებ მერე რა უნდა ვქნა?გთხოვტ დასურათებული ინსტრუქცია დადოტ და მასწავლოთ,,,,,
11-09-2009, 01:12:37 | D.J.IMO

ფლეშკიდან ან ვინჩესტერიდან როგორ უნდა დავყენო?
31-07-2009, 21:23:37 | giorgi7704

დამეხმარეთ რა ძალიან გთხოვთ... windows-ი გადავაყენე ჩვეულებრივად და D: დისკი დამეკარგა რა ვქნა გთხოვთ რა მითხარით ვინმემ...
05-07-2009, 10:27:53 | vakho88


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.