მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები

ახალ ფანჯარაში მოითხოვება კომპიუტერის მფლობელის სახელი და ორგანიზაციის სახელი, შეგიძლიათ ორგანიზაციის სახელი არ ჩაწეროთ. დააჭირეთ ღილაკს Next.

შემდეგი ფანჯარა ვიცი რომ ძალიან მოგეწონებათ, აქ უნდა შეიყვანოთ თქვენი Windows-ის CD-Key. იმედია ხელთ ეს ნომერი გაქვთ. სხვათაშორის გაითვალისწინეთ შეიძლება ეს ფანჯარა ვერც დაინახოთ. ეს ხდება მაშინ როდესაც საინსტალაციო პაკეტის პასუხების ფაილში წინასწარ არის მითითებული სერიული ნომერი. თჲ ასეთი წინასწარ გამზადებული პაკეტი არ გაქვთ, მაშინ ნება იბოძეთ ამოიწერეთ ნომერი და ხელით შეიყვანეთ.

შემდეგი ფანჯარა არანაკლებად აქტუალური და საყურადღებოა. აქ გვაქვს ორი რამ გასაკეთებელი. პირველი კომპიუტერს უნდა მივცეთ სახელი (რომლითაც იგი შემდგომში ქსელში გამოჩნდება), მეორე უნდა დავარეგისტრიროთ ძირეული ადმინისტარტორის ექაუნთის პაროლი. ორივე აუცილებელი პუნქტია.

პირველ პუნქტში საყურადღებო შემდეგი რამ არის, აქ საჭირო სახელი არ უნდა ემთხვეოდეს, შემდგომში გასაკეთებელი მომხმარებლის პროფილის სახელს, მაგალითად მე წინა ფანჯარაში გამოვიყენე სახელი Ja_Ja, ანუ Windows XP-ს ეს ვერსია იდეაში ამ მომხმარებელს ეკუთვნის, თუ მე ამჯერად კომპიუტერის სახელშიც გამოვიყენებ სახელს Ja_Ja, შემდეგ ვერ შევქმნი ამავე კომპიუტერზე მომხმარებელს სახელით Ja_Ja. ეს კი ყველა მომხმარებლისთვის მტკივნეული თემაა, ყველას უნდა რომ თავის კომპიუტერზე იყოს ზუსტად მისი სახელი, ამიტომ თუ კომპიუტერის სახელშიც იგივე სახელს გამოვიყენებთ შემდეგ მომხმარებლის შექმნისას ჩიხში აღმოვჩნდებით. მოკლედ აქ რაიმე განსხვავებულის ახალი უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად მე ამოვირჩევ კომპიუტერისთვის შემდეგ სახელს CyberBite.

ქვედა ველში უნდა გავნსაზღვროთ ექაუნთი Administrator-ისთვის საჭირო პაროლი. ეს ექაუნთი ავტომატურად იქმნება. ჩანს მხოლოდ Save Mode რეჟიმში, ან მაშინ როდესაც Wellcome ეკრანის გამოჩენისას დააჭერთ სამ დაწყევლილ კლავიშს Control + ALT + Delete. ამ დროს გამოვა მენიუ სადაც უნდა შეიყვანოთ მომხამრებლის სახელი და პაროლი. მოკლედ თუ ჩვენ ახლა აქ პაროლს არ გავნსაზღვრავთ შემდეგში მებისმიერ მოხაკერო ელემენტს შეეძლება ჩვენს კომპიუტერში ქსელით შემოძრომა, ან ადმინისტრატორის ექაუნთით ჩატვირთვა თან ისე რომ არანაირი პაროლი არ დასჭირდება. გასაგებია რომ ეს უსიამოვნო ფაქტია, ამიტომ ასეთთან საქმე რომ არ გვქონდეს, მოიგონეთ თქვენთვის მარტივი, მაგრამ სხვისთვის ძნელად მისახვედრი პაროლი. როდესაც ამ ორივე პუნქტს დააკმაყოფილებთ და მოგონილ პაროლს მეორე ველშიც დაამოწმებთ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს Next. პირველი გვერდი « 5 6 7 8 9 10 11 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 24
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

www.windowstbilisi.blogspot.com
www.compmaster.at.ua
12-02-2017, 00:29:04 | compmaster

ასეთივე მონდომებით თუ დაწერდი ყველაფერს (ANDROID)-ზეც, ძალიან გაგვახარებდი.
01-03-2014, 17:39:35 | fhaveli

და თუ არ გვაქვს საინსტლაციო დისკები,იმ შემტხვევაში ხომ შეიძლება driver magician პროგრამა დავიხმაროთ??
31-05-2010, 00:14:52 | anno

აუ უმაგრესი საიტია ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი საღოოოოოოოოოოოლ :*:*:*:*:*:*:*:*:*:*:*:
24-03-2010, 20:06:12 | gio bagdadishvili

დისკი ტუ დაგეკარგა ნტლად კარგად ვერ გქონიოა საქმე :D:D
30-01-2010, 14:31:41 | gurabanidze

ვინდოს დგადაყენებაზე პრობლემა არ მქონია მაგრამ ბევრი რამ გავიგე ახალი და საინტერესო . საინტერესო ენით არის აღწერილი.
12-01-2010, 19:19:44 | Lasha75

მაქვს აკრონ-ის პროგრამა და არ ვიცი როგორ გავაკეთო კლონი და შევქმნა იმიჯი.გთხოვთ დადოთ შესაბამისი ისტრუქცია დასურათებული....
11-09-2009, 01:15:41 | D.J.IMO

ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ ხომ ვერ დადებთ ინფორმაციას როგორ დავაკავშირო 2-ან მეტი კიმპიუტერი ერთმანეთთან როცა ქსელის კაბელს შევაერთებ მერე რა უნდა ვქნა?გთხოვტ დასურათებული ინსტრუქცია დადოტ და მასწავლოთ,,,,,
11-09-2009, 01:12:37 | D.J.IMO

ფლეშკიდან ან ვინჩესტერიდან როგორ უნდა დავყენო?
31-07-2009, 21:23:37 | giorgi7704

დამეხმარეთ რა ძალიან გთხოვთ... windows-ი გადავაყენე ჩვეულებრივად და D: დისკი დამეკარგა რა ვქნა გთხოვთ რა მითხარით ვინმემ...
05-07-2009, 10:27:53 | vakho88


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.