Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით
ინსტალაციის სრული ინსტრუქციები
თუ საინსტალაციო დისკი დრაივში დევს, ნუ შეგეშინდებათ, გამოვა ჩატვირთვის საწყისი მენიუ, ამ დროს თქვენ თუ კომპაქტიდან ჩატვირთვა გსურთ რაიმე ღილაკს უნდა დააჭიროთ ხელი, მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ კომპაქტიდან ჩატვირთვის ეტაპი უკვე გავიარეთ ეს პუნქტი აღარ გვჭირდება, ამიტომ კლავიატურას ხელს არ ვახლებთ. სისტემა თვითონ მიხვდება რომ კომპაქტიდან ჩატვირთვა არ გვჭირდება და 5 წამიანი დაცდის შემდეგ თვითონ გააგრძელებს Windows XP-ს ინსტალაციას ვინჩესტერიდან. საინსტალაციო კომპაქტს დრაივიდან ნუ ამოიღებთ ინსტალერს კიდევ არა ერთი ათეული ფაილი ექნება გადმოსაწერი დისკიდან. მოკლედ გამოჩნდება WIndows-ის ჩატვირთვის მენიუ, რამდენიმე წამში გაქრება და გაგრძელდება ინსტალაციის მეორე ეტაპი. მეორე ეტაპის დროს პირველად დაინახავთ მარცხენა მხარეს, რომ Windows-სი სრულ ინსტალაციამდე კიდევ 39 წუთი დარჩა, ეს ციფრი რეალობას არ აღნიშნავს და დამოკიდებულია კომპიუტერის სიმძლავრეზე, მაგალითად Pentium 3-ზე, რომელსაც 120 მეგაბაიტი ოპერატიული აქვს, შეიძლება მართლად დასჭირდეს 39 წუთი ან მეტი, მაგრამ Pentium 4-ის შემთხვევაში მითუმეტეს თუ მას 512 მეგააბიტზე მეტი ოპერატიული გააჩნია, ეს ციფრი უცებ გაირბენს და შეიძლება სულ რაღაც 15-20 წუთი გამოვიდეს. პირველი გვერდი « 3 4 5 6 7 8 9 » ბოლო გვერდი |
|
www.windowstbilisi.blogspot.com
www.compmaster.at.ua