მაშ ასე მეორე გვერდზე ნომერაცია დაიწყება პუნქტების მიხედვით, ანუ ოჯახური მდგომარეობა იყო მე-13 პუნქტი და ბავშვების შესახებ ინფორმაცია მე-14 პუნქტი, შესაბამისად ამ ნომრების გაგრძელებას ვიღებთ.
13. Spouse Name - მეუღლის სახელი.
13d. Birth Date - მეუღლის დაბადების დღე (მიმდევრობა: დღე, თვე, წელი).
13e. Gender - მეუღლის სქესი. იდეაში აქ ავტომატურად იქნება თქვენი სქესის საწინააღმდეგო მონიშნული თუ რა თქმა უნდა სხვადასხვა ფერის სექსუალურ უმცირესობას არ განეკუთვნებით, მაგრამ რამდენადაც ვიცი ჩვენთან ასეთი ქორწინება კანონით ნებადართული არ არის, ასე რომ ნუ იცრუებთ და ფუი ეშმაკს.
13f. City Where Spouse Was Born - ქალაქი სადაც თქვენი მეუღლე დაიბადა.
13g. Country Where Spouse Was Born - ქვეყანა სადაც თქვენი მეუღლე დაიბადა.
13h. Spouse Photograph - მეუღლის სურათი. იმედია თუ მეუღლე ქალბატონია მას კამერის წინ ჩადრით არ დასვავთ. შავი მატერია ლატარიაში არ თამაშდება.
P.S. სხვათაშორის ეს მეუღლეების განაცხადების გადაჯვარედინება არის ნებადართული. ანუ ჯერ თქვენ აკეთებთ განაცხადს და წერთ რომ თქვენ გყავთ მეუღლე, მოიგებთ მეუღლეც ავტომატურად გამარჯვებულია. მაგრამ შანსების გაზრდისთვის კარგია რომ თქვენმა მეუღლემაც შეავსოს განაცხადი, თუ ის მოიგებს თქვენც მოგებული ხართ. ასე რომ ლეგალურად აორმაგებთ თქვენს შანსებს.

მოკლედ მეუღლესთან დაკავშირებით საქმე გავარჩიეთ, ახლა ბავშვების საქმეა გასარჩევი. მე ავხსნი ერთი ბავშვის შევსებას, შემდეგ იმის და მიხედვით რამდენი ბავშვიც ჩაწერეთ იმდენი გრაფა იქნება ჩამოთვლილი სათითაო ბავშვისთვის და ისინი თქვენ თვითონ შეავსეთ. მოკლედ ვაგრძელებთ მე-14 პუნქტს.
14. Child #1 Name - პირველი ბავშვის სახელი. მიმდევრობა იგივეა, გვარი, სახელი, მამის სახელი (მამათქვენის სახელი არ ჩაწეროთ, ბავშვის მამის სახელი ჩაწერეთ )
14d. Birth Date - პირველი ბავშვის დაბადების დღე. (მიმდევრობა იგივეა დღე, თვე წელი).
14e. Gender - სქესი.
14f. City Where Child Was Born - ქალაქი სადაც პირველი ბავშვი დაიბადა.
14g. Country Where Child Was Born - ქვეყანა სადაც პირველი ბავშვი დაიბადა.
14h. Child Photograph - ბავშვის სურათი. აი აქ მართალი გითხრათ მეც არ ვიცი რა ხდება. ცოტა წამოზრდილი ბავშვის შემთხვევაში გასაგებია პირობები იგივეა, ოღონდ ”ჩეფჩიკი” და ”სოსკა” ცოტა ხნით ბავშვს მოაძრეთ. მაგრამ აი თუ ბავშვი მთლად პატარაა და ეგრეთწოდებულ ”პილიონკებშია” გახვეული, უკვე მეც არ ვიცი რა უნდა ქნათ.
ამის შემდეგ იქნება იმდენი ბავშვის ველი შესავსები რამდენიც მიუთითეთ, და ბოლოს ამერიკული სტანდარტის უაზრო ველია. ბავშვის ფოტოგრაფის სახელი. ამერიკაში ნორმალურ ოჯახებში მიღებულია რომ ბავშვს და საერთოდ ოჯახს თავისი პირადი ფოტოგრაფი ყავს. აბა რა ვიცი ჩვენს შემთხვევაში რა გითხრათ :-). ჩაწერეთ გადაიღო ხაჩიკამ, ამ ჩაწერეთ სურათების რეალური ავტორი :-), თუ ასეთს ადგილი აქვს, ისე ჩვენში დარჩეს და კი იქნება აბა ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა სურათები.
მორჩა დააჭირეთ ბოლოში ღილაკს Rewiev Aplication და გადახედეთ ყველა პუნქტს, თუ ყველაფერი სწორია დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication. თუ რომელიმე პუნქტში ცვლილებაა შესატანი, შესაბამისი გვერდის ნომერს დააჭირეთ და შეიტანეთ ცვლილება, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication. მორჩა.
ამჯერად კავშირი იმედია მართლა არ გაწყდეს. ამ დროს საბოლოო მონაცემები გადაეცემა სერვერს ბაზაში ჩასაწერად. თუ კავშირი გაწყდება თქვენ ვერ გაიგებთ მოასწრო მონაცემებმა სერვერამდე მისვლა თუ არა, იმიტომ რომ ვერ მიიღებთ შემდეგ გვერდს სადაც მიიღებთ შეტყობინებას მიღებულია უ არა თქვენი განაცხადი. თუ მონაცემებმა მოასწრო კავშირის გაწყვეტამდე წასვლა და მხოლოდ თქვენ ვერ იღებთ დამადასტურებელ გვერდს ისევ ხლაფორთია, იმიტომ რომ აღარ იცით შეავსოთ ხელმეორედ ფორმა თუ არა, იქნებ და ერთი უკვე მივიდა და ხელმეორედ გაგზავნა აკრძალული მეთოდად ჩაითვლება. მოკლედ გადააჯვარედინეთ თითები, სამჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო და დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication.
თუ ყველაფერი წესრიგშია მიიღებთ დადებით შეტყობინებას, თუ ისე მოხდა რომ ჩემსავით სტატიას წერთ და 60 წუთზე მეტხანს მოუნდით ფორმის შევსებას სანამ სათითაო პუნქტს განიხილავდით, მაშინ სერვერი შეგატყობინებთ რომ თქვენთვის გამოყოფილი 60 წუთი გავიდა და სესიას ვადა გაუვიდა, შემოთავაზებული იქნება რეგისტარციის ხელახლა გავლა. ხოლო თუ სტატიას არ წერთ და უბრალოდ ფორმას ავსებთ, მაშინ მიიღებთ დადებით პასუხს. თქვენმა რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა. შეგიძლიათ მიღებული გვერდი ამობეჭდოთ და ფაქტის სახით შეინახოთ :-).
ამით თქვენი რეგისტრაცია დამთავრებულია, თქვენი მონაცემები წლევანდელ გათამაშებაში მიღებულია და გისურვებთ კანდიდატობა რეალურ მოგებაში გადაზრდილიყოს. მე კი დროებით გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გისურვებთ გამარჯვებულთა 500-ში მოხვედრას.
პირველი გვერდი « 2 3 4 5 ბოლო გვერდი
მომწერეთ პირადად მე, ვისაც გაინტერესებთ მცირედი დეტალებიც კი მწვანე ბარათის ოფიციალურ გათამაშებასთან დაკავშირებით.
https://www.facebook.com/profile.php?id=100009058250717