მწვანე ბარათი და 5 წლიანი აშშ-ს მოქალაქეობა
![]() ![]() თეორიები და შეთქმულებები პირველი ყველაზე მეტად გავრცელებული სატყუარა. თითქოსდა ლატარეა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და რეგისტარცია ნებისმიერ დროს შეიძება. ამ კითხვით სამთარ ზაფხულ მოგვმართავენ. მინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველას ვამცნო ლატარიაში მონაწილეობის მსურველების რეგისტარცია ყოვლთვის ტარდება წლის ბოლოს ან 1 ნოემბრიდან, ან ოქტომბრის დასაწყისიდან, რეგისტარცია ყოველთვის გრძელდება მხოლოდ 2 თვე. არასდროს არ მიმდინარეობს რეგისტრაცია შუა წელს, ან წლის დასაწყისში. ინტერნეტში საიტებიც კი არა ერთი მინახავს, ძირითადად ინგლისურენოვანი და ამ ბოლოდროს რუსულ ენოვანიც, რომლებზეც მოწყობილია ყალბი რეგისტარციის ფორმები და წლის ნებისმიერ დროს იღებენ ფულს და მონაწილის განაცხადს. არ აყვეთ ასეთ მატყუარებს, გარდა იმისა რომ ფულს ტყუილა გადაყრით შეიძლება საერთოდ არ გაიგზავნოს თქვენი განაცხადი, ან რამდენიმე ადგილიდან გადაიგზავნოს. გამართლება მარტივია: ”ვერ მოიგე და ჩემი რა ბრალია”. ასევე არსებობს აზრი თითქოსდა მწვანე ბარათი იდეაში არავის მოუგია და ეს არსებობს მხოლოდ იმისათვის რომ გამოვლენილი იყოს ის მოქალაქეები რომლებსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან გაქცევა სურთ და აშშ-ში უკანონოდ მოღვაწეობა აინტერესებთ. შეიტან ლატარიის გათამაშებაში შენს მოთხოვნას და მაშინვე შავ სიაში ხვდები. ანუ შემდეგში რომ შეიტანო საკონსულოში ტურისტული მოგზაურობის მოთხოვნა უარს მიიღებ იმ მიზეზით რომ შენ მოქალაქეობაზე გქონდა განაცხადი და ესეიგი ტურისტად კი არ აპირებ ჩასვლას, არამედ ჩასვლა და დარჩენა გინდა. სამწუხაროდ ვერც ვუარყობ და ვერც დავამტკიცებ ამ ლეგენდას. უბრალოდ დამიჯერეთ თქვენი ჩასვლა, დარჩენის სურვილის გაგება უფრო მარტივი მეთოდებით შეიძლება. თან რამდენიმე მოქალაქეს რომელსაც პირადად შევუვსე მოთხოვნა, მართლაც აღმოჩნდა მოგებული და ჩემს და გულ დასაწყვეტად დღეს მათ აქვთ მწვანე ბარათი მე კი ისევ მხოლოდ მონაწილე ვარ. თუმცა რათ მინდა ეს მწვანე ბარათი მეც არ ვიცი, რომც მოვიგო არსად წამსვლელი არ ვარ :-). უბრალო სპორტული ინტერესია. მეორე ლეგენდა. არსებობს კომპანიები რომლებიც გარკვეულ საფასურად ახდენენ თქვენი კანდიდატის შანსების ამაღლებას. დაივიწყეთ, აშშ-ს მთავრობას დამერწმუნეთ არ აინტერესებს არც თქვენი 10$ და არც თქვენი 10 000$ შეიძება რაღაც შანსი ლოკალურ დონეზე არსებობდეს და საკონსულოში შეიძლება ვინმემ კარგი თვალით შემოგხედოთ (თუმცა ბოლო 3 წლის მონაცემებით რაც ვიცი არავის მოწყალების თვალით აქაურ საკონსულოშიც არ უყურებენ), მაგრამ იქ და თან დახურულ კარს მიღმა სადაც საქმეში ჩარეული იქნება სადაზვერვო სამსახური, თქვენი ფული აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ასე რომ ეს ლეგენდა დაივიწყეთ. ეს არის ჩვეულებრივი მოტყუების მეთოდი. ძალით გახდევინებენ ფულს მომსახურებაში და გპირდებიან ოქროს მთებს რომლებიც არასდროს არ იარსებებს. თბილისში ერთი ფირმა 3 წლის წინ იღებდა 20$-ს იმაში რომ თქვენი მონაცემები გაეგზავნა ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად. იდეაში გაგზავნა ხდება ინტერნეტ საიტით, ანუ საკმარისია მისამართი იცოდეთ და კაპიკი არ დაგიჯდებათ არაფერი. მაგრამ მომსახურება კაი რამეა, განსაკუთრებით როდესაც ხეპრე ხალხი მოდის და ცდილობს თავის ყველა ოჯახის წევრზე შეიტანოს განაცხადი, 5 წლის ბავშვის ჩათვლით. რა თქმა უნდა ნებისმიერი ფირმა მოხარული იქნება 4-5 თუ 6 წლის ბავშვის მონაცემებიც გააგზავნოს და ამაში დამატებით 20$-ი აიღოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც 16 წლამდე ბავშვებისთვის ლატარიაში მონაწილეობა საერთოდ აკრძალულია :-). გარდა ამისა პირადად მაქვს ნანახი ფირმები რომლებიც მოქალაქეებს უვსებდნენ განაცხადს და საკონტაქტო მისამართად თავისი ოფისის მისამართს წერდნენ, ხოლო მოგების შემთხვევაში კონკურსანტს უცხადებდნენ რომ დამატებით 200-დან 500$-მდე უნდა გადაიხადოს საბუთების გამოსაგზავნად (არადა საბუთებუ იფასოდ ჩამოვა საკონსულოში, თქვენ კი შესაბამის შეტყობინებას წერილით მიიღებთ). არ ვიცი რამდენი, მაგრამ მინიმუმ 5 დათანხმებული კაცი მე მყავს ნანახი :-). თბილისში სხვათაშორის იყო კიდევ ერთი ფირმა, რომელიც საოცარი ტემპებით მუშაობდა, მაგალითად 3 წლის წინ ლატარია სრულდებოდა 31 დეკემბერს. რა თქმა უნდა ბოლო დღეს ახსენდება ყველას მონაწილეობა, მთელი პლანეტა ერთ სერვერზე შერბის, სერვერი იტვირთება და ბოლოს მომსახურებაზე უარს ამბობს, ასეთი პანიკა როგორც წესი 2-3 დღით ადრე იწყება. ამ დროისთვის ბევრი თბილისური კომპანია გაჩერდა, რიგები იდგა და 2-3 საათში ერთი კაცი თუ გავიდოდა მიღწევა იყო. ამასობაში გამოჩნდა ერთი ფირმა რომელიც 60$-ად, წამებში აგზავნიდა თქვენს მოთხოვნას. ბევრს უკვირდა და ვერ ხვდებოდა. მაგრამ საკმარისი იყო ბროუზერში მისამართისთვის შეგეხედათ რომ სიცილით მოკვდებოდით :-) საქმე იმაშია რომ პიროვნებას შენახული, ან გაკეთებული ჰქონდა ლატარიის გვერდების ზუსტი ასლი. მომხმარებელი მივიდოდა ჩააწერინებდა პარამეტრებს, დააჭერდა NEXT-ს, გადავიდოდა ახალ გვერდზე და ბოლო გვერდზე Java Script-ით ფორმირდებოდა კონკურსანტის სახელი და სტანდარტული ინგლისური ტექსტი: თქვენი მოთხოვნა მიღებულია. როგორც ხვდებით მონაცემები საერთოდ არსად იგზავნებოდა და გვერდიდან გვერდზე გადასვლისას პირიქით ციფრულ სამოთხეში ქრებოდა, სამაგიეროდ არაზუსტი მონაცემებით ბოლო 2-3 დღეში ამ ფირმამ ასეთი თაღლითობით რამდენიმე ათასი დოლარი იშოვა, თუ ათეული ათასი არა. ასე რომ უფრთხილდით თაღლითებს. მეორეს მხრივ მოერიდეთ ერთ წელს ლატარიაში პირადი მონაცემების 2-3-ჯერ და მეტჯერ გადაგზავნას. ადრე (ასე 5-8 წლის წინ) ეს მეთოდი ამართლებდა, რადგან საქმეში კომპიუტერთან ერთად ადმიანიებიც მონაწილებდნენ დაშესაძლებელი იყო გაპარვა. მინიმუმ ერთ პიროვნებას შევხვედრივარ რომელმას ასეთი მექანიზმით, ანუ რამდენიმეჯერ ერთი და იგივე პიროვნებაზე მონაცემების გაგზავნით თავისი შანსები გაზარდა და საბოლოო ჯამში მოიგო კიდევაც, მაგრამ დღეს ეს მექანიზმი აღარ ჭრის. ოდნავი დამთხვევა სახელით, გვარით, მისამართით, ან რაიმე სხვა ამდაგვარით რამდენიმეჯერ გადის შემოწმებას და ორი ერთნაირი მოთხოვნის შემთხვევაში ორივე მოთხოვნა ანულირდება. ამჯერად ჩემთვის უცნობია იკიდებს წესების დამრღვევი 5 წლის დისკვალიფიკაციის ჯარიმას თუ არა. მაგრამ მგონი ჯობია შარში გახვევას თავი აარიდოთ. შანსების გაზრდა შეიძლება ოჯახის წევრების რაოდენობით, მაგალითად და, ძმა, დედა, მამა, მეუღლე, ბავშვები (16 წელს გადაცილებული) და ასე შემდეგ. ნებისმიერი მათგანის გამარჯვების შემთხვევაში მირონი თქვენზეც გადმოვა. ასე რომ კორექტული შეტევა ჯობია თაღლითობას. ახლა კი დაშინებისა და ლეგენდების შემდეგ დადგა დრო შევუდგეთ თვითონ განაცხადის შევსებას. პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი |
|
მომწერეთ პირადად მე, ვისაც გაინტერესებთ მცირედი დეტალებიც კი მწვანე ბარათის ოფიციალურ გათამაშებასთან დაკავშირებით.
https://www.facebook.com/profile.php?id=100009058250717