მწვანე ბარათი და 5 წლიანი აშშ-ს მოქალაქეობა
![]() ![]() მწვანე კაცუნები და დიდი ბარათები წლევანდელი გათამაშება დაიწყო 4 ოქტომბერს (საკმაოდ ადრე) და მთავრდება 4 დეკემბერს. განაცხადების მიღება ყოველთვის 2 თვე გრძელდება. 3 დეკემბერს შუადრესჩვენი დროით და 12 საათზე გრინვიჩის დროით განაცხადების მიღება შეწყდება. გათამაშებაშია ლატარირომლის გამარჯვებულის მოქალაქეობის უფლებას მიიღებს 2008 წლიდან. 2006 როგორც ვიცით თავდება, 2007 წლის პირველი 6 თვე წავა მონაცემების დამუშავებაზე და კანდიდატების დახარისხება გაცხრილვაზე, 2007 წლის მეორე ნახევრიდან მოგების შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას რა უნდა გააკეთოთ შემდგომ. კერძოდ ამჯერად მართლაც დაგეხარჯებათ თანხა, მაგრამ უმნიშვნელო, ეს დაკავშირებული იქნება საკონსულოში სურათებისა და საბუთების წარდგენასთან, რომ საბოლოოდ მწვანე ბარათი ჩაგაბარონ, რომლის მეშვეობითაც 2008 წლის 1 იანვრიდან შეგეძლებათ სანატრელ ამერიკაში ჩაცუნცულება. იმისათვის რომ მონაწილეობა მივიღოთ ლატარიაში, საჭიროა გვქონდეს ინტერნეტ შეერთება (დიდი სიჩქარე საჭირო არ არის, მოდემზეც ყველაფერი მუშაობს), საჭიროა ერთი ციფრული ფოტო სურათი სუფთა ფონზე (სადმე იშოვეთ, ბოლო ბოლო მობილურებს აქვს უკვე 2 და 3 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერები). შესაძლებელია ასევე ინსტრუქციების გაცნობა. თუმცა წელს ზერელე თვალის გადავლებით რუსულენოვანი ინსტრუქციები ვერ აღმოვაჩინე, ეტყობა რუსული საერთოდ აიკრძალა ყველაფერი, სამაგიეროდ ჩემს და გასაკვირად დევს ქართულ ენაზე თარგმნილი წესები, იდეაში ყველაფერი წესრიგშია და შეგიძლიათ პირდაპირ აი ეს PDF ფაილი წაიკითხოთ, მაგარმ რაიმე მიზეზის გამო თუ მას ვერ კითხულობთ მას, მაშინ აგერაა იგივე ინსტრუქციები Word-ის ფორმატში და საყვარელ Acadnus-შრიფტში. რამდენიმე ძირითადი მომენტი. სახელი და გვარი ჩაწერეთ ისე როგორც გიწერიათ საზღვარგარეთის პასპორტში (თუ გაქვთ ასეთი, თუ არა და შესაბამისი თარგმანი გაითვალისწინეთ, იყო შემთხვევა როდესაც მოგებულ პიროვნებას დამატებით 2 თვე დაეხარჯა იმაში რომ დაემტკიცებინა თავისი გვარი შემთხვევით არასწორი ასოების ნაკრებით ჩაწერა, განსაკუთრებით საყურადღებოა ასოები: წ, ჩ, ძ, ჯ, ჟ, ყ, შ და ასე შემდეგ, როგორც ვიცით ასეთია ასოები ინგლისურში ორი სამი ასოს ნაკრებით იწერება, ასე რომ ყურადღებით). რაც შეეხება სურათს. აქ მოთხოვნები მკაცრია. იდეაში შეიძლება გამოიყენოთ დასკანირებული სურათები, მაგრამ ვიცი რა თქვენი სურათებისადმი დამოკიდებულება ამას არ გირჩევდით. იმიტომ რომ იქნება ბუნებაში, ქეიფში და სხვა სიტუაციებში გადაღებული. უკეთესია ფერადი სურათი, მაგრამ მიიღება ასევე შავთეთრიც (თუ სხვა არ გაქვთ რას იზამ), მაგრამ იკრძალება 2 და 8 ბიტიანი სურათები, ანუ არა ნაცრისფერი გარდააციით, არამედ მხოლოდ შავი და თეთრის ტონებით არსებული სურათები. სურათზე გამოსახული პიროვნება უნდა იყურებოდეს კამერაში და არა ყაზბეგის მწვერვალისკენ, ხელ ფეხის, თხილამურების, ცელი, ნამგალის და უროს გამოჩენა არ არის საჭირო, მხოლოდ სახე რომელიც უნდა ავსებდეს სურათის 50%-ს. სასურველია არ გქონდეთ თავზე წაკრული ბენდენა, ”კასინკა”, ყველანაირი მედლები და სხვა, ასევე არ დაიშვება კეპი, ”უშანკა” და სხვა ტიპის თავსაბურავი, ერთადერთი ნებადართულია რელიგიური თვალსაზრისით გამართლებული ქუდები, მაგრამ თუ ინდიელების ტომის ბელადი არა ხართ არწივის ბუმბულებიან თავსაბურავს ნუ დაიხურავთ. აკრძალულია სათვალეები, განსაკუთრებით მზის სათვალეები, ლინზები და სხვა მაკორექტირებელი მოწყობილობები, რომლებიც საგრძლობლად ან უმნიშვნელოდ შეცვლიან თქვენს ორიგინალურ სახეს. სასურველია იზრუნოთ წვერ ულვაშზეც, თუ ატარებთ უნდა ჩანდეს და თუ იპარსავთ ხოლმე ნება იბოძეთ და გაუპარსავი კამერის წინ ნუ დაჯდებით (Photoshop-ში ნუ დაიწყებთ გაპარსვას, ან წვერულვაშის გალამაზებას). ჩაცმულობას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ უკანა ფონი უნდა იყოს ნეიტრალური ღია სადა. არანაირი მთები, ქეიფი, ძმაკეცები, ”პრიროდა” და ბინ-ლადენი ”გრანატამიოტით” მხარზე. გარჩევადობა მარტივი და პატარაა, ციფრული სურათის შემთხვევაში საჭიროა სურათი ზომებით 240x320 პიქსელზე (გაითვალისწინეთ რომ წესებში შეცდომით არის მითითებული სიგანე და ზომა, სურათის განი უნდა იყოს 240 პიქსელი, ხოლო სიმაღლე 320 პიქსელი), ხოლო დასკანირებული სურათის შემთხვევაში 50მმx50მმ-ზე, ანუ 300x300 პიქსელზე. გარჩევადობა რა თქმა უნდა სტანდარტული 72 პიქსელი დუიმზე, სურათების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 62500 ბაიტს და უნდა იყოს JPG ფორმატში. მგონი მოვრჩით საბოლოო სამზადისს, წავედით რეგისტარციაზე. პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი |
|
მომწერეთ პირადად მე, ვისაც გაინტერესებთ მცირედი დეტალებიც კი მწვანე ბარათის ოფიციალურ გათამაშებასთან დაკავშირებით.
https://www.facebook.com/profile.php?id=100009058250717