რეგისტრაცია
ლატარიის მთავარი გვერდია: http://www.dvlottery.state.gov, მაგრამ ჩვენ მივდივართ მისამართზე:
http://www.dvlottery.state.gov/application.aspx, ან SSL რეჟიმიან ფორმაში https://www.dvlottery.state.gov/application.aspx
თუ რაიმე კონფედენციალური გაქვთ გადასაცემი. საინტერესო ფაქტი ის არის რომ წინა წლებში საიტი PHP-ზე იყო აწყობილი, ახლა კი ASPX-ზეა :-). კარგი, გადასვლისას ვიღებთ პირველ შესავსებ ბლანკს. ყველა ველს აქვს თავისი ნომერი, ანუ ნომერაციის მიხედვით აგიღწერთ ყველაფერს. იდეაში ყველაფერ ამას წესებშიც ნახავთ, მაგრამ ვიცი რომ ზოგიერთი პრაქტიკაზე ვერ განახორციელებს წესებში აღწერილს, ასე რომ მივყვებით.

1.a. Last/Family Name - გვარი, მგონი ახსნა საჭირო არაა.
b. First Name - სახელი, მგონი ესეც ასახსნელი არაა.
c. Middle Name -მამის სახელი, ბოლოში სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიაწეროთ ძე, ან ას, იმის და მიხედვით თუ რა სქესის ხართ.
2. Birth Date - დაბადების თარიღი. დღე, თვე, წელი, იმედია არ აგერევათ.
3. Gender - სქესი, აირჩიეთ ორიდან ერთი, ორივე სქესის ვერ იქნებით :-)
4. City Where You Were Born - დაბადების ქალაქი ან სოფელი. ძირს შეგიძლიათ აღნიშნოთ პუნქტი Birth City/Town Unknown დაბადების ადგილი უცნობია, იმედია ასეთს ადგილი არ აქვს.
5. Country Where You Were Born - ქვეყნის სახელი სადაც დაიბადეთ. ოღონდ არ ჩაწეროთ საბჭოთა კავშირი, ქვეყნის სახელი დღევანდელს უნდა შეესაბამებოდეს.
6. Country of Eligibility for the DV Program - ქვეყანა რომლის სახელითაც აპირებთ განაცხადის გაკეთებას. იდეაში ეს პუნქტი დატოვეთ ხელუხლებელი, ანუ ავტომატურად აყენია პუნქტი Yes, ასევე დატოვეთ. ეს ნიშნავს რომ თქვენი დაბადების ქვეყანა, და გამცხადებლის ქვეყანა ერთი და იგივეა. თუ თქვენ დაიბადეთ თეთრს დათვებთან და ახლა ცხოვრობთ სხვა ქვეყანაში და მისი მოქალაქე ხართ, შესაბამისად აპირებთ ამ ქვეყნის სახელით განაცხადის გაკეთებას, მაშინ ამოირჩიეთ NO და ჩამოსაშლელი მენიუდან ამოირჩიეთ ქვეყანა.
7. Entrant Photograph - თქვენი ფოტო სურათი. სურათებზე მგონი საკმარისზე მეტად ვისაუბრე. სხვათაშორის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი სურათი შეესაბამება სტანდარტებს თუ არა, ამისათვის გადადით აი ამ მისამართზე http://www.dvlottery.state.gov/photo.aspx.
გაითვალისწინეთ რომ ამ გვერდზე მოცემულია მაგალითებიც და შეგიძლიათ ვიზუალურად ნახოთ რა არის მართებული და რა არ არის მართებული, მაგრამ ეს გვერდი ამოწმებს სურათში მხოლოდ ფერების რაოდენობას და ზომა წონას, სურათის შიგთავს სერვერი ვერ ამუშავებს, ასე რომ თუ გადაღებული სურათი გაქვთ ფაფახით თავზე და მიიღეთ შეტყობინება რომ ყველაფერი წესრიგშია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ სწორეა ზომები და ფერები, მაგრამ ის რომ აკრძალული ფაფახი იყო სურათში ამას სკრიპტი ვერ აფიქსირებს, ასე რომ ლოგიკას მიყევით. ასევე არანაირი თვითხელოსნობა და Photoshop-ის შესაძლებლობები. გრაფიკული რედაქტორები გამოიყენეთ მხოლოდ სურათის ზომების ჩამოსაჭრელად, არაფერი არ შეცვალოთ, არც კონტრასტი, არც ფერთა გამა, არ წაშალოთ ხალები და ”პრიშიკები” (ბევრს უყვარს: ვაიმე ვარცხნილობა გამისწორე რა, უი ცხვირი ცუდად ჩანს, პომადა არასწორად მისვია და გაასწორე. დაივიწყეთ!!! სილამაზის კონკურსი კი არ არის ლატარიაა და მიყევით წესებს. დისკვალიფიკაციას თქვენ მიიღებთ მე კი არა).
8. Mailing Address - საფოსტო მისამართი. ჩვეულებრივი ადამიანური საფოსტო მისამართი და არა ელ-ფოსტა. იმედია ქვეყანა, ქალაქი, ან სოფელი სახლი და საფოსტო ინდექსი იცით. საფოსტო ინდექსში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტულად თქვენი რაიონის კოდი, ან თუ არ იცით მიუთითეთ 0179 ეს არის თბილისის სათაო ფოსტის განყოფილების კოდი, სხვა ქალაქებში ფოსტაში გაიკითხეთ კორექტული საფოსტო ინდექსი (სარეგისტარციო ველში ინდექსის მაგივრად წერია Postal Code/Zip Code, იმედია არ დაიბნევით). ასევე არ დაიბნეთ პირველ ველზე - 8a. In Care Of, ეს ნიშნავს ვის სახელზეა გაფორმებული ბინა სადაც ცხოვრობთ. ასევე 8e. District/County/Province/State - ჩაწერეთ GE.
9. Country Where You Live Today - ქვეყანა სადაც თქვენ ამჯერად ცხოვრობთ. არ აგერიოთ მოქალაქეობაში. ჩამოშალეთ მენიუ და ამოირჩიეთ.
10. Phone Number - ტელეფონის ნომერი. არ არის სავალდებულო, შეგიძლიათ არ მიუთითოთ. თუ მიუთითებთ ქვეყნის და დასახლებული პუნქტის კოდიც ჩაწერეთ, თბილისისთვის ეს არის +995 32 და ექვს ნიშნა ნომერი xx-xx-xx.
11. E-mail Address - ელ-ფოსტა. შეგიძლიათ არ მიუთითოთ. თუ არ გაქვთ ჩაიქნიეთ ხელი თუ გაქვთ და არ გსურთ მიუთითოთ ისევ ჩაიქნიეთ ხელი, ხოლო თუ შედეგის ჩქარა გაგება გსურთ მაშინ ჩვეულებრივ ფოსტაზე ადრე ელ-წერილს მიიღებთ მოგების შეტყობინებით.
12. What is the highest level of education you have achieved, as of today? - თქვენი განათლების დონე დღეის მდგომარეობით. ჩამონათვალს აქ გთავაზობთ თორემ პროფესორი აირჩევს სკოლის მოსწავლეს და სტუდენტი კი პროფესორის წოდებას აიღებს :-) 1. დაწყებითი განათლება 2. საშუალო სკოლა ატესტატის გარეშე 3. საშუალო სკოლა ატესტატით 4. პროფესიულ ტექნიკური განათლება 5. არასრული უმაღლესი განათლება 6. დიპლომირებული უმაღლესი განათლება 7. ასპირანტურა 8. მაგისტრატურა 9. დოქტორი 10. პროფესორი
13. What is your current marital status? - ოჯახური მდგომარეობა: 1 დაუქორწინებელი, 2 დაქორწინებული, 3 გაყრილი, 4 ქვრივი, 5 კანონიერად განცალკევებული.
14. Number of Children - შვილების რაოდენობა. კარგად დათვალეთ :-) პრაქტიკაში მქონია რომ 3 ბავშვს მშობელი 4-ად თვლიდა :-). ჰო მართლა შვილად ითვლება თქვენი ბავშვი ან კანონიერად აყვანილი ბავშვი რომლის ასაკიც არ აღემატება 21 წელს. 30 და 40 წლის აყლაყუდას პაწუა ბიჭუნად ან კიკინებიან გოგონად ვერ გაასაღებთ.

აქ პირველი გვერდი მთავრდება. ძირს ნახულობთ ღილაკს წარწერით Continue და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შეყვანლი მონაცემები ინახება ბუფერში, ამ დროს მონაცემები ჯერ ბაზაში არ იწერება, ასე რომ თუ ამ დროს შუქი წავიდა ნუ იფიქრებთ რომ ნახევრად შევსებული ფორმა გადაიგზავნა და ახლა მომავალ წლამდე ვეღარ მიიღებთ მონაწილეობას იმის შიშით რომ ეს შეუვსებელი ფორმა ერთ შევსებულ ანკეტად ჩაითვლება. არა უბრალოდ მონაცემები წაიშლება და სულ ესაა პრობლემა. შუქის მოსვლისას ხელახლა შეავსებთ გრაფებს და მორჩება საქმე. მოკლედ გადავდივართ შემდეგ გვერდზე. იდეაში აქ უნდა გამოვიდეს დამაჯამებელი გვერდი, ანუ გადაგამოწმებინებთ თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ კარგია, თუ რაიმე მიზეზის გამო რაიმე მონაცემი არასწორეა შესაბამისი ველის ქვემოთ მიიღებთ წითელ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და ხელახლა უნდა შეუყვანოთ მონაცემები. სურათის ატვირთვა როგორც წესი შეცდომის დროს საჭირო არა რის, თუ კავშირი არ გამწყდარა მაშინ სურათი უკვე ატვირთული იქნება სერვერზე. გადაამოწმეთ ყველაფერი და თუ შეცდომას იპოვით მაშინ ძირს დააჭირეთ ღილაკს Go Backto Part 1, ან დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication. თუ გადაიფიქრეთ გაგზავნა დააჭირეთ ღილაკს Cancel Aplication. მოკლედ თუ მზად ხართ დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication.
თუ მიუთითეთ რომ გყავთ მეუღლე და ბავშვები, მაშინ მეორე გვერდზე გამოვა არა შემაჯამებელი ინფორმაცია არამედ გამოვა მეუღლისა და ბავშვებისთვის შესავსები გრაფა. ესენიც უცბად გავირბინოთ.
პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი
მომწერეთ პირადად მე, ვისაც გაინტერესებთ მცირედი დეტალებიც კი მწვანე ბარათის ოფიციალურ გათამაშებასთან დაკავშირებით.
https://www.facebook.com/profile.php?id=100009058250717