მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ყველაფერი პორტებზე და გადამისამართებაზე

ინტერნეტ მისამართები და ADSL მოდემები
იმის გამო რომ თქვენ ჩართული ხართ გლობალურ ქსელში ანუ ინტერნეტში გამოიყენება თქვენი კომპიუტერის იდენტიფიკაციის ერთიანი სტანდარტი, ანუ IP ადრესაცია. IP მისამართები ამ შემთხვევაში გამოიყენება გარე ინტერნეტის და არა თქვენი შიდა ქსელის, რომელიც ზემოთხსენებული 192.168.x.x დიაპაზონში  მუშაობს. აქ როგორღაც ტვინი უნდა დავძაბოთ და ჩვენი შეზღუდვის კედლები უნდა გავანგრიოთ.

მაშ ასე წარმოვიდგინოთ სიტუაცია, შევდივართ რომელიღაც საიტზე, სერვერი ჩვენ გვცნობს  ჩვენი გარე ინტერნეტის IP-ით და ჩვენს მიერ მოთხოვნილ ამა თუ იმ სახის ინფორმაციას შესაბამის მისამართზე აგზავნის. მაგრამ ჩვენ არსად არ გვაქვს რაიმე გარე IP მისამართი მითითებული, საინტერესოა რატომ თვლის ესა თუ ის რესურსი რომ ჩვენ ეს IP გვეკუთვნის. იმისათვს რომ გავიგოთ რა არის ჩვენი გარე IP მისამართი საკმარისია გადავიდეთ მისამართზე: http://www.myipaddress.com/, მაშინვე მიიღებთ თქვენს გარე IP მისამართის ნომერს. საინტერესო ის არის რომ ეს მისამართი ხშირად ჩვენს კომპიუტერში საერთოდ არ გვაქვს მითითებული, მაშ საიდან ფორმირდება იგი?

თუ ვიყენებთ ძველებურ Dial-UP დაკავშირებას, მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერნეტ პროვაიდერს რეზერვირებული აქვს, რამდენიმე IP მისამართი.  დაკავშირების დროს ჩვენ გვანიჭებს იმ მისამართს რომელიც გამონთავისუფლებულია. იმის გამო რომ ახალი დაკავშირებისას შეიძლება სხვა IP მისამართი იყოს გამონთავისუფლებული და მისი მეშვეობით გავიდეთ ინტერნეტში ასეთ კავშირს დაერქვა დინამიური IP. ანუ ცვლადი მისამართების ტექნოლოგია, რომელი IP გექნება შემდეგი კავშირისას არავინ იცის. მუდმივი ანუ სტატიკური IP ამ დროს დამატებითი თანხა ღირდა. გასაგებია რომ საკუთარ ვებ-სერვერზე, ან FTP სერვერზე ამ დროს ნაკლები ხალხი ფიქრობდა. იდეაში შესაძლებელი იყო მაგრამ რთული იყო.

ADSL-ის გამოჩენასთან ერთად ყოველ აბონენტს ეძლევა თავისი მუდმივი IP მისამართი. ანუ ყოველი შეერთება დღეს ხვალ და ერთი წლის შემდეგაც ერთი და იგივე მისამართიდან ხდება. შესაბამისად თუ შენს კომპიუტერზე  რაიმე სერვერს გახსნი მას ყოველთვის ერთ მისამართზე მოაგნებენ. საკმაოდ მოხერხებულია. მაგრამ თავიდანვე ADSL ინტერნეტი ორი მოდემით ვრცელდებოდა, ერთი იყო პროგრამული ანუ USB მოდემი. ხოლო მეორე კი LAN, ანუ Router მოდემი. განსხვავება იდეაში შემდეგია, პირველი გამოიყენება პერსონალური მოხმარებისთვის, მეორე კი რამდენიმე მომხმარებელს შორის ინტერნეტის გასანაწილებლად.

აქვე გამოჩნდა ლეგენდები და თავის დამფასებელი კასტა. ანუ თუ ეგრეთწოდებული როუტერ მოდემი გქონდა შეგეძლო მის პარამეტრებში შემძვრალიყავი, ინტერნეტის სიჩქარე აგეწია, გაგეხსნა პორტები, გადაგემისამართებინა და ბოლოს - ”კაი რა ბიჭო შენ დღემდე USB მოდემზე ზიხარ?!”. რა თქმა უნდა ბევრი აქედან ლეგენდების თეორიაა. არანაირი სიჩქარის აწევა მოდემის კონფიგურირებით არ შეიძლება, რადგან სიჩქარეს მოდემი კი არ განსაზღვრას არამედ პროვაიდერის სერვერი. მასთან კი თქვენ ხელი არაფრით არ მიგიწვდებათ. ერთადერთი პლიუსი შეიძლება აქ იყოს კონკრეტული პორტების სხვადასხვა კომპიუტერებზე გადამისამართება და არა გახსნა. ასევე როუტერ მოდემი ასრულებს გარკვეული FireWALL-ის ფუნქციას. ზოგიერთს ასეთი შესაძლებლობაც აქვს დამატებით, მაგრამ პირდაპირი შეტევის დროს შემტები თქვენს IP-ზე ხედავს როუტერს და უტევს მას. როუტერში კი არანაირი Windows-ი არ აყენია, ასე რომ თვითშემოჭრადი ვირუსები პრაქტიკულად მოკვეთილია. თუ მომხმარებელმა თვითონ არ გაუშვა რომელიმე ვირუსი, ან დაუდევრობით რომელიმე საიტიდან რაღაც საშინელაბა არ აიკიდა.

USB მოდემის შემთხვევაში კომპიუტერი და IP ერთიდაიგივეა, ანუ თქვენსა და ინტერნეტს შორის არავინ დგას, ამ დროს ერთერთი ნეგატიური გამოვლინებაა პირდაპირი ვირუსული შეტევები. დანარჩენის მხრივ გინდ ვებ-სერვერი, გინდა სათამაშო სერვერი გახსენი არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ახლა დადგა დრო დეტალურად მოდემები განვიხილოთ.


ADSL მოდემები
როგორც უკვე ვახსენეთ მოდემები ორი სახისაა. ორივეს თავისი პლიუსები და მინუსები ახასიათებს. დავიწყოთ ნელნელა.

USB მოდემები - ამ ტიპის მოდემები წარმოადგენენ პატარა მოწყობილობას, განსაკუთრებით ბოლო ვერსიები, რომელთა ზომებიც თაგუნიას (Mouse), ზომებს უახლოვდება. აქვს ორი კონექტორი და რამდენიმე მნათობი დიოდი. კონექტორებიდან ერთერთი ერთდება ტელეფონის კაბელი, სწორედ მისი მეშვეობით რეკავს იგი ინტერნეტში, დიახ დიახ დღემდე რეკავს და არა პირდაპირ მუდმივ ხაზზეა, ხოლო მეორე USB პორტით იგი ერთდება კომპიუტერთან, გადასცემს და იღებს ინფორმაციას, ასევე იღებს ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიას პირდაპირ USB პორტიდან. მის დასაინსტალირებლად საჭიროა შესაბამისი დრაივერი, რომელიც სპეციფიკურ პროგრამასაც  აინსტალირებს. ყველა ოპერაციის შემდეგ USB მოდემი კომპიუტერში ჩნდება როგორც კიდევ ერთი ქსელის დაფა. აკონფიგურირებთ მას პროვაიდერის მიერ მოცემული პარამეტრებით და თქვენ მზად ხართ მუშაობისთვის (ზოგიერთი პროვაიდერი არ ითხოვს USB მოდემის კონფიგურირებას, სერვერთან შეერთებისას იგი თვითონ იღებს საჭირო პარამეტრებს).

LAN ანუ როუტერ მოდემი - ამ ტიპის მოდემი წინა მოდელისგან რადიკალურად განსხვავდება. პირველი განსხვავება ზომებშია და კონექტორებში. ზოგიერთ მოდელს აქვს დამატებით USB პორტიც, მაგრამ ეს უფრო რარიტეტია ვიდრე საჭიროება. LAN მოდემები USB მოდემებისგან განსხვავებით არ საჭიროებენ დრაივერებს, არ სჭირდებათ განსაკუთრებული კონფიგურირება. ასეთ მოდემებს თვითონ აქვთ საკუთარი RISK პროცესორი (ოღონდ დაბალი სიხშირის), ასევე აქვთ თავიანთი ოპერაციული სისტემა, კომპიუტერს ან სხვა მოწყობილობას როგორც წესი უკავშირდებიან ქსელის კაბელის მეშვეობით. სწორედ აქედან არის მათი სახელი წარმოშობილი LAN მოდემი. მაგრამ იმის გამო რომ ასეთი მოდემი ასრულებს დამატებით კიდევ ერთ საქმეს, ანუ ახდენს ლოკალური IP მისამარტების ტრანსლირებას (ამ საქმეს როუტინგს ეძახიან), მას როუტერ მოდემებსაც ეძახიან.
განვიხილოთ რას წარმოადგენს როუტინგი და რაში გამოიხატება იგი. წარმოიდგინე რომ შიდა ქსელში ხართ 5 მომხმარებელი. 5 მომხმარებელი ერთდროულად სხვადასხვა საიტიდან ცდილობთ რაღაც ინფორმაცია მიიღოთ. ამასობაში შიდა ქსელში მომხმარებლებს გაქვთ IP მისამართები 192.168.1.2, 192.168.1.3, 192.168.1.4, 192.168.1.5, 192.168.1.6. ამ დროს IP მისამართი 192.168.1.1 უკავია თვითონ როუტერ მოდემს, ანუ ლოკალურ ქსელში შეიძლება ითქვას 6 მომხმარებელი ხართ. იმისათვის რომ მოდემი არ დაიბნას ყველა მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ პაკეტს აყოლებს ლოკალური ქსელი IP მისამართს, მიმღები წყარო ამ მისამართს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ როდესაც უკან აგზავნის პასუხს, როუტერი კითხულობს რომელ IP-ს უნდა გადაუგზავნოს შიდა ქსელში შესაბამისი პაკეტი. სწორედ ამის ხარჯზე არ ხდება მონაცემების არევა. ახლა წარმოიდგინეთ რომ თქვენი მეგობარი სხვა უბნიდან  ცდილობს თქვენ დაგიკავშირდეთ, იგი კრიფსვს თქვენს IP მისამართს და სინამდვილეში იგი ხვდება თქვენს როუტერთან. როუტერმა მიიღო მოთხოვნა, მაგრამ იმის გამო რომ მან არ იცის აღნიშნული მოთხოვნა რომელ შიდა ქსელის მომხმარებელს გადაუგზავნოს, მას უბრალოდ უგულველყოფას გაუკეთებს. ეს მეთოდი საკმაოდ სასარგებლოა როდესაც როუტერი უნებლიედ გვიცავს ვირუსებისგან, მაგრამ მიუღებელია მაშინ როდესაც ჩვენთვის სასურველ მომხმარებლებსაც არ უშვებს ჩვენამდე. აქ უნდა გავარკვიოთ როუტერის მუშაობის პრინციპები.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 35
შეფასება: 2



გამოხმაურება

მართლა ძალიან საინტერესო იყო
26-03-2011, 13:41:59 | shalva32

თუ მოდემის პაროლს გულისხმობ ადექი და დარეზეტე მერე დაურეკე და უთხარი მოდემი თავისით დარეზეტდაო მერე შედი და თვითონვე გიკარნახებენ და დაგაკონფიგურეირებინებენ. და მერე ადექი და შენ ახლიდან დადე პაროლი შენ რაც გინდა მე მასე მაქვს ჩემთან :)
17-07-2009, 17:32:54 | archilber

პროვაიდერს რომ არ ვთხოვო არსობობს თუ არა სხვა გზა თუ როგორ გავიგო ჩემი პაროლი?
06-02-2009, 01:36:01 | Jondo-muradashvili

ერთი სიტყვით.
ძაან საინტერესო იყო ეს სტატია და ავტორს ვთხოვ თუ შეუძლია შეძლებისდაგვარად განავრცოს
21-12-2007, 22:34:12 | redwolf

მაქვს USB მოდემი და ვიცი ვინმეს IPმისმარტი და იქაც და ჩემტანაც დავაყენე remote admin შემიძლია მივიღო ინფორმაცია იმ კომპიუტერიდან სიტყვაზე 21 პორტი რო გადმოვამისამარტო ძAლიან მაგარად მჭირდება ამის გაკეთEბა არ შეგიძლიათ მოკლედ რომ ამიხსნათ უფრო რო გავერკვე?
17-04-2007, 04:01:28 | kosta123


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.