მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ყველაფერი პორტებზე და გადამისამართებაზე

როუტერი
იდეაში როუტერ მოდემს გააჩნია ორი IP მისამართი, ერთი ლოკალური ქსელისთვის, ხოლო მეორე გარე ქსელისთვის ანუ ინტერნეტისთვის. სწორედ იმის გამო რომ მას შეუძლია შიდა ინტერნეტ მისამართები გადააკეთოს გარე IP მისამართებად და ისე დააგზავნოს პაკეტები, მას ყველა პატივს ვცემთ. ზოგიერთი გაუაზრებლად, ზოგი კი მთელს ვიტამინებს წოვს. ანუ ერთი გასაგებია როუტერ მოდემი ახერხებს შიდა და გარე IP მისამართების ტრანსლირებას (შეცვლას, მიმოცვლას, გადაცვლას - მოკლედ ვისარ რა ტერმინი მოგეწონებათ ის გამოიყენეთ), ანუ შეცვლას. გარდა ამისა შეიძლება როუტერის კონფიგურირება, ანუ მითითებული იყოს რომელი პორტის მოთხოვნა კონკრეტულად რომელ ლოკალურ კომპიუტერზე იყოს გადაგზავნილი. ამ შესაძლებლობას აქვს მთელი ლეგენდები და არასწორი ინტერპრეტაციები. თუ პორტების პარამეტრები კონფიგურირებული არ არის, მაშინ ნებისმიერი მოთხოვნა როუტერ მოდემთანვე ჩერდება. სწორედ ამის გამოა რომ ვერ ხერხდება საკუთარი სათამაშო სერვერის გახსნა, ვებ, FTP თუ სხვა სახის სერვერის ამუშავება. შეუძლებელია კომპიუტერის დისტანციაზე მართვა და ასე შემდეგ.

გამარტივებულად რომ ვთქვათ გარედან მიღებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგალითად სათამაშო სერვერის გაშვებას ცდილობს თვოთონ როუტერი, მაგრამ იმის გამო რომ როუტერში ასეთი რამ არ არის, ხოლო მოთხოვნილი პორტი ვთქვათ 5698 მას არ აქვს კონფიგურირებული და არ უთითებს სად გადააგზავნოს, იწვევს როუტერ მოდემისგან გაბრაზებას და მოთხოვნილ საქმეზე უარს აცხადებს. ახლა მოვიდა დრო კიდევ ერთ საიდუმლო თემას პორტებს გავეცნოთ.

პორტები
ბევრისთვის ეს არის რაღაც შესაერთებელი ფიზიკური ადგილი, ზოგისთვის ეს არის ვირტუალური გვირაბი, ზოგიერთისთვის დღემდე გაუგებარი ზებუნებრივი მოვლენა. სინამდვილეში კი პორტი არის პროგრამის აღმნიშვნელი. ანუ წარმოიდგინეთ ვუკავშირდებით IP მისამართს 230.24.123.3. ამ კომპიუტერისგან ჩვენ გვინდა მივიღოთ ფაილების გადმოწერის უფლება, ანუ ადამიანური ენით რომ ვთქვათ FTP წვდომა გვინდა. მაგრამ კომპიუტერში არსებობს აურაცხელი პროგრამა რომელი კონკრეტული პროგრამა უნდა დაგაკავშიროთ კომპიუტერმა რომ თქვენი სურვილი ასრულდეს? რა თქმა უნდა ზოგიერთი გაუაზრებლად იტყვის წინ აკრიფე FTP:// და მორჩა საქმეო. შეიძლება, მაგრამ თუ იცი რას მიუთითებს ეს აბრევიატურა კომპიუტერს? ოოო, სწორედ აქაა საიდუმლო, საქმე იმაშია რომ არსებობს წინასწარ გაწერილი რამდენიმე პროგრამის ნომერი, ასე მაგალითად FTP სერვერები ძირითადად მუშაობენ 21-ე პორტზე. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ FTP პროგრამებს აქვთ ნომერი 21.

თუ თქვენ მიმართეთ კომპიუტრს მისამართით FTP://230.24.123.3 ეს ნიშნავს რომ თქვენ სთხოვეთ კომპიუტერს IP მისამართით 230.24.123.3 გამოიძახოს მასთან ინსტალირებული პროგრამა რომელსაც აქვს ნომერი 21 და შემდეგ მას გადასცეს თქვენი მოთხოვნის დამუშავება. თუ შესაბამის კომპიუტერზე ასეთი პროგრამა აყენია, გაიშვება შესაბამისი პროგრამა რომელიც უკვე მოგთხოვთ სახელს და პაროლს, ან არ მოგთხოვთ, ეს უკვე დამოკიდებულია, მის კონფიგურაციაზე და ადმინისტარატორის სურვილზე.

არსებობს რამდენიმე წინასწარ განსაზღვრული პორტი, ანუ პროგრამის ნომერი, მაგალითად 21 უკვე განხილული FTP სერვერის პროგრამებია, 25 ეს არის SMTP სერვერი, ანუ ფოსტის გამგზავნი პროგრამა, 80 როგორც წესი არის WEB სერვერი, 110 POP3 სერვერი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს არის ძირითადი სტანდარტები, მაგრამ არავინ არ მოითხოვს მათ 100%-ინ დაცვას შეიძლება ადმინისტრატორებმა მოინდომონ შესაბამისი პროგრამების კონფიგურირება და მიუთითონ არა სტანდარტულ ციფრზე რეაგირება არამედ რაიმე განსხვავებულზე, მაგალითად ხშირია როდესაც WEB სერვერის ნომერი 80-ე კი არა არის 81, ან 800. წინასწარ განსაზღვრული არის რამდენიმე ათასი ნომრის პორტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი სასურველი ნომრის გამოყენება. უბრალოდ ორ სხვადასხვა პროგრამას ერთ ნომერს ვერ მისცემთ.

კარგი აქ პრაქტიკულად ძირითადი იდეების ახსნა მთავრდება და ვიწყებთ ძირითადზე გადასვლას, ძირითადი თემა კი დღეისათვის არის გადამისამართება. როგორც ხვდებით გადამისამართება მხოლოდ როუტერ, ანუ LAN მოდემის მფლობელებს სჭირდებათ USB მოდემის მფლობელებს ეს თავის ტკივილი არ აწუხებთ. დააყენეთ რა სერვერიც გინდათ, შემდეგ თქვენს მეგობრებს ან მომხმარებლებს შეატყობინეთ თქვენი IP და მორჩა ისინი თქვენს კომპს ესტუმრებიან, რა თქმა უნდა თუ ჩართული გაქვთ.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 35
შეფასება: 2



გამოხმაურება

მართლა ძალიან საინტერესო იყო
26-03-2011, 13:41:59 | shalva32

თუ მოდემის პაროლს გულისხმობ ადექი და დარეზეტე მერე დაურეკე და უთხარი მოდემი თავისით დარეზეტდაო მერე შედი და თვითონვე გიკარნახებენ და დაგაკონფიგურეირებინებენ. და მერე ადექი და შენ ახლიდან დადე პაროლი შენ რაც გინდა მე მასე მაქვს ჩემთან :)
17-07-2009, 17:32:54 | archilber

პროვაიდერს რომ არ ვთხოვო არსობობს თუ არა სხვა გზა თუ როგორ გავიგო ჩემი პაროლი?
06-02-2009, 01:36:01 | Jondo-muradashvili

ერთი სიტყვით.
ძაან საინტერესო იყო ეს სტატია და ავტორს ვთხოვ თუ შეუძლია შეძლებისდაგვარად განავრცოს
21-12-2007, 22:34:12 | redwolf

მაქვს USB მოდემი და ვიცი ვინმეს IPმისმარტი და იქაც და ჩემტანაც დავაყენე remote admin შემიძლია მივიღო ინფორმაცია იმ კომპიუტერიდან სიტყვაზე 21 პორტი რო გადმოვამისამარტო ძAლიან მაგარად მჭირდება ამის გაკეთEბა არ შეგიძლიათ მოკლედ რომ ამიხსნათ უფრო რო გავერკვე?
17-04-2007, 04:01:28 | kosta123


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.