ყველაფერი პორტებზე და გადამისამართებაზე
როუტერი გამარტივებულად რომ ვთქვათ გარედან მიღებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგალითად სათამაშო სერვერის გაშვებას ცდილობს თვოთონ როუტერი, მაგრამ იმის გამო რომ როუტერში ასეთი რამ არ არის, ხოლო მოთხოვნილი პორტი ვთქვათ 5698 მას არ აქვს კონფიგურირებული და არ უთითებს სად გადააგზავნოს, იწვევს როუტერ მოდემისგან გაბრაზებას და მოთხოვნილ საქმეზე უარს აცხადებს. ახლა მოვიდა დრო კიდევ ერთ საიდუმლო თემას პორტებს გავეცნოთ. პორტები თუ თქვენ მიმართეთ კომპიუტრს მისამართით FTP://230.24.123.3 ეს ნიშნავს რომ თქვენ სთხოვეთ კომპიუტერს IP მისამართით 230.24.123.3 გამოიძახოს მასთან ინსტალირებული პროგრამა რომელსაც აქვს ნომერი 21 და შემდეგ მას გადასცეს თქვენი მოთხოვნის დამუშავება. თუ შესაბამის კომპიუტერზე ასეთი პროგრამა აყენია, გაიშვება შესაბამისი პროგრამა რომელიც უკვე მოგთხოვთ სახელს და პაროლს, ან არ მოგთხოვთ, ეს უკვე დამოკიდებულია, მის კონფიგურაციაზე და ადმინისტარატორის სურვილზე. არსებობს რამდენიმე წინასწარ განსაზღვრული პორტი, ანუ პროგრამის ნომერი, მაგალითად 21 უკვე განხილული FTP სერვერის პროგრამებია, 25 ეს არის SMTP სერვერი, ანუ ფოსტის გამგზავნი პროგრამა, 80 როგორც წესი არის WEB სერვერი, 110 POP3 სერვერი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს არის ძირითადი სტანდარტები, მაგრამ არავინ არ მოითხოვს მათ 100%-ინ დაცვას შეიძლება ადმინისტრატორებმა მოინდომონ შესაბამისი პროგრამების კონფიგურირება და მიუთითონ არა სტანდარტულ ციფრზე რეაგირება არამედ რაიმე განსხვავებულზე, მაგალითად ხშირია როდესაც WEB სერვერის ნომერი 80-ე კი არა არის 81, ან 800. წინასწარ განსაზღვრული არის რამდენიმე ათასი ნომრის პორტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი სასურველი ნომრის გამოყენება. უბრალოდ ორ სხვადასხვა პროგრამას ერთ ნომერს ვერ მისცემთ. კარგი აქ პრაქტიკულად ძირითადი იდეების ახსნა მთავრდება და ვიწყებთ ძირითადზე გადასვლას, ძირითადი თემა კი დღეისათვის არის გადამისამართება. როგორც ხვდებით გადამისამართება მხოლოდ როუტერ, ანუ LAN მოდემის მფლობელებს სჭირდებათ USB მოდემის მფლობელებს ეს თავის ტკივილი არ აწუხებთ. დააყენეთ რა სერვერიც გინდათ, შემდეგ თქვენს მეგობრებს ან მომხმარებლებს შეატყობინეთ თქვენი IP და მორჩა ისინი თქვენს კომპს ესტუმრებიან, რა თქმა უნდა თუ ჩართული გაქვთ. პირველი გვერდი « 1 2 3 4 » ბოლო გვერდი |
|
მართლა ძალიან საინტერესო იყო