მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows Vista - ინსტალაცია

რა თქმა უნდა თუ შეძენილი გაქვთ ლიცენზია, მაშინ ხელთ არსებული ნომერი შეიყვანეთ თუ არა და მაშინ მოხსენით ალამი აღნიშვნას Automatically Activate Windows When I’m online და სერიული ნომრის შეყვანის გარეშე დააჭირეთ ხელი ღილაკს NEXT. მიიღებთ შეტყობინებას იმის შესახებ რომ თქვენ სერიული ნომერი არ შეგიყვანიათ და შემდგომ ეს შეიძლება გადაინსტალირების მიზეზი გახდეს. ამოირჩიეთ NO  და ვაგრძელებთ ინსტალაციას. თუ ამოირჩევთ YES მაშინ ნება იბოძეთ და შეიყვანეთ სერიული ნომერი :-).

მოკლედ ასე თუ ისე გადავალთ ახალ ფანჯარაზე, სადაც შემოთავაზებული იქნება Windows VISTA-ს ვერსია. როგორც ზემოთ ვთქვი ერთ დისკზე არის რამდენიმე ვერსია და იმის და მიხედვით თუ რომლის სერიული ნომერი გვაქვს ვირჩევთ სწორედ ამ ვერსიას. თუ წინა დიალოგის ფანჯარაში შევიყვანდით თქვენს  ხელთ არსებულ სერიულ ნომერს, მაშინ ამ დიალოგის ფანჯარას აღარ მიიღებდით, უბრალოდ ინსტალერი თვითონ მიხვდებოდა რომელი ვერსიის სერიული ნომერი გქონდათ ხელთ. მაგრამ ჩვენ გვინდა ყველაფრის გაგება. ამიტომ ნომერი არ შეგვიყვანია და ვიღებთ ამოსარჩევ ფანჯარას.


ამ სიაში ვერ ნახავთ მხოლოდ VISTA Enterprise-ს რომელიც ცალკე ვერსიად ვრცელდება, დანარჩენს კი შეგიძლიათ წარმოდგენილ სურათზე დააკვირდეთ. ვერსიების განსხვავებებისა და შესაძლებლობების  შესახებ ჩვენი წინამდებარე სტატიიდან გაიგებთ რომელი ვერსია გირჩევნიათ, აქ მხოლოდ ერთ დავძენ STARTER EDITION არის ყველაზე არასრული და მარტივი, ხოლო ULTIMATE არის ყველაზე სრული და ძვირი ვერსია. აქვე იგულისხმება ის რომ STARTER Edition-ში არ არის ბევრი VISTA-ს ახალი შესაძლებლობები, პრაქტიკულად ეს არის XP ს შემცვლელი ვერსია შესაბამისი ბირთვით, უბრალოდ ახალი ბირთვის თავსებადობა რომ უზრუნველყოფილიყო გამოვიდა ეს ვერსიაც, მაგრამ მასში არ არის არც გრაფიკული გარსი, არც მედია შესაძლებლობები, არც ბევრი მეხსიერების მხარდაჭერა და ასე შემდეგ. მოკლედ მაქსიმალურად შეკვეცილია. აი მისი საწინააღმდეგო არის Ultimate ვერსია რომელიც აფსოლუტურად ყველა სიახლეს და შესაძლებლობას შეიცავს. დანარჩენი ვერსიები არის გარდამავალი ამ ორს შორის, ზოგს მულტიმედია აქვს მოჭრილი, ზოგს კი ბურალტრული შესაძლებლობები, იმის და მიხედვით ვის რა სჭირდება.

მე აქ ვირჩევ ULTIMATE-ს დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც სწორედ ეს ვერსია მოსწონს. თუმცა ინსტალაციის დანარჩენი ნაწილი სხვა ვერსიების ამორჩევისას არ იცვლება და იგივენაირად მიმდინარეობს.

მოკლედ მონიშნეთ სასურველი ვერსია აღნიშნეთ ძირს არსებული კვადრატი და დავაჭირეთ ღილაკს NEXT.

შემდეგ ფანჯარაში ვეცნობით MS ის ლიცენზიის წესებს, იმედია ხვდებით რომ უნდა დავეთანხმოთ წინააღმდეგ შემთხვევაში ინსტალაციას ვერ ვეღირსებით. აღნიშნეთ ალამით ძირს არსებული ბოქსი და დააჭირეთ ღილაკს NEXT.

შემდეგ ფანჯარაში ვიღებთ შემოთავაზებას:

1 - მოვახდინოთ აბდეიტი -  ანუ ძველ ვერსიაზე ხელახლა გადავატაროთ ინსტალერი, შევინარჩუნოთ დაინსტალირებული პროგრამები და მათი პარამეტრები, მაგრამ გამოვასწოროთ სისტემის რეესტრი და სხვა ამდაგვარი სისტემური კომპონენტები. (როგორც წესი ახალი ინსტალაციისას არა რის აქტიური, სხვათაშორის პრინციპი იგივეა რაც Windows XP-ს განახლებული ინსტალაციისას, ამიტომ დიდად ამ შესაძლებნლობის გამოყენებას არ გირჩევთ).

2 – COSTUM (Advanced) -  ანუ გაფართოებული ინსტალაცია, ხელით ვირჩევთ კომპონენტებს და შესაძლებლობებს. იდეაში მხოლოდ ეს გზა არის ნორმალური სუფთა ინსტალაციისთვის მისაღები, ამიტომ სწორედ მას ვირჩევთ.

გადავდივართ შემდეგ ფანჯარაზე. აქ ვირჩევთ რომელ დისკზე ვაინსტალრებთ ახალ სისტემას (რა თქმა უნდა თუ გვაქვს ცალკე გამოყოფილი განყოფილება). თუ ახალი დისკი გვაქვს როგორც ამ სტატიაში გათამაშებული სიტუაციის დროს მაშინ მიახლოებით გამოვიანგარიშოთ რამდენი ადგილი დაგვჭირდება და მივხედოთ საქმეს.


მაშ ასე ვთქვათ ამ სტატიის მიხედვით გვაქვს 160 გიგაბაიტიანი დისკი, რომელიც ჯერ დაყოფილი არ არის. სისტემისთვის მთლიანად ერთი დისკის დათმობა გაუმართლებელია. არ გამოგვადგება გადაინსტალირებისას, არც სისტემას სჭირდება ამხელა დისკი და რაც უფრო დიდია დისკი და ზედ ბევრი წვრილი ფაილი წერია მით უფრო ნელა მუშაობს, იგი. ამიტომ ლოგიკურია რომ დაყოფა გვჭირდება. დაყოფა შეიძლება წარწერა Drive Option (Advanced)-ზე დაჭერით.


თუ დისკი უკვე დატყოფილია და VISTA-სთვის ადგილი წინასწარ განსაზღვრული გაქვს, მაშინ უბრალოდ ამოირჩიეთ სასურველი დისკის განყოფილება და დააჭირეთ ღილაკს NEXT. ძირს აღწერილი დაყოფის ახსნა შეგიძლიათ გამოტოვოთ.

მოკლედ თუ ახალ დისკს ვყოფთ ვაწვებით წარწერას  Drive Option (Advanced) ამ დროს გვიჩნდება დამატებითი ინსტრუმენტარიუმი, ვაჭერთ ღილაკს NEW. აქ უნდა გავნსაზღვროთ რა მოცულობა გამოვუყოთ Windows VISTA-ს. აქ გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს. VISTA-ს სრული ინსტალაციის შემდეგ აღმოაჩენთ რომ სისტემამ მინიმუმ დისკზე 7 გიგაბაიტი დაიკავა. ამას უნდა დავამატოთ სვაპ ფაილი, ანუ ვირტუალური მეხსიერების  ფაილი, როგორც წესი დემოუკიდებლად ამ ფაილის ზომაა უტოლდება თქვენი ოპერატიული მეხსიერებას, რომელიც უნდა გაამრავლოთ 1,5-ზე, ანუ მაგალითად თუ გაქვთ 512 მეგაბაიტი ოპერატიული, მაშინ 768 მეგაბაიტი დაიხარჩება ვირტუალური მეხსიერების ფაილზე, თუ გაქვთ 1 გიგაბაიტი მეხსიერება, მაშინ 1,5 გიგაბაიტი, და ასე შემდეგ. ასევე მიამატეთ ამ საქმეს ძილის რეჟიმის (Hibernation) ფაილი. ეს ფაილი როგორც წესი არის ოპერატიული მეხსიერების ექვივალენტი. შედეგად 1 გიგაბაიტი ოპერატიულის დროს მივირებთ უხეშ დაჯამების შედეგს: 7 გიგაბაიტს პლიუს 1,5 გიგაბაიტი, პლიუს 1 გიგაბაიტი. გამოვიდა რომ სისტემა თავისუფლად ჩასანსლავს 9,5 გიგაბაიტს. იდეაში Hibernation რეჟიმი შეიძლება გამორთოთ და გვრჩება დისკზე საჭირო ადგილის სახით 8,5 გიგაბაიტი. ამას იდეოლოგიურად დავამატოთ ის გარემოებაც რომ სისტემის გარდა გვჭირდება კიდევ რაღაც პროგრამები, ასევე შეიძლება ვირტუალური მეხსიერების გაზრდა დაგვჭირდეს. შედეგად თვითონ Microsoft-ი გვირჩევს რომ მინიმუმ 12 გიგაბაიტი ადგილი უნდა გვქონდეს VISTA-სთვის გამოყოფილი. პირადი გამოცდილებით კი გირჩევდით თუ XP-ს შემთხვევაში ოპტიმალურად ითვლებოდა 8-10 გიგაბაიტი, VISTA-სთვის ოპტიმალურად ჩაითვლება 18-22 გიგაბაიტი.  საშუალოდ ორიენტაცია შეიძლება 20 გიგაბაიტზე. რა თქმა უნდა შემდეგ შეიძლება მუშაობისას დაადგინოთ რომ თქვენს შემთხვევაში 10 გიგაბაიტიც საკმარისია, ან შეიძლება აღმოაჩინოთ რომ 30 გიგაბაიტიც არ გყოფნით სისტემური განყოფილებისთვის, მაგრამ იდეაში თუ ყველა თამაშს და დიდი მოცულობის პროგრამებს C: დისკზე არ ჩატენით, მაშინ 20 გიგაბაიტი ყველანაირად უნდა გეყოთ.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 12
შეფასება: 1.6



გამოხმაურება

ერთი შეკითხვა მაქვს კომპიუტერი რო ვიკიდე მას მოყვა ვინდოუს ვისტა და მისი დრაივერების დისკი და შემდეგ კომპიუტერს რაგაც ვირუსი შეეყარა და მინდოდა გადამეყენებინა იმ დისკიტ რომელიც მოყვა კომპს და რიცა ვაკენებდი იკ მთხოვდა სერიულ ნომეს სერიული ნომერი კომპზე ეწერა და ის წარსერა მოძვრა და ვერ ვნახე და სერიული ნომრის გარეშე რო დავაინსტალირე რამე პრობლემა შემექმნება??????????????? გთხოვთ არ დაგეზაროთ თუ ვინმემ იციტ კომენტარებში დატოვეტ დზმურად
07-08-2010, 13:51:50 | chaxu

პირველ რიგში გამარჯობათ სუყველას და ერთი შესაკითხი მაქვს...ძმურად არ დაგეზაროთ პასუხი...ვისტა მთხოვს განახლებას(სპ2)..თუ იცით რამე იაღლიში ხომ არ მოყვება მას ან რამე თუ არის გასათვალისწინებელი დაყენებისას?
01-07-2009, 05:59:55 | makho

ერთი კითხვა მაქვს: ვისტას დაყენებისას რამდენჯერმე მქონდა პრობლემა, ანუ ახალ ლეპტოპზე არ დაყენდა, მერე XP გავუშვი რუსული SP3 და ჩვეულებრივად წაიღო... გეტყვით სად ჭედავდა; თავიდან ჩვეულებრივად მიდიოდა შავი ეკრანის ფონზე, მეტე იქ extracting files და ასე შემდეგ, ამის შემდეგ ხო რესტარტს აკეთებს ხოდა მაგის მერე შუას რო გადაცდებოდა ჭედავდა...... არადა ვისტაზე იყო გათვლილი... ერთი სიტყვით ვერაპერი გავიგე რისი ბრალი უნდა ყოფილიყო და იკნებ ვინმემ იცოდეთ და მიპასუხოთ.... დიდად მადლობელი დაგრჩებით
12-06-2009, 23:21:41 | shergi

მაგარია ვისტა მომცონს ნამდვილად ჯობია xp არა მარტო გაფორმებით ფუნქციებითაც თანამედროვე გამართული სისტემაა თითქმის კველა ახალ ნოუთბუქზე ყენია მე მინდა დაყენება home premiumის რადგან შედარებით სუსტ კომპზეც მუშაობს იმედია გაამართლებს თქვენც გირჩევთ დააყენოთ სცადოთ
27-04-2009, 22:26:22 | Levan13557

Fey
ვიდეო რად გინდა, მთელი სტატიაა დასურათებული, თუ გეშინია ინსტალაციისას გაეჭედო, ამობეჭდე და დაიდე გვერდზე :D
პროგრამებს რაც შეეხება, ყველა ახალი ვერსია(დაწყებული 2007 წლიდან) მიდის ვისტაზე
02-04-2009, 14:47:30 | Gio_kiborg

აუუ კაცურად ვისტას ვიდეო დადეტ რა........ როგორ აინსტალირებტ იმინა ყველაპერი რო ჩანდეს რა კარგად....... და რა პროგრამები იქნება საჩირო რო ვისტა დავაინსტალიროტ რა......
და კიდე XP ზე რა პროგებიც მიდი მაგ... GOM PLAYEრ DA სხვები ვისტაზეც მიდის????
ვიდეოს ტუ დადებტ კაი იქნება :>)
08-02-2009, 13:38:32 | Fey

სჰეიდზლება ლინკი დავწერო საიდანაც ვისტას გადმოწერა სჰეიდზლება ადმინ?
21-12-2008, 20:01:30 | giorgi94

GENERIC HOST PROCESS FOR WIN32 has a problem and needs to close ასეთი შინაარსის შეტყობინება მომდის თან ხშირად,აზრზე არ ვარ რას ნიშნავს. გთხოხთ დამეხმაროთ ამ საზიზღარი მესიჯის მოშორებაში.წინასწარ გიხდით მადლობას.
03-03-2008, 03:05:44 | xara

მე თუ მკითხავთ ყველაფერი კარგადაა აღწრილი :))
12-10-2007, 22:17:57 | sio777

ჩემმა ახლობელმა არ მირჩია ვისტას დაყენება დაუმუშავებელი სისტემა არისო არისო არადა მაინტერესებს მართლა ასეა ??
27-07-2007, 14:10:19 | gogita79i


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.