მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows Vista - ინსტალაცია

აქედან გამომდინარე გამოვყოთ ახალი სისტემისთვის 20 გიგაბაიტი ჩვენი ახალი დისკიდან. ამისათვის ვაწვებით ღილაკს NEW, გამოსულ ფანჯარაში ვწერთ 20 000 რაც შეესაბამება 20 ათას მეგაბაიტს, ანუ 20 გიგაბაიტს, რა თქმა უნდა 1024-ზე გაყოფისას მივიღებთ არა ზუსტად 20 გიგაბაიტს, არამედ 19,53 GB-ს. თუ ზუსტად 20 გიგაბაიტის გამოყოფა გინდათ, მაშინ უხეშად გამოიყენეთ ფორმულა:
20x1024=20480 MB

ანუ უნდა ჩავწეროთ 20480 ამით ზუსტად 20 GB-იან განყოფილებას მივიღებთ. მოკლედ ჩაწერეთ სასურველი ციფრი და დააჭირეთ ღილაკს APPLY.  მოიცადეთ რამდენიმე წამი და ახალი განყოფილება შეიქმნება., ახლა მონიშნეთ ჩვენი 20 გიგაბაიტიანი განყოფილება და დააჭირეთ ღილაკს FORMAT.  

რამდენიმე წამში ფორმატირება დასრულდება და მიიღებთ პირველად განყოფილებას რომელიც მიუხედავათ თქვენი სიამოვნება უსიამოვნებისა მხოლოდ NTFS ფაილურ სისტემაზე დაფორმატდება. VISTA არ დააყენებს თავის თავს FAT32-ზე.

ფორმატირების შემდეგ შეგიძლიათ დანარჩენი დისკიც სურვილის მიხედვით დაყოთ, ან შეგიძლიათ ინსტალაცია განაგრძოთ და დისკის დაყოფა შემდგომისთვის გადადოთ (პრინციპი იგივეა რაც XP-ს ინსტალაციის შემთხვევაში). მოკლედ თქვენ თქვენებურად გადაწყვიტეთ, მე კი ვაგრძელებ ინსტალაციას. ჰო მართლა თუ აქ არ იქნება აღმოჩენილი თქვენი ვინჩესტერი, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენს დედა დაფაზე გამოყენებულია ისეთი კონტროლერი, რომლის დრაივერიც არ არის საინსტალაციო პაკეტის ბაზაში. შეიძლება SCSI, ან SAS დისკებს იყენებთ. მოკლედ თუ დისკი არ ჩანს დააჭირეთ ხელი ღილაკს Load Driver. შემდეგ იმედია ხელთ გექნებათ დრაივერებით აღჭურვილი კომპაქტ დისკი, თუ მოახერხეთ და დისკი დათესეთ ბარაქიანი მოსავლის მოლოდინში, მაშინ სასწრაფოდ დედა დაფის მწარმოებლის საიტზე გაქანდით და შესაბამისი კონტროლერის დრაივერი ჩამოტვირთეთ.

მოკლედ ყველა საქმის დამთავრების შემთხვევაში ვაწვებით ღილაკს NEXT

ამის შემდეგ იწყება ფაილების დისკზე გადმოწერა, შემდეგ არქივების გახსნა და შემდგომ თვითონ ინსტალაცია. იდეაში ინსტალაცია არც თუ ისე დიდ დროს იკავებს, სადღაც 2,8, ან 3,4 გიგაჰერციანი P4-ის შემთხვევაში ინსტალაციაზე იხარჯება 20-30 წუთი.  თუმცა ეს ფაქტი ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული, რა აპარატურა გაქვთ რა DVD დრაივი გაქვთ და რა დღეშია თვითონ საინსტალაციო დისკი. ასე რომ ინსტალაცია შეიძლება მთელი 60 წუთიც გაგრძელდეს, ბოლო ბოლო 7-9 გიგაბაიტის კოპირებას დრო უნდა, მითუმეტეს ამ ინფორმაციის CAB ფაილებიდან ამოღებას, რეესტრის შექმნას, და ასე შემდეგ. ასე რომ Microsofrt-ის ძველი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: ”მიეყუდეთ სკამეიკას, მოხვლიპეთ ჩაი, კაკაო, კოფე, დაააყოლეთ ნამცხვრები და ”პეროჟნები” სანამ ინსტალაცია უთქვენოდ შემდგომ ეტაპამდე მივა”.


ინსტალაციის მეორე ეტაპი პრაქტიკულად ყველანაირი დამატებით ბორძიკისა და კითხვების გარეშე ჩაივლის, შემდგომ კომპიუტერი აუცილებლად გადაიტვირთება და ვხვდებით ინსტალაციის მესამე ეტაპზე. ჩატვირთვის დროს თუ რეალური DVD დისკით იტვირთებოდით ნუ ამოიღებთ მას და ნურც ღილაკებს ნუ დააჭერთ ინსტალაცია თვითონ გადავა შემდგომ ფაზაში.

ინსტალაციის მესამე ფაზა არის პრაქტიკუალდ მეორე ნაწილის გაგრძელება, მომხმარებლის ჩარევა აქაც საჭირო არ არის, საჭირო ცვლილებები თვითონ შევა ძალაში და როგორც წესი მივალთ კიდევ ერთ გადატვირთვამდე :-).

შემდეგ ჩატვირთვას დავარქვათ ინსტალაციის მეოთხე ეტაპი. ამ დროს ბევრი ჩალიჩის შედეგად გამოტანილი იქნება ფანჯარა სადაც შემოთავაზებული იქნება მომხმარებლის სახელის და პაროლის ჩაწერა.

პირველი პირობა რაც უნდა დაიცვათ, თუ ინსტალაციის დაწყებისას ამოირჩიეთ ქართული რეგიონალური პარამეტრები და ამჯერად კლავიატურის გადართვით საშუალება გაქვთ ქართული ასოებით აკრიფოთ მომხამრებლის სახელი, ასეთ რამეს ნუ გააკეთებთ. ანუ ქართული უნიკოდით ნუ შექმნით პროფილს. საქმე იმაშია რომ ინსტალერი დისკზე პროფილის სახელიდან გამომდინარე იგივე სახელის საქაღალდეს შექმნის. თვითონ VISTA-ს, XP-ს, ან MS-ის სხვა პროდუქტებს ამ შემთხვავეში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, მაგრამ სხვა დამოუკიდებელი პროგრამები რომლებიც ვერ იგებენ უნიკოდ ტექსტებს გაგიჟდებიან. ანუ მაგალითად WinAMP ვერ დაუკრავს DESKTOP-ზე შენახულ აუდიო ფაილებს, ვიდეო პროგრამები ვერ გაუშვებენ გამოსახულებას, ზოგიერთი პროგრამა ვერ შესძლებს, ტექსტური და გრაფიკული ფაილების გახსნას My DOCUMENT-იდან და ასე შემდეგ. ასეთი რამ რომ გამოვრიცხოთ ექაუნთი აუცილებლად შექმენით ინგლისური ასოებით. შემდეგ თუ ძალიან გინდათ ქართული სახელის დაწერა შეცუნცულდით პროფილის რედაქტირებაში და შემდეგ შეცვალეთ მომხმარებლის სახელი. ამ დროისთვის პროფილის შესაბამისი საქაღალდე ლათინური ასოებით იქნება შექმნილი და სახელის შეცვლისას საქაღალდის სახელი არ შეიცვლება, მხოლოდ სახელი იქნება შეცვლილი და ყველაფერი 5-იანზე იმუშავებს.

XP-სგან განსხვავებით შეცვლილია ავატარები, ასევე შეცვლილია რეგისტრაციის სიტუაცია, ანუ შეგიძლიათ სახელი ჩაწეროთ და პაროლს არ ჩაწერთ, XP-ს დროს მხოლდო სახელის ჩაწერა ხდებოდა. VISTA-ში კი შეგიძლიათ მხოლოდ სახელი ჩაწეროთ, ან პაროლიც მიამაგროთ ექაუნთზე. საინტერესო ის არის რომ პაროლის დამოწმების ფანჯარა არ გამოჩნდება მანამდე სანამ პირველ პაროლის ველში რაიმეს არ აკრიფავთ, ანუ ამ დროს იგულისხმება, თუ პირველ ველში არაფერი იწერება მომხმარებელს პაროლის მითითება არ სურს.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 12
შეფასება: 1.6



გამოხმაურება

ერთი შეკითხვა მაქვს კომპიუტერი რო ვიკიდე მას მოყვა ვინდოუს ვისტა და მისი დრაივერების დისკი და შემდეგ კომპიუტერს რაგაც ვირუსი შეეყარა და მინდოდა გადამეყენებინა იმ დისკიტ რომელიც მოყვა კომპს და რიცა ვაკენებდი იკ მთხოვდა სერიულ ნომეს სერიული ნომერი კომპზე ეწერა და ის წარსერა მოძვრა და ვერ ვნახე და სერიული ნომრის გარეშე რო დავაინსტალირე რამე პრობლემა შემექმნება??????????????? გთხოვთ არ დაგეზაროთ თუ ვინმემ იციტ კომენტარებში დატოვეტ დზმურად
07-08-2010, 13:51:50 | chaxu

პირველ რიგში გამარჯობათ სუყველას და ერთი შესაკითხი მაქვს...ძმურად არ დაგეზაროთ პასუხი...ვისტა მთხოვს განახლებას(სპ2)..თუ იცით რამე იაღლიში ხომ არ მოყვება მას ან რამე თუ არის გასათვალისწინებელი დაყენებისას?
01-07-2009, 05:59:55 | makho

ერთი კითხვა მაქვს: ვისტას დაყენებისას რამდენჯერმე მქონდა პრობლემა, ანუ ახალ ლეპტოპზე არ დაყენდა, მერე XP გავუშვი რუსული SP3 და ჩვეულებრივად წაიღო... გეტყვით სად ჭედავდა; თავიდან ჩვეულებრივად მიდიოდა შავი ეკრანის ფონზე, მეტე იქ extracting files და ასე შემდეგ, ამის შემდეგ ხო რესტარტს აკეთებს ხოდა მაგის მერე შუას რო გადაცდებოდა ჭედავდა...... არადა ვისტაზე იყო გათვლილი... ერთი სიტყვით ვერაპერი გავიგე რისი ბრალი უნდა ყოფილიყო და იკნებ ვინმემ იცოდეთ და მიპასუხოთ.... დიდად მადლობელი დაგრჩებით
12-06-2009, 23:21:41 | shergi

მაგარია ვისტა მომცონს ნამდვილად ჯობია xp არა მარტო გაფორმებით ფუნქციებითაც თანამედროვე გამართული სისტემაა თითქმის კველა ახალ ნოუთბუქზე ყენია მე მინდა დაყენება home premiumის რადგან შედარებით სუსტ კომპზეც მუშაობს იმედია გაამართლებს თქვენც გირჩევთ დააყენოთ სცადოთ
27-04-2009, 22:26:22 | Levan13557

Fey
ვიდეო რად გინდა, მთელი სტატიაა დასურათებული, თუ გეშინია ინსტალაციისას გაეჭედო, ამობეჭდე და დაიდე გვერდზე :D
პროგრამებს რაც შეეხება, ყველა ახალი ვერსია(დაწყებული 2007 წლიდან) მიდის ვისტაზე
02-04-2009, 14:47:30 | Gio_kiborg

აუუ კაცურად ვისტას ვიდეო დადეტ რა........ როგორ აინსტალირებტ იმინა ყველაპერი რო ჩანდეს რა კარგად....... და რა პროგრამები იქნება საჩირო რო ვისტა დავაინსტალიროტ რა......
და კიდე XP ზე რა პროგებიც მიდი მაგ... GOM PLAYEრ DA სხვები ვისტაზეც მიდის????
ვიდეოს ტუ დადებტ კაი იქნება :>)
08-02-2009, 13:38:32 | Fey

სჰეიდზლება ლინკი დავწერო საიდანაც ვისტას გადმოწერა სჰეიდზლება ადმინ?
21-12-2008, 20:01:30 | giorgi94

GENERIC HOST PROCESS FOR WIN32 has a problem and needs to close ასეთი შინაარსის შეტყობინება მომდის თან ხშირად,აზრზე არ ვარ რას ნიშნავს. გთხოხთ დამეხმაროთ ამ საზიზღარი მესიჯის მოშორებაში.წინასწარ გიხდით მადლობას.
03-03-2008, 03:05:44 | xara

მე თუ მკითხავთ ყველაფერი კარგადაა აღწრილი :))
12-10-2007, 22:17:57 | sio777

ჩემმა ახლობელმა არ მირჩია ვისტას დაყენება დაუმუშავებელი სისტემა არისო არისო არადა მაინტერესებს მართლა ასეა ??
27-07-2007, 14:10:19 | gogita79i


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.