მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows Vista - ინსტალაცია

თუ პაროლი მიუთითეთ მაშინ დამოწმების ველის გარდა გამოჩნდება პაროლის შესახსენებელი ველიც. თუმცა მისი შევსება სურვილზეა და არა აუცილებლობაზე. მოკლედ შეავსეთ ველები და დააჭირეთ ღილაკს Next. ჰო მართლა VISTA-ში ინსტალაციის შემდგომ მხოლოდ ერთ მომხმარებელს ვარეგისტრირებთ და არა 5-ს როგორც ეს XP-ში იყო შემოთავაზებული.

შემდეგ ფანჯარაში ვირჩევთ ორ პარამეტრს, ერთს უკვე ხვდებით ეს არის კომპიუტერის სახელი, ამ სახელით გამოჩნდება კომპიუტერი ქსელში, და მეორე კი არის Desktop-ის ფონური გამოსახულება. თუ თქვენით სახელს არ მოიფიქრებთ ინსტალერი თვითონ შემოგთავაზებთ ავტომატურად გენერირებულ სახელს, როგორც წესი ეს იქნება მომხმარებლის სახელს პლიუს  ტირე და ორი სიმბოლო, ანუ -PC.  მოკლედ ამოირჩიეთ ფონი შეარჩიეთ სახელი და დააჭირეთ ღილაკს NEXT.

შემდეგ ფანჯარაში მივიღებთ შემოთავაზებას, გვსურს თუ არა Windows-ის ავტომატური დაცვა? ამოირჩიეთ USE RECOMENDED SETTINGS ამ მომენტისთვის ეს ყველაზე გამართლებულია. მეორე პუნქტი სასურველი არ არის, იმიტომ რომ განახლებებში უკვე არის ჩამატებული მოპარული ვერსიების ამომცნობი მოდულები, როგორც ვიცი ჩვენი მომხმარებლები გააგრძელებენ ტრადიციას და ისევ მოპარულ ვერსიებს გამოიყენებენ, ეს კი გამოიწვევს სისტემის გაჩერებას. ბოლო პუნქტი კი გამოიწვეყვს განახლებების ჩამოქაჩვის შეჩერებას, ზოგჯერ ესეც ამართლებს, მოკლედ ამოირჩიეთ სასურველი და დააჭირეთ NEXT-ს.

შემედგ ფანჯარაში შეგვიძლია გავასწოროთ დროის სარტყელი და თარიღი. სხვათაშორის თუ ადრე XP-ს მიხედვით ჩვენ ვიყავით +4 საათში გრინვიჩიდან, ამჯერად გათვალისწინებულია ჩვენი რეგიონალური საათი და გადაყვანილები ვართ +3 საათში გრინვიჩის დროიდან. თან დამოუკიდებლად ჩვენთვის არის ცალკე განყოფილება გახსნილი, საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია :-). კარგი ამოვირჩიეთ პარამეტრები და გავასწორეთ საათი ახლა კი Next.

ახლა კი დიდი მადლობა კომპანია MS-ისგან მისი პროდუქტის ამორჩევისთვის. შეკითხვები დამთავრებულია ინსტალაციის ეს ეტაპი ისევ თქვენს გარეშე გაგრძელდება.  ცოტა ხნის შემდეგ კი მორჩება საქმე და გამოჩნდება თქვენი პროფილის ფანჯარა, ავატარი და პაროლის ჩასაწერი ველი. თუ პაროლი გქონდათ ამორჩეული ჩაწერეთ და დააწექით მარჯვნივ მიმართულ ისარს, ან პირდაპირ დააწექით თუ პაროლი მითითებული არ გქონიათ.


დაიწყება მომხმარებლის პროფილისთვის საჭირო პარამეტრების მომზადება და რამდენიმე წამში თქვენს წინაშე ახალი ოპერაციული სისტემა იქნება გაშლილი. მიიღებთ პირველ Welcome ფანჯარას რომელიც შეგატყობინებთ რა კომპიუტერი გაქვთ და MS-ის შეხედულებისამებს თან თქვენი ამორჩევით შეგიძლიათ ამა თუ იმ სიახლეს გაეცნოთ. მორჩა ყველაფერი მზადაა. ახლა ამ სისტემას ჭკუაზე მოყვანა სჭირდება, აქტივაცია, ან მორჯულება და საკუთარი სურვილის მიხედვით გაფორმება. თუმცა ეს ყველაფერი სხვა სტატიის მასალაა. დღეს კი ამით ვამთავრებთ, იმედია ეს ინფორმაცია რაღაცაში მაინც გამოგადგებათ.

მარილიანი  წვეთი  ტკბილ სამყაროში
აქ ოდნავ გული უნდა დაგწყვიტოთ, ამ სტატიის დაწერის მომენტში ახალი ოპერაციული სისტემა სახელად Windows VISTA, იმდენად ახალია რომ მისთვის ბევრი აპარატურის დრაივერი და თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა არ არსებობს. ამიტომ ზოგიერთი აპარატურის ასამუშავებლად გამოიყენეთ ძველი სისტემისთვის განკუთვნილი დრაივერები, თუმცა ზოგჯერ ასეთი რამ არ ამართლებს და სისტემის დაზიანებას იწვევს.

ასევე  გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ზოგიერთი პროგრამული პაკეტი კორექტულად ვერ მუშაობს ახალ ოპერაციულ სისტემასთან შედეგად შეიძლება სისტემის დაზიანება, მაგალითად ერთერთი ყველაზე ცნობილი პრობლემაა ვირტუალური CD\DVD დრაივის პროგრამა DAIMON TOOLS-ი, თუ იყენებთ ძველ ვერსიას სისტემის უპრაკონო გადატვირთვა გარანტირებული გაქვთ. იგივე ეხება ძველი თაობის WinAMP-ს. ასეთი პროგრამები ბევრია და მათი მუშაობა არ მუშაობის გასინჯვა საკუთარ თავსე მოგიწევთ.  მოკლედ სანამ რაიმე პროგრამას დააინსტალირებთ ახალ სისტემაზე, ჯერ მწარმოებლის საიტზე მოიძიეთ ახალი ვერსია და შეამოწმეთ არის თუ არა ეს პროგრამა VISTA-ს თავსებადი.

პირველი გვერდი « 2 3 4 5 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 12
შეფასება: 1.6



გამოხმაურება

ერთი შეკითხვა მაქვს კომპიუტერი რო ვიკიდე მას მოყვა ვინდოუს ვისტა და მისი დრაივერების დისკი და შემდეგ კომპიუტერს რაგაც ვირუსი შეეყარა და მინდოდა გადამეყენებინა იმ დისკიტ რომელიც მოყვა კომპს და რიცა ვაკენებდი იკ მთხოვდა სერიულ ნომეს სერიული ნომერი კომპზე ეწერა და ის წარსერა მოძვრა და ვერ ვნახე და სერიული ნომრის გარეშე რო დავაინსტალირე რამე პრობლემა შემექმნება??????????????? გთხოვთ არ დაგეზაროთ თუ ვინმემ იციტ კომენტარებში დატოვეტ დზმურად
07-08-2010, 13:51:50 | chaxu

პირველ რიგში გამარჯობათ სუყველას და ერთი შესაკითხი მაქვს...ძმურად არ დაგეზაროთ პასუხი...ვისტა მთხოვს განახლებას(სპ2)..თუ იცით რამე იაღლიში ხომ არ მოყვება მას ან რამე თუ არის გასათვალისწინებელი დაყენებისას?
01-07-2009, 05:59:55 | makho

ერთი კითხვა მაქვს: ვისტას დაყენებისას რამდენჯერმე მქონდა პრობლემა, ანუ ახალ ლეპტოპზე არ დაყენდა, მერე XP გავუშვი რუსული SP3 და ჩვეულებრივად წაიღო... გეტყვით სად ჭედავდა; თავიდან ჩვეულებრივად მიდიოდა შავი ეკრანის ფონზე, მეტე იქ extracting files და ასე შემდეგ, ამის შემდეგ ხო რესტარტს აკეთებს ხოდა მაგის მერე შუას რო გადაცდებოდა ჭედავდა...... არადა ვისტაზე იყო გათვლილი... ერთი სიტყვით ვერაპერი გავიგე რისი ბრალი უნდა ყოფილიყო და იკნებ ვინმემ იცოდეთ და მიპასუხოთ.... დიდად მადლობელი დაგრჩებით
12-06-2009, 23:21:41 | shergi

მაგარია ვისტა მომცონს ნამდვილად ჯობია xp არა მარტო გაფორმებით ფუნქციებითაც თანამედროვე გამართული სისტემაა თითქმის კველა ახალ ნოუთბუქზე ყენია მე მინდა დაყენება home premiumის რადგან შედარებით სუსტ კომპზეც მუშაობს იმედია გაამართლებს თქვენც გირჩევთ დააყენოთ სცადოთ
27-04-2009, 22:26:22 | Levan13557

Fey
ვიდეო რად გინდა, მთელი სტატიაა დასურათებული, თუ გეშინია ინსტალაციისას გაეჭედო, ამობეჭდე და დაიდე გვერდზე :D
პროგრამებს რაც შეეხება, ყველა ახალი ვერსია(დაწყებული 2007 წლიდან) მიდის ვისტაზე
02-04-2009, 14:47:30 | Gio_kiborg

აუუ კაცურად ვისტას ვიდეო დადეტ რა........ როგორ აინსტალირებტ იმინა ყველაპერი რო ჩანდეს რა კარგად....... და რა პროგრამები იქნება საჩირო რო ვისტა დავაინსტალიროტ რა......
და კიდე XP ზე რა პროგებიც მიდი მაგ... GOM PLAYEრ DA სხვები ვისტაზეც მიდის????
ვიდეოს ტუ დადებტ კაი იქნება :>)
08-02-2009, 13:38:32 | Fey

სჰეიდზლება ლინკი დავწერო საიდანაც ვისტას გადმოწერა სჰეიდზლება ადმინ?
21-12-2008, 20:01:30 | giorgi94

GENERIC HOST PROCESS FOR WIN32 has a problem and needs to close ასეთი შინაარსის შეტყობინება მომდის თან ხშირად,აზრზე არ ვარ რას ნიშნავს. გთხოხთ დამეხმაროთ ამ საზიზღარი მესიჯის მოშორებაში.წინასწარ გიხდით მადლობას.
03-03-2008, 03:05:44 | xara

მე თუ მკითხავთ ყველაფერი კარგადაა აღწრილი :))
12-10-2007, 22:17:57 | sio777

ჩემმა ახლობელმა არ მირჩია ვისტას დაყენება დაუმუშავებელი სისტემა არისო არისო არადა მაინტერესებს მართლა ასეა ??
27-07-2007, 14:10:19 | gogita79i


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.