COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Linux » Fedora Core ინსტალაცია საკუთარი ხელით

http://www.compinfo.ge/index.php?nav=1&area=1&p=articles&action=showdetails&id=47&artpage=2&type=preview


Fedora Core ინსტალაცია საკუთარი ხელით

მე როგორც ხედავთ 20 გიგაბაიტს ვირჩევ და უხეშად ვწერ 20000 (დაახლოვებით) დავაჭიროთ ღილაკს OK-ს და ვბრუნდებით ძველ ფანჯარაში სადაც უკვე დაგვხვდება დისკი ორ ნაწილად გაყოფილი.

ამის შემდეგ არაფერს არ ვაკეთებთ უბრალოდ ვაწვებით ღილაკს Apply, შემდეგ გამოხტება ფანჯარა, რომელიც შეგვეკითხება დავეთანხმოთ ცვლილებებს თუ არაო? ვეუბნებით აუცილებლად (Yes), შემდეგ ამ ცვლილებების ძალაში შესატანად პროგრამა მოგვთხოვს სისტემის გადატვირთვას (რა თქმა უნდა დათანხმდით წინააღმდეგ შემთხვევაში დისკის დაყოფა არ დასრულდება), გადატვირთვისა და ხელახალი ჩატვირთვის შემდეგ დაგვხვდება ყველაფერი დამთავრებული (გადატვირთვის შემდეგ პირველად გაიშვება დისკის დამყოფი პროგრამა, გააკეთებს თავის საქმეებს და შემდეგ გაგრძელდება Windows-ის ჩატვირთვა), ანუ დისკს მოეჭრება იმდენი ადგილი, რამდენიც ჩვენ მივუთითეთ.  ჩემს შემთხვევაში ეს არის 20 გიგაბაიტი.


მომილოცავს, პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა!

ინსტალაცია (Fedora)

როდესაც პირველ ეტაპს გავივლით ანუ Linux-ისთვის გამოვყობთ საჭირო ადგილს, შემდეგ უნდა მივხედოთ თვით ინსტალაციას, ჯერ დავაყენოთ ერთერთი ცნობილი დისტრიბუტივი Fedora და შემდეგ მეორე სტატიაში განვიხილოთ ასევე ცნობილი Ubuntu.  როგორც დასაწყისში ავღნიშნე სხვა დისტრიბუტივების ინსტალაციას არ განვიხილავთ რადგან პრაქტიკულად თითქმის იგივეა! მე Fedora-ს დისტრიბუტივი მაქვს ერთ მთლიან DVD დისკად (სამწუხაროდ ახალი პაკეტები CD დისკების სახით აღარ ვრცელდება), სხვა დისტრიბუტივის არჩევისას თქვენ შეიძლება გქონდეთ რამოდენიმე დისკი, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვიწყებთ პირველი დისკით, ჩავდოთ დისკის წამკითხავ მოწყობილობაში (CD/DVD Rom) და ჩავიტვირთოთ დისკიდან, ამისთვის შევიდეთ BIOS-ში, გადავიდეთ Boot განყოფილებაში (ჩანართში) და პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობათ მივუთითოთ CD Rom Drive

შემდეგ დავაჭიროთ F10 და Yes (გაითვალისწინეთ ყველა დედა დაფის BIOS-ი ერთნაირად არ გამოიყურება, ამ ინტუიციურად მიაგნეთ შესაბამის განყოფილებას თუ არ იცით სად არის, ან დედა დაფის პასპორტში ნახეთ სად არის ჩამტვირთავი მოწყობილობების ამორჩევის მენიუ).

გადაიტვირთება კომპიუტერი,  დაიწყება ოპტიკური დისკიდან წაკითხვა და დაიწყება ინსტალაციის პროცესი.

ვირჩევთ პირველ პუნქტს, ანუ დააჭირეთ პირდაპირ Enter-ს, შემდეგ გამოვა ფანჯარა სადაც გვთავაზობენ შევამოწმოთ დისკი.

ჩვენ რა თქმა უნდა უარს ვეუბნებით (როგორც წესი დროის უაზრო ხარჯვაა, იმ შემთხვევაში თუ ახალი დისკები გვაქვს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ დისკის იმიჯი თქვენ ჩამოტვირთეთ და თქვენვე ჩაწერეთ) ამისთვის მარჯვენა ისრით გადავდივართ  Skip-ზე და ვაწვებით Enter-ს.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები