მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Fedora Core ინსტალაცია საკუთარი ხელით

პატარა ცვლილებები

წინა ეტაპზე ვახსენეთ რამოდენიმე საკითხი რაც ჩემის აზრით შესაცვლელია პირველ რიგში მივხედოთ ჩატვირთვას, შევიდეთ შემდეგ მისამართზე Computer -> FileSystem -> Etc და მოვნახოთ ფაილი grub.conf

თუ გვსურს, შევცვალო ჩატვირთვის მენიუს გამოსატანი შეტყობინებაის დრო ანუ 5 წამი გადავიყვანოთ ცოტა მაღალ ნიშნულზე მაგალითად 10 წამზე, ფაილში მოცემულ მე11-ე ხაზზე “timeout” შევუცვალოთ მნიშვნელობა და მივუთითოთ 10, ანუ მოდიფიცირების შემდეგ უნდა გამოიყურებოდეს ეს ხაზი შემდეგნაირად ”timeout=10” ამის შემდეგ ჩვენ გვექნება 10 წამი იმისთვის რომ კლავიშს დავაჭიროთ ხელი, თუ საერთოდ არ გინდათ რომ ავტომატურად იტვირთებოდეს, ან ერთ ან მეორე ოპერაციულ სისტემაში, მაშინ საერთოდ წაშალეთ მე-13 ხაზი “hiddenmenu”.

თუ გსურთ რომ ავტომატურად ჩაიტვირთოს  Windows-ი და არა Linux მაშინ ისევ ამ ფაილში ბოლო სამი ხაზი გადაიტანეთ “hiddenmenu”-ს ქვემოთ როგორც სურათზეა მოცემული (უბრალოდ მონიშნეთ, მოკიდეთ თაგუნიათი ხელი და გადაიტანეთ), ხო ამ ფაილში ბოლო შტრიხი, დავუბრუნოთ ჩვენს საყვარელ Windows-ს თავისი სახელი, თუ გახსოვთ ჩატვირთვის დროს ჩვენს Windows-ს ერქვა Other (Linux-ი თავისით თავს არ შეიწუხებს და არ დაიწყებს გარკვევას რომელი ვერსიის ოპერაციული სისტემა გაქვთ, თვითნებურად ყველა ოპერაციულ სისტემას რომელიც მისგან განსხვავდება არქმევს სახელს Other), და ამ ფაილს თუ დააკვირდებით აქაც იპოვით იგივე სახელწოდების ჩანაწერს ”title Other” ანუ ჩვენი ამოცანაა წავშალოთ ეს “Other” (არ მიაყოლოთ წარწერა title, ეს წარწერა ჩამტვირთავს ატყობინებს რომ ამ ხაზიდან იწყება მეორე ოპერაციული სისტემის სათაური და მისი ჩატვირთვის პარამეტრები) და მის მაგივრად ჩავწეროთ მაგ: Windows XP ან Microsoft Windows XP როგორც თქვენ მოგწონთ!

ეს ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს უბრალოდ შეინახეთ ფაილი, ამისთვის სამი გზა არსებობს პირველი შეხვიდეთ მენიუში File და დააჭიროთ Save-ს, მეორე დააჭიროთ ზემოთ ფანჯარაში არსებულ Floppy-ს ხატულას და მესამე უბრალოდ დახუროთ ფანჯარა, და როდესაც შეგეკითხებიან რა ვქნაო დააჭირეთ Save:- ) ჰო ახლა მივხედოთ შრიფტებს და დაგრეხილ ქართულ ასოებს!

გახსენით ტერმინალი (Terminal)

და აკრიფეთ შემდეგი ბრძანება:
mkdir ~/.fonts
ამ ბრძანებით ჩვენ ვქმნით ახალ საქაღალდეს ძირეულ დირექტორიაში

შემდეგ ამ საქაღალდეში უნდა ჩაიწეროთ ქართული შრიფტი Sylfaen, თუ არ გაქვთ ხელთ შეგიძლიათ დაქაჩოთ აი ამ მისამართიდან:

http://georgiadict.googlepages.com/sylfaen.ttf

შემდეგ ისევ აკრიფეთ ტერმინალში

cd Desktop

და კიდევ ერთი ბრძანება:

mv sylfaen.ttf  ~/.fonts

მორჩა ამის შემდეგ შეგიძლიათ გადატვირთოთ სისტემა! ახლა კი წავალ მეორე სტატიას გაგიმზადებთ Ubuntu-ს ინსტალაციის შესახებ, თუმცა დიდ განსხვავება ინსტალაციის პროცესში არ იქნება.

პირველი გვერდი « 2 3 4 5 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები