მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Wi-Fi თავისუფლება თბილისში

რაღაც იცვლება
ჩვენი დედაქალაქის წინა მერი, ტელევიზორში აქა იქ ნოუთბუქით ჩნდებოდა. მართალია მხოლოდ მაგიდაზე ედგა და ვერაფერს გაიგებდი რას აკეთებდა, მაგრამ ფაქტია მისთვის კომპიუტერი უცხო ხილი არ იყო. ცოტა დრო გავიდა და დედაქალაქის მერის მიერ დაპოსტილი შეტყობინებები თბილისის ფორუმზეც გამოჩნდა. მოკლედ აღმოჩნდა რომ ინტერნეტ მოლაყბე მერი გვყავდა. ინტერნეტ საზოგადოებას რა თქმა უნდა ეს მოეწონა (ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს იმ გარემოებით რომ თავისი ქალაქის მერს შეუძლია მიმართოს ინტერნეტის მეშვეობით ზედმეტი ინსტანციების გავლის გარეშე), მაგრამ ცოტა ხანში ეს შედარებით პროგრესული მერი გაქრა.

მის ადგილზე მოსული ახალი მერი თავის არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც კომპიუტერების მხრივ დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა, ან არ გივმხელდა. 2007 წლის ზაფხულში დაიწყო თავისუფლების მოედანზე არსებული სკვერის  რეკონსტრუქცია (საერთოდ მთელი რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს). სკვერის გახსნა შედგა სექტემბერში და ტელევიზიით მერი აცხადებს რომ პარკში დამონტაჟებულია უფასო Wi-Fi დაშვების წერტილიც, ყველა კომპ და ნოუთ მომხმარებელს მოუწოდა ესარგებლა ამ სასიამოვნო ფაქტით (ასევთქვათ - ”თავისუფლება ინტერნეტ მანიაკებს”). თან რატომაც არ უნდა ისარგებლო სიტუაციით როდესაც თვითონ მერი გპირდება რომ სიჩქარე კოსმოსურია და სიტუაციაც მშვენიერია. მოკლედ აღმოჩნდა რომ ახალი მერიც ტექნოლოგიების მოყვარულია, ან მცოდნეა, ეგაა რომ ბოლო წუთამდე ცდილობს ხოლმე არ გაგვიმჟღავნოს თავისი სასიამოვნო სიურპრიზები.

რეალურად უმავთულო ინტერნეტი ქვეყნის პრესტიჟიც არის. წარმოიდგინეთ ჩადიხართ უცხო ქალაქში და უპრობლემოდ ქუჩიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ახლობლებს საკუთარ ქალაქში, მაგრამ ჩამოდიან უცხოელები და დადიან ბატებივით, ვერ იგებენ რომელ ქვის ხანაში მოხვდნენ, სად არიან. მოკლედ ტურიზმისთვისაც საჭირო მოვლენაა, პლიუს ქართველ კომპ მომხმარებლებსაც სიამოვნებთ. მოკლედ მერიას 10 ქულიანი სისტემით, იდეისთვის 11 ქულა ეკუთვნის, დროა იდეის შესრულებაც შევუფასოთ. მოკლედ თითქოსდა მივიწყებული იდეა შემთხვევით ცოცხალი აღმოჩნდა და თავისუფლების მოედანზე ამოყო თავი. ეს ერთი და სხვა მრავალი :-).

მართალია ჯერჯერობოთ ერთი ასეთი დაშვების წერტილი, ზღვაში წვეთია, მაგრამ ვნახოთ შეიძლება ამ წვეთს მეორე წვეთი მიემატოს, მერე კიდევ ერთი და დიდი ზღვას თუ არა პატარა ინფორმაციულ გუბეს მაინც მივიღებთ.

იდეაში მერის განცხადების შემდეგ სკვერში კომპ მომხმარებლების არმია უნდა გამოჩენილიყო. გვიყვარს ქართველებს ქუჩის განაპირას კაფეებში ჯდომა,  საუბარი, ”კოფეს” მოხვლეპვა. თუ დავამატებთ ამას მომრავლებულ ძლიერ კომპიუტერებს და კომპ თამაშის სიყვარულს გამოდის რომ თავშეყრის ადგილი გახსნილია. მაგრამ ნურას უკაცრავად :-), ყველა სახლებში ზის და გარეთ გამოსვლას არ გეგმავს.

რას იზამ ზოგიერთ კარგ წამოწყებას გარკვეული დრო უნდა, მითუმეტეს ბევრს სიტუაციის ეშინია, ვაი და ცუდმა ხალხმა საყვარელი ნოუთბუქი წაართვას? რა თქმა უნდა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება (მაგრამ ნუ დავივიწყებთ ქალაქის ცენტრია, ირგვლივ პოლიცია ტრიალებს, და 100%-იანი თუ არა 98-99%-იანი უსაფრთხება უზრუნველყოფილია), ამიტომ გადავწყვიტეთ ექსპერიმენტის ჩატარება. თან ისეთი რომელიც მაქსიმალურად ყველა კითხვას გასცემდა პასუხს.

მარტო პარკში (სერია პირველი)
მაშ ასე ექსპერიმენტისთვის 3 დღე თავისუფლების მოედანზე საკუთარი ნოუთბუქით ვჩნდები, შუადღის 3 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ვწერ ამ სტატიას და თან ვაკვირდები სიტუაციას, დაგროვებული გამოცდილება კი მინდა თქვენ გაგიზიაროთ.  სამწუხაროდ მეტ დროს ამ საქმეს ვერ ვუთმობ, აკუმულატორი მიბრძანებს სადმე ”შტეფსელი” მოვიძიო, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორთვით მემუქრება :-).

რა სილამაზეა, რავა ყველაფერი ბრწყინავს :-)
თვითონ რეკონსტრუქცია და სკვერი საკმაოდ კარგადაა გაკეთებული, იმედია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მუშაობს და ეს სკვერი კიდევ ერთხელ არ გახდება მოუვლელი ნაგავსაყრელი. რაც შეეხება სიტუაციას. შეიძლება ითქვს კარგი სიტუაციაა და კარგი ადგილია, განსაკუთრებით კი ფანტანის ადგილი. მოუფიქრებელია სანაგვეები, წამლად რომ მოგინდეს სკვერში სანაგვეს ვერ ნახავ, აუცილებლად განაპირა ბოძებს უნდა მიაკითხოთ :-). ცუდი არის თბილისის მზე, რომელიც უაზროდ იჭყიტება ყველა კუთხიდან და მონიტორზე ისე ირეკლავს თავის სხივებს, რომ ჩრდილის გარეშე ვერაფერს დაინახავ ეკრანზე, თუმცა აქ მონიტორსაც შეიძლება დავაბრალოთ, ზოგიერთს ცუდი არეკვლა აქვს, ზოგი კი მშვენივრად იტანს მზიან ამინდს.

კიდევ ერთი მინუსი არის მტვერი, 4 საათის განმავლობაში ეკრანს მინიმუმ 2-3-ჯერ უნდა გაწმენდა, გაუგებარია საიდან ჩნდება ეს მტვერი, თუმცა მთელი რუსთაველი გადათხრილია, ასე რომ სანამ მთელი გამზირის რეკონსტრუქცია მორჩება სასურველია თან იყონიოთ ეკრანის გასაწმენდი ნაჭრები ან სხვა საჭირო აქსესუარები.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.4



გამოხმაურება

საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი
16-01-2011, 15:56:28 | giorgi7704

საღოლ მაგარი სტატიაა. არ ვიცოდი გავიგე გამიხარდა. ვისარგებლებ აუცილებლად .
06-03-2009, 02:07:33 | lursman1

ერთადერთი XXI საუკუნეზე ვერ დაგეთანხმები
ისე მართლა კარგი სტატიაა, დიდი მადლობა
27-11-2008, 01:36:00 | beka_sh

dzalian magaria wi-Fi
21-06-2008, 22:44:33 | n-ika

sagol dzma magari statia iyo . . . . .
21-06-2008, 22:41:32 | n-ika

საღოლ ძმაო, საღოლ !
24-01-2008, 05:28:49 | gvido.

მარტალია ნოუთბუქი არ მაქ, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია(ახლა არ მაქ , მერე ხო მექნება)

სტატიაც შესანიშნავად არის მომზადებული ...

კაია რომ კომპინფოს გამოცოცხლება იწყება!!!
22-10-2007, 19:56:34 | datamik


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.