Wi-Fi თავისუფლება თბილისში
რაღაც იცვლება მის ადგილზე მოსული ახალი მერი თავის არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც კომპიუტერების მხრივ დიდი ერთგულებით არ გამოირჩეოდა, ან არ გივმხელდა. 2007 წლის ზაფხულში დაიწყო თავისუფლების მოედანზე არსებული სკვერის რეკონსტრუქცია (საერთოდ მთელი რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს). სკვერის გახსნა შედგა სექტემბერში და ტელევიზიით მერი აცხადებს რომ პარკში დამონტაჟებულია უფასო Wi-Fi დაშვების წერტილიც, ყველა კომპ და ნოუთ მომხმარებელს მოუწოდა ესარგებლა ამ სასიამოვნო ფაქტით (ასევთქვათ - ”თავისუფლება ინტერნეტ მანიაკებს”). თან რატომაც არ უნდა ისარგებლო სიტუაციით როდესაც თვითონ მერი გპირდება რომ სიჩქარე კოსმოსურია და სიტუაციაც მშვენიერია. მოკლედ აღმოჩნდა რომ ახალი მერიც ტექნოლოგიების მოყვარულია, ან მცოდნეა, ეგაა რომ ბოლო წუთამდე ცდილობს ხოლმე არ გაგვიმჟღავნოს თავისი სასიამოვნო სიურპრიზები. რეალურად უმავთულო ინტერნეტი ქვეყნის პრესტიჟიც არის. წარმოიდგინეთ ჩადიხართ უცხო ქალაქში და უპრობლემოდ ქუჩიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ახლობლებს საკუთარ ქალაქში, მაგრამ ჩამოდიან უცხოელები და დადიან ბატებივით, ვერ იგებენ რომელ ქვის ხანაში მოხვდნენ, სად არიან. მოკლედ ტურიზმისთვისაც საჭირო მოვლენაა, პლიუს ქართველ კომპ მომხმარებლებსაც სიამოვნებთ. მოკლედ მერიას 10 ქულიანი სისტემით, იდეისთვის 11 ქულა ეკუთვნის, დროა იდეის შესრულებაც შევუფასოთ. მოკლედ თითქოსდა მივიწყებული იდეა შემთხვევით ცოცხალი აღმოჩნდა და თავისუფლების მოედანზე ამოყო თავი. ეს ერთი და სხვა მრავალი :-). მართალია ჯერჯერობოთ ერთი ასეთი დაშვების წერტილი, ზღვაში წვეთია, მაგრამ ვნახოთ შეიძლება ამ წვეთს მეორე წვეთი მიემატოს, მერე კიდევ ერთი და დიდი ზღვას თუ არა პატარა ინფორმაციულ გუბეს მაინც მივიღებთ. იდეაში მერის განცხადების შემდეგ სკვერში კომპ მომხმარებლების არმია უნდა გამოჩენილიყო. გვიყვარს ქართველებს ქუჩის განაპირას კაფეებში ჯდომა, საუბარი, ”კოფეს” მოხვლეპვა. თუ დავამატებთ ამას მომრავლებულ ძლიერ კომპიუტერებს და კომპ თამაშის სიყვარულს გამოდის რომ თავშეყრის ადგილი გახსნილია. მაგრამ ნურას უკაცრავად :-), ყველა სახლებში ზის და გარეთ გამოსვლას არ გეგმავს. რას იზამ ზოგიერთ კარგ წამოწყებას გარკვეული დრო უნდა, მითუმეტეს ბევრს სიტუაციის ეშინია, ვაი და ცუდმა ხალხმა საყვარელი ნოუთბუქი წაართვას? რა თქმა უნდა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება (მაგრამ ნუ დავივიწყებთ ქალაქის ცენტრია, ირგვლივ პოლიცია ტრიალებს, და 100%-იანი თუ არა 98-99%-იანი უსაფრთხება უზრუნველყოფილია), ამიტომ გადავწყვიტეთ ექსპერიმენტის ჩატარება. თან ისეთი რომელიც მაქსიმალურად ყველა კითხვას გასცემდა პასუხს. მარტო პარკში (სერია პირველი) რა სილამაზეა, რავა ყველაფერი ბრწყინავს :-) კიდევ ერთი მინუსი არის მტვერი, 4 საათის განმავლობაში ეკრანს მინიმუმ 2-3-ჯერ უნდა გაწმენდა, გაუგებარია საიდან ჩნდება ეს მტვერი, თუმცა მთელი რუსთაველი გადათხრილია, ასე რომ სანამ მთელი გამზირის რეკონსტრუქცია მორჩება სასურველია თან იყონიოთ ეკრანის გასაწმენდი ნაჭრები ან სხვა საჭირო აქსესუარები. პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 » ბოლო გვერდი |
|
საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი