მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Wi-Fi თავისუფლება თბილისში

არეული სიტუაცია არ იგრძნობა, ასე რომ ვინმეს თუ დაჩაგვრის და ნოუთის დაკარგვის ეშინია, პრაქტიკულად შეუძლია 98%-ით თქვას მას არავინ ხელს არ ახლებს. არა ამით არ მინდა ვთქვა რომ გაუგებარი სახის პერსონაჟები ირგვლივ არ დადიან, მაგრამ ნოუთბუქის მაგივრად ყველა გოგონებს დასზევენ. აი თუ ნოუთიანი გოგონა ხარ, მაშინ კავალერი გარანტირებულად გამოგიჩნდება :-).

მაგალითად  აფსოლუტურად ცარიელია ფანტანის ირგვლივ სკამები, დაკავებულია მხოლოდ ორი, ერთზე მე ვზივარ და ამ სტატიას ვწერ, მეორეზე კი 3 გოგონაა მოკალათებული. ამ დროს ახალგაზრდა ბიჭუნა ჩნდება და გოგოებს ეკითხება თავისუფალია თუ არა მათ სკამზე დარჩენილი 5 სანტიმეტრი იმისათვის რომ თვითონ დაჯდეს :-), რეაქცია წინასწარ ყველამ ვიცით, გოგონები დგებიან, და მეორე სკამზე გადადიან, 5 სანტიმეტრის მეძებარი კი ყურებჩამოყრილი დგას და სკვერის მეორე მხარეს ხითხითით გადამსკდარ მეგობრებს მისჩერებია.

სხვათაშორის გოგონებიდან ბევრი ვერ ხვდება რატომ არის ამ სკვერში ნოუთბუქიანი ახალგაზრდების დიდი კონცენტრაცია. ვერ გაიგებ რატომ ბალახობენ ეს ხალხი ნოუთბუქებით სკვერში. სამაგიეროდ აუცილებლად თვლიან რომ თვითონუნდა მოირგონ მწყემსის როლი და მდელოზე საძოვრად გამოსულ IT მომხმარებლების ყურადღება რამენაირად უნდა მიიპყრონ. ხან გვერდზე ჩამოჯდებიან, ხან განათებული თვალებით შემოგციცინებენ, შენ ხომ ღმერთი ხარ, ხელში სუპერ მოწყობილობა გაქვს და ზედ რაღაც შემლოცავ მოქმედებებს ჩალიჩობ. თუმცა არ გაგძნობინებენ რომ სუპერ საინტერესო ხარ, გვერდზე დაჯდომა და ზურგის მოქცევა ტრადიციული საქციელია რაც ჩუმად მეტყველებს: ”აგერ მოვედი და შანს გაძლევ, დანარჩენი შენ იცი ხმა მაინც ამოიღეო” :-). მოკლედ შეიძლება ითქვას ყოველმხრივ სიტუაცია დადებით ემოციებს იწვევს. საინტერესოა მომავალში როდესაც მომხმარებლების რაოდენობა ასეთ ადგილებში უფრო გაიზრდება მერე რა მოხდება, ჯერჯერობით კი ლამაზი თვალების ბრდღვიალით შეიძლება დატკბობა, თუ ნოუთბუქი და ინტერნეტი შენთვის პირველხარისხოვანი არ არის, შეგიძლია შემდეგი ნაბიჯიც გადადგა, მაინც ამ მოქმედებას ელიან შენგან.

იურიული პერიოდის პარკი
სკვერში Wi-Fi დაშვების წერტილი მხოლოდ ერთ ადგილზე არის, მაგრამ მთლიანად ფარავს თავისუფლების მოედანს. დაშვების წერტილი ფანტანთან არსებულ ფიჭვზეა მიმაგრებული, გზის განაპირად, ყველა მსურველი თავისუფლად დააფიქსირებს მას. მისახვედრად და ორიენტაციის ასაღებად  შეგიძლიათ სურათებს დააკვირდეთ.



საოცარი სხვა რამ არის, აღმოჩნდა რომ თავისუფლების მოედანზე 1 დაშვების წერტილი არ არის, მუშაობს მინიმუმ 3 წერტილი, ერთი უფასოა (მერიის იდეა + MAGTI), მეორე ავტორიზაციას ითხოვს - ეს მერიის პროექტის ნაწილი არ არის, და სავარაუდოდ გვერდზე რომელიმე შენობაშია წერტილი განთავსებული (უმავთულო კავშირების სიაშია ეს კავშირი ჩნდება სახელით linksys-g) და ბოლო მესამე ეკუთვნის მოედანზე არსებულ Courtyard Marriott-ს (უმავთულო კავშირების სიაშია ეს კავშირი ჩნდება სახელით GANAG), გასაგებია რომ ამ უკანასკნელს ქსელი ფასიანი აქვს და გვთავაზობს, ან ფოიეში შესაბამისი მომსაზურბის გაფორმებას გარკვეულ საფასურად, ან საკრედიტო ბარათით საფასურის გადახდას. ამას მიხვდებით მაშინ როდესაც ამ ქსელს დაუკავშირდებით და დააპირებთ ინტერნეტში შესვლას. ინტერნეტში სეირნობის მაგივრად მიირებთ ვებ-გვერდს სადაც იქნება ფასების ტარიფები ჩამოთვლილი.

პირველი გვერდი « 1 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.4



გამოხმაურება

საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი
16-01-2011, 15:56:28 | giorgi7704

საღოლ მაგარი სტატიაა. არ ვიცოდი გავიგე გამიხარდა. ვისარგებლებ აუცილებლად .
06-03-2009, 02:07:33 | lursman1

ერთადერთი XXI საუკუნეზე ვერ დაგეთანხმები
ისე მართლა კარგი სტატიაა, დიდი მადლობა
27-11-2008, 01:36:00 | beka_sh

dzalian magaria wi-Fi
21-06-2008, 22:44:33 | n-ika

sagol dzma magari statia iyo . . . . .
21-06-2008, 22:41:32 | n-ika

საღოლ ძმაო, საღოლ !
24-01-2008, 05:28:49 | gvido.

მარტალია ნოუთბუქი არ მაქ, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია(ახლა არ მაქ , მერე ხო მექნება)

სტატიაც შესანიშნავად არის მომზადებული ...

კაია რომ კომპინფოს გამოცოცხლება იწყება!!!
22-10-2007, 19:56:34 | datamik


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.