მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Wi-Fi თავისუფლება თბილისში

Redhat.com და Fedora.org ეს ორი გაიხსნა, მართალია პირველ დღეს დიდი წვალებით, მაგრამ გაიხსნა, ესეიგი ინტერნეტი მუშაობს, ეს ძალიან კაი ბატონო, ახლა ვსინჯოთ Fedora Core-ს ჩამოტვირთვა, თუმცა უკვე ვგრძნობ რომ ამ სკვერში დასახულ მიზანს აღსრულება არ უწერია (მთელ DVD დისკს სკვერში ვერჩამოქაჩავ). გემრიელი მოთბინება რამდენიმე წყაროდან დაქაჩვა და აი ბოლოს ფაილიც იტვირთება. პირველ დღეს სიჩქარე როგროც ვთქვი სახარბიელო არ იყო. ზოგი იტყვის გააჩნია რომელი წყაროდან ქაჩავდიო, კი მართალი ბრძანდებით, ამიტომ ჩამოქაჩვა ვსინჯე 5 სხვადასხვა წყაროდან, კერძოდ გერმანული, რუსული, ამერიკული, ინგლისური და ბელგიური რესურსებიდან. ცვლილებამ პლიუს 2-3 კილობაიტი შეადგინა. აი მეორე დღეს კი სიჩქარე 10-15-ჯერ გაიზარდა. სურათს ისევ ეკრანზე ხადავთ ასე რომ დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ვნახოთ ბოლო უცხოური რესურსი, როგორც ხვდებით საუბარია Microsoft.com-ზე, შევდივარ საიტზე, გადავდივარ ჩამოსაქაჩ განყოფილებაში და ვირჩევ DirectX-ის ჩამოტვირთვას. ჰოო ნავიგაცია აქ ისევ ნელია, შესაბამისად ჩამოტვირთვაც დიდად სახარბიელო არ არის. წინა რესურსს ნამდვილად ჯობია, შედეგად ვირებ მაქსიმალურ სიჩქარეს 12 კილობაიტი წამში, სტაბილურად ეს არის 6-7 კილობაიტი.

მაგრამ ეს ისევ პირველ დღეს, მეორე დღეს სხვა ჩამოქაჩვებით გათამამებული მეორე, შედარებით დიდ პაკეტს ვქაჩავ და აი სიჩქარეც, შეგიძლიათ სურათზე ნახოთ.

მოკლედ გააჩნიათ რას ეძებთ ამ სკვერში, მოდით აღიარეთ, თქვენ ფაილების საქაჩავი წერტილი გინდათ, თუ ნავიგაცია? ნავიგაცია პრაქტიკულად ნებისმიერ დროს გამოდის. თუმცა თუ დაემთხვა თქვენი ვიზიტი კრიტიკულ დღეებს და ვთქვათ Google-ს რუქებით გინდა სარგებლობა! ჰოოო ამ შემთხვევაში აკუმულატორის დაცლამდე ლოდინი გარანტირებული გაქვს :-).

კარგი ბატონო გადავიდეთ ქართულ რესურსებზე. რა თქმა უნდა პირველი თავში მოგვდის AVOE და მისი ჯანი. აი სახელი კი გვახსოვს, მაგრამ მისი ჯანი, ის არაა რაც სახელია. თავდაპირველად ჩამოტვირთვა იწყება 120-130 კილობაიტით და ბოლოს სტაბილურად ჩერდება 79-82 კილობაიტზე. მართალია ამ სიჩქარით ფილმს ვერ ჩამოქაჩავთ (ნერვები არ გეყოფათ), მაგრამ აუდიო კომპოზიციას თავისუფლად მოუსმენთ. პლიუს გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ მე ტესტირებას ყველაზე აქტიურ პერიოდში ვატარებ, ქართული სერვერებისთვის შუადღე ყველაზე დატვირთულია.

კარგი ბატონო მოდი გადავხედოთ სხვა ქართულ რესურსებს BUDE, GOL, ZONA, და ასე შემდეგ, საოცარია მაგრამ ყველა გამოწერილივით 79-82 კილობაიტზე ჩერდება, იქმნება შთაბეჭდილება რომ  ეს სპეციალურად არის გაკეთებული. შეიძლება, არაა გამორიცხული. შეიძლება ერთ მომხმარებელზე სიჩქარის გარკვეული ლიმიტი არსებობს, რამდენიმე წერტილში სწორად ასეა ყველაფერი რეალიზებული, ამ შემთხვევისთვის ყველაზე კარგია საკუთარი საიტიდან ჩამოვქაჩო რაიმე მსუქანი ფაილი.

ღმერთმანი, ფაილებზე გაჭირვება არ არსებობს, ამიტომ მივცუნცულებ საყვარელ საიტზე Compinfo.ge და ვიწყებ პირველი მსუქანი ფაილის ჩამოტვირთვას. ჩამოტვირთვა ჩემს და გასაკვირად იწყება სიჩქარით 450 კილობაიტი, მაგრამ ნელნელა ჩამოდის და სტაბილურად აგრძელებს მუშაობას 249 კილობაიტზე. დასკვნა ერთია, ლიმიტები არ არსებობს, უბრალოდ სიჩქარე დამოკიდებულია რესურსზე და რესურსის, ან ხაზის დატვირთვაზე. მითუმეტეს ამ ტესტის დროს სკვერის მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთ ახალგაზრდას ვხედავ ნოუთბუქით, შეიძლება ისიც ქართული რესურსებიდან რაიმეს იწერს.

კარგი ჩავატაროთ ბოლო ტესტი, რა სიჩქარით შეიძლება ფაილების ატვირთვა ქართველ მომხმარებლებთან, და პირიქით ჩამოტვირთვა. ამ საქმისთვის სტანდარტული Skype მშვენივრად გამოდგება.

პირველი გვერდი « 2 3 4 5 6 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.4



გამოხმაურება

საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი
16-01-2011, 15:56:28 | giorgi7704

საღოლ მაგარი სტატიაა. არ ვიცოდი გავიგე გამიხარდა. ვისარგებლებ აუცილებლად .
06-03-2009, 02:07:33 | lursman1

ერთადერთი XXI საუკუნეზე ვერ დაგეთანხმები
ისე მართლა კარგი სტატიაა, დიდი მადლობა
27-11-2008, 01:36:00 | beka_sh

dzalian magaria wi-Fi
21-06-2008, 22:44:33 | n-ika

sagol dzma magari statia iyo . . . . .
21-06-2008, 22:41:32 | n-ika

საღოლ ძმაო, საღოლ !
24-01-2008, 05:28:49 | gvido.

მარტალია ნოუთბუქი არ მაქ, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია(ახლა არ მაქ , მერე ხო მექნება)

სტატიაც შესანიშნავად არის მომზადებული ...

კაია რომ კომპინფოს გამოცოცხლება იწყება!!!
22-10-2007, 19:56:34 | datamik


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.