მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
Wi-Fi თავისუფლება თბილისში

ვუკავშირდები პირველივე მეგობარს, და ვთხოვ მიიღოს ტესტირებისთვის განკუთვნილი  1 გიგაბაიტიანი ფაილი. სიჩქარე საკმაოდ სოლიდურია, მეგობარი ჩემი ნოუთბუქიდან ფაილს იღებს წამში 85-90 კილობაიტის სიჩქარით. ზოგიერთს ასეთი სიჩქარე სტაციონარულ ADSL მომსახურების დროს არ აქვს. კარგია, ვერაფერს იტყვი მშვენიერი შედეგია.

რა მოხდება თუ მეგობარი გამოაგზავნის ჩემთან ფაილს? არაფერი ყველაფერი იგივე ტემპით იქნება ერთი გამონაკლისით თვითონ მეგობარს არ აქვს ისეთივე სახარბიელო სიჩქარე როგორსაც მე ვიყენებ თავისუფლების მოედანზე, მისი სიჩქარე სულ რაღაც 25-33 კილობაიტის ფარგლებში მერყეობს. რა უნდა ითქვას აქ? ყველაფერი მშვენიერია, როგორც ვთქვი ასეთი სიჩქარე ბევრს, სახლში და სამსახურში არ აქვს. ბოლო-ბოლო სულ რაღაც 5 საათში 1 გიგაბაიტის აქაჩვა შეიძლება, თუ გავითვალისწინებთ რომ მეგობრებთან ამხელა ფაილები როგორც წესი გადასაგზავნი არ გვაქვს, გამოდის რომ პატარა ფაილები წამიერად შეიძლება გადაგზავნილი იყოს.

მოკლედ შეიძლება ითქვას, მერიას ამ იდეისთვის დიდი მადლობა უნდა მოვუხადოთ, თუმცა პირადად ჩემთვის ჯერ უცნობია, ეს წამოწყება მართლაც მერიის იყო, თუ იმ მობილური კომპანიის რომელმაც ითავა ინტერნეტ მომსახურება. მე იმედს დავიტოვებ რომ მობილური კომპანია მხოლოდ მომსახურებით იყო შერჩეული, ხოლო იდეა და წამოწყება მერიის იყო. ამ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ დედაქალაქის სხვა უბნებშიც რაღაც ამდაგვარი სასიამოვნო ადგილები გამოჩნდება. ბოლოს და ბოლოს მოდით ვაღიაროთ, თბილისში არც თუ ისე ბევრი ადგილია სადაც დროსაც გაატარებ, სიამოვნებასაც მიიღებ და საქმესაც მოაკვარახჭინებ. 

აღარაფერს ვამბობ ტურისტებისთვის სასიამოვნო ფაქტზე. სადაც ჩვენს ქართველ მომხმარებლებს აქვთ ნოუთბუქები, იქ უცხოელებს ხომ მითუმეტეს აქვთ და აქვთ.

და დადგა საღამო
მოვიდა ჩემი აკუმულატორის სიკვდილის დრო. უკვე მატყობინებს რომ ცოტა დარჩა და ჩემი ნოუთბუქი ფეხებს გაფშიკავს. სხვა რა გზა მაქვს გადავყლუპავ პეპსი-კოს ბოლო ყლუპებს, ჩავახრამუნებ, ბოლო კარტოფილის ჩიფს, თვალს ჩავუპაჭუნებ აი იმ ორ გოგონას ჩემს წინ რომ მოკალათებულან მინი სკამ ბორცვაკზე და უკვე საათნახევარია მორიგეობით თვალებიდან მესვრიან, დავხურავ ამ ნოუთბუქს და გავეშურები სახლისკენ, სადაც ამ სტატიას საბოლოოდ დავასურათებ და საიტზე დავდებ. თუმცა საიტზე როგორ განვათავსებ? სახლში და ოფისში უკვე ლამის 1 თვეა სატელეფონო კომპანიის სარემონტო სამუშაოების გამო სატელეფონო ხაზი გადაჭრილია (დიდი მადლობა ამ ენით აუღწერელი კომფორტისთვის ჩემს სატელეფონო კომპანიას, დაე დასამარდნენ იმ კაბელთან ერთად რომელიც ამოთხარეს და უკან მიწაში ვერა და ვერ ჩამარხეს, ქე მაინც თქვან რა უნიჭო შელოცვებს იყენებს ისეთს, რომ 1 თვეა კაბელი ვერ გაამთელეს), შედეგად ინტერნეტიც არ არსებობს. როგორც ვატყობ ხვალ ისევ მომიწევს ამ სასიამოვნო სკვერში დაბრუნება, რათა ეს სტატია ქართველ მომხმარებლებს ჩავახუტო.

ამ მართლაც უნიკალური შესაძლებლობისთვის კი ჩვენი დედაქალაქის მერიას მართლაც დიდი მადლობა (იმედია ბავშვურად და ნამეტანი მიამიტურად არ ჟრერს ჩემი სიტყვები), იქნებ ეს სტატია მერიის რომელიმე თანამშრომელმაც გადაიკითხოს და ჩვენს მერს შეატყობინოს, იდეა მომხმარებლებს მოგვწონს, ნელნელა ხალხი ვიკრიბებით, ჩემს გარდა უკვე 6-7 კაცი დავაფიქსირე ამ 3 დღეში (ზოგი ნოუთით, ზიგი კი ჯიბის კომპიუტერით), ასე რომ გვინდა მეტი სასიამოვნო ადგილები, ბოლო-ბოლო დროა დავეწიოთ უცხოეთს, გადასწრება არ გვინდა, უბრალოდ ცოტათი დავეწიოთ და ამ პატარა მიღწევისთვისაც ყველა კომპ-მომხმარებელი მადლიერი ვიქნებით.

P.S. ისე დროა დანარჩენმა მომხმარებლებმაც მობილურ კომპიუტერებზე ფიქროთ, სხვა თუ არაფერი, XXI საუკუნე დაიწყო, ყველას სუპერ პუპერ სიმძლავრე კომპში ნამდვილად არ გვჭირდება, ყველას სუპერ გრაფიკული თამაშები, ვიდეო რენდერი და სხვა ამდაგვარი სუპერ საქმიანობა არ გვჭირდება, შედაგად გამოდის რომ 80%-ზე მეტ მოსახლეობას მაგიდაზე და ”შტეფსელზე” მიბმა ნამდვილად არ სჭირდება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ყველაფერი გადაადგილებაზეა, ბიზნესიც და გართობაც :-). ასე რომ თუ გინდა საყვარელი კომპი გვერდზე გყავდეს ყოველთვის, მაშინ დროა ჩაემატო მობილური მომხმარებლების რიგში!

პირველი გვერდი « 3 4 5 6 ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 8
შეფასება: 1.4



გამოხმაურება

საღოლ ბრატუხა, მაგრათ მომეწონა, იქნება ისიც გვირჩიო მობილური კომპიუტერებიდან რომელია ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომი
16-01-2011, 15:56:28 | giorgi7704

საღოლ მაგარი სტატიაა. არ ვიცოდი გავიგე გამიხარდა. ვისარგებლებ აუცილებლად .
06-03-2009, 02:07:33 | lursman1

ერთადერთი XXI საუკუნეზე ვერ დაგეთანხმები
ისე მართლა კარგი სტატიაა, დიდი მადლობა
27-11-2008, 01:36:00 | beka_sh

dzalian magaria wi-Fi
21-06-2008, 22:44:33 | n-ika

sagol dzma magari statia iyo . . . . .
21-06-2008, 22:41:32 | n-ika

საღოლ ძმაო, საღოლ !
24-01-2008, 05:28:49 | gvido.

მარტალია ნოუთბუქი არ მაქ, მაგრამ მაინც სასიამოვნო ფაქტია(ახლა არ მაქ , მერე ხო მექნება)

სტატიაც შესანიშნავად არის მომზადებული ...

კაია რომ კომპინფოს გამოცოცხლება იწყება!!!
22-10-2007, 19:56:34 | datamik


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.